მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1237 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

მეფეო, ღმერთმან ნუ მოგცეს წუხილი, ჭმუნვა, ვიშობა.

ნუ მოგიშალოს ნადიმი მუდამ დღეთ სულ მეჯლიშობა;

ლაშქარი მოგცეს ურიცხვი, არ ჰქონდეს ანგარიშობა,

მან მოგახმაროს, სად გინდეს, ვინც დღეს ქალწულთგან იშობა,

 

2

 

მოგვნიჭა ღმერთმან ძე თვისი და იშვა დღეს უშობელი,

რქვა ბინდის ფერად მცნობელნო, მიცანით მე უცნობელი!

აბა გაშინჯეთ ვარსკვლავით, მოგვნთა სცნეს რა საცნობელი,

შიშობა ხელის წერილთა განაგდეს გამამპჭობელი.


ერთს დღეს აღდგომაც იყო და ხარებობაცა; დიაღაც

ციოდა მოსკოს და იმის მონასიბათ თქმული


მოსკოს ქალაქს მზეს ველოდით და ვერ გნახეთ აქ სუ დარო!

სოლაღ დგომა გვირჩევნია, აქ სიცოცხლე გვაქვს უდარო;

კაპას ქარსა მჭვალი ეკრას, რას გვიშველი, ვთქვათ, სუდარო;

შენ გაჰკურნე მწუხარება ადგომავ, და ქვავ-სუდარო!

ერთმა ქართველმან თავადის-შვილმა მოსკოს ქორწილი ქნა

და ცოტად მდადს პურის საუჭმელო დაუგვიანდა; აგრევე

მანამდის ქორწილს იქმოდა, ორს დაბალს აზნაურთან

იდგა ფსონათა იმათზე მეტსა ხარჯევდა, იმის

მონასიბათ თქმული.

დაღამდა, დილა გათენდა, მდადს პური არ უჭამია,

ეჯიბის პირი გახსენით, ხელზედ აღირსეთ ნამია;

იქ ორწილიანს კაცთანა დახარჯის თვალის წამია;

ეგ მეც არ მეფერებოდა, რაც მაგას დაუწამია.

ერთ დღეს ბატონებმა დავით გურამისშვილის ხალათის

ბოძება განიძრახეს, იმის მონასიბად თქმული

სიუხვის კოკა ბატონსა წინ უდგას, ვითა კულადა,

იქ უდის მოწყალებანი ღარიბთა გასაკურნადა;

ახალ უხილავს, ძველთ მცმელთა გულს არ გაუხდის წყლურადა

აქ ათი ბიჭი ვახლავართ, მარტო მე გულნაკლულადა!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ