მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 274098 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მოიარეს სამონასტროდ საგულვებელი მიწები და არ მოეწონა გრიგოლს ეს ადგილები. ძალიან შეწუხდა მეფე ამის გამო. 

მაშინ მამა გრიგოლმა მეფის დაბეჯითებული თხოვნით ააშენა მონასტერი და უწოდა უბეი (უბისი) და მონასტერს მამასახლისად დაუდგინა იერუსალიმიდან ჩამოსული ილარიონი, სათნო მოხუცებული, რადგან ის ხანძთაში წაჰყოლოდა თეოდორესა და ქრისტეფორეს. მას თან ჰქონდა წმინდა წიგნები და მამა გრიგოლმაც თავისი წიგნები დაუტოვა მონასტერს. 

გაიხარა ხელმწიფემ და უხვად გაიღო მონასტრის ასაშენებლად შეწირულობა.

ხოლო მათი წამოსვლის დროს მეფე დემეტრემ გამოჰკითხა მამა გრიგოლს, როგორი იყო კლარჯეთის უდაბნო. მამა გრიგოლმა უთხრა მას:

- ღმრთოსმსახურო მეფეო, ბევრიც რომ ვილაპარაკო, ჩემი გონება ვერ შეძლებს კლარჯეთის უდაბნოს ყველა სიკეთის აღწერას, რადგან აქა სამონაზვნო ცხოვრება აღორძინებულია და უფრო აყვავდება და გაძლიერდება მომავალში.

მრავალიდან მხოლოდ მცირედს ვიტყვი: ბუნებით ერთგვარია ეს უდაბნო, მზიანიც არის და ჰაერიანიც, არც დიდი სიცხე იცის და არც მეტისმეტი სიცივე შეაწუხებს იქ მყოფთ. არ გადასცდება ზღვარს (ზომიერია), მშრალია, ცხელი ქარებისგან დაცული, უმტვერო, მზიანი. 

კარგი წყალი და ხე-ტყე რამდენიც უნდათ, ბერებს უკლებლად აქვთ. ქვიშნარში ურიცხვი ჭალაა და უამრავი საამო წყალი. სიხარული და შვება ღვთისაგან აქვს მიმადლებული ამ ადგილებს და სრულიად მიუვალია საერო პირებისთვის. 

ერთი მხრივ მთა აკრავს, ხოლო მეორე მხარეს მტკიცე ზღუდესავით ერტყმის შავშეთის დიდ წყალთა (მდინარეთა) ერთად შერთული ნაკადი. მონასტრის მიდამოებში არ არის სათიბი მიწები, არც სახნავ-სათესი, არამედ საზრდოს ვირს აჰკიდებენ და დიდი გაჭირვებით ეზიდებიან. პატარა ვენახი წვალებით ჩაუყრიათ, აგრეთვე - ბაღები. აქ მყოფთ არ ეშინიათ, რომ ურჯულოები და ურწმუნოები რწმენას შეურყევენ. და ასე, სრულიად მშვიდად არიან და ქრისტეს ადიდებენ. 

ღვთის განგებას ეს წესი აქვს, რომ წმინდა მონასტრები უდაბნოში უნდა ააშენოს უპოვართა (იგულისხმება გლახაკი და მორწმუნე ბერები) ხელით, რომლებიც გათავისუფლდნენ წუთისოფლის ცდუნებებისაგან.

ღმერთმა მორწმუნე მეფეებს მისცა უფლება საეპისკოპოსო ტაძრების აშენებისა და ისინი ქალაქების, სოფლებისა და მთელი ხალხის განმგებლად დაადგინა, რათა სამართლიანად განსჯიდნენ მათ ბრწყინვალე სამოსელით შემკობილნი (ბერ-მონაზვნები), რათა არ მიეჯაჭვოს მათი გონება თვალით ხილულ საგნებს, არამედ მარადიული სიკეთე შეიცნონ.

ხოლო სანდო და მართალი ბერები ამქვეყნად არავის ემორჩილებიან, რადგან თავისი ნებით გაერიდნენ ამქვეყნიურ განცხრომას და ირჩიეს ღვთისათვის წუხილი გოდების ადგილას (ბერები ღმერთთან დაახლოებისთვის მწუხარებას ეძლევიან, რაზეც მიანიშნებს მათი შავი სამოსი).

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ