მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 797 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

საყვარელმან სიტყვა ავი მითხრა, გულსაწვავი:

ნეტა რად ვიყო შენია,

სახით ავრიგად შვენია!

 

2

 

მე ვარდი ვარ ბულბულთ მრთავი, ყვავს რად მოგცე თავი?

მე მისთვის არ მიკადრა მან,

შეირთო სხვამ. პირ-ბადრამან.

 

3

 

მითხრა: მძულხარ, არ მიყვარხარ, ზინზლის სუნად ყარხარ;

მე არ მიყნოსე, ვარდია,

ანძალას ზედ შევარდია.

 

4

 

გამიწყრა და მცემა ჯოხით, გამამაგდო ქოხით.

ვეღარ მივსულვარ შინაო.

მან ასე შამაშინაო.

 

5

 

კარის-კარად დავალ გლახად, ტანთ მაცვია თალხად;

შევიქენ გლახა-მწირია,

საყვარლის განაწირია.

 

6

 

მისგან დამწვარ-დადაგული ჩემი გახდა გული;

მწვავს მისის ცეცხლის ალია,

გამოყრჩის ნატუსალია.

 

7

 

მე მისთვისა ვსჭმუნავ, ვსტირი, მარიდა მან პირი;

ჩემზედ აიღო ხელია,

მამიდვა ცეცხლი ცხელია!

 

8

 

რით დავკარგე გახარება, გითხრა აღსარება:

მიბრძანა რაც ბრძანებანი,

ვერ დავიმარხე მცნებანი.

 

9

 

მიბრძანა: თუ მე შენ გინდი, გაქვნდეს ჩემი რიდი,

ერიდე ჩემსა წყენასა,

ავს ნუ აუბნებ ენასა!

 

10

 

თუ შენა ხარ ჩემი მყვარი, ნუ ხარ გულმზაკვარი,

იყავ შენ გულმართალია,

როგორც რომ სამართალია.

 

11

 

ჩემი მცნება დაიმარხე, თავი შაინახე

თუ ჩემი თავი გინდაო,

იყავ ყოვლისფრით წმინდაო.

 

12

 

თუმცა გნებავს შეგიყვარო, გხამს არ გამეყარო;

გვერთ მახლდე გაუყრელადა,

მიგაჩნდე საყვარელადა.

 

13

 

რაც მე იმან შემიკვეთა, მე ის არ მეკეთა;

მომითხრა რაც საქნელადა,

ყველა მეჩვენა ძნელადა.

 

14

 

შენც დამგმობდი, თუ იცოდე, რაც მე იმას ვსცოდე;

შევიქენ მისი ურჩია,

მე აუბზუე ტუჩია.

 

15

 

მკვიდრს საყვარელს გავეყარე, წუთი შევიყვარე;

შემემთხვა დიდი ცოდვანი,

მისთვის მაქვს შფოთვა-ბორგვანი.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ