მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2768 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

გული ღონდება, ვიწყო გოდება:

ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

ბორგნა-ბოდება, რაც მაგონდება:

ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

სული მშორდება, ხორცი შმორდება:

ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

რად მშვა დედამან, შავმან ბედამან,

ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

2

 

გამზარდა ჭირით, ძუძუთ და პირით,

სხვას მიმცა ქირით, ფასითა ძვირით,

ბევრჯელ მატირით მუცლისა მშივრით,

მაშინვე გიცან, რაც შიგან გიძცან!

 

3

 

რასაც ჟამ გნახე, ვსცან შენი სახე,

შენ ჩემთვის საფრხე დაგერწყო მახე;

თავს ვიეც ქვა-ხე და შემოვსძახე,

მოყევ ტირილსა, კივილ-ყვირილსა!

 

4

 

ხარ სატირალი, არ საცინარი:

ხარ საჭირალი, არ სალხინარი,

გაქვს საწყინარი ჩანადინარი,

მოსულხარ ქურდად, მატყუებ ცუდად!

 

5

 

ვინც შენ მოგენდოს და არ დაგხედოს,

- ვიტყვი, უბედოს, უმამ-უდედოს,

სწავლა-უხვედროს, გარდაუხედოს, -

წაიყვან მრუდად, არ ნათლად, ბუნდად!

 

6

 

მე ამად ვსტირი, არა გაქვს პირი,

შემაქენ ჭირი, საქმე საჭირი.

მე შენგნით მწირი, ვარ განაწირი,

რაზომც ანათობ, სულ მუხანათობ!

 

7

 

ხარ საძაგელი, არად სარგელი,

დასაკარგველი, გარდასაგელი,

კარგს არას გელი, ცხვარსა მჭამ მგელი,

მიძმობ თუ მიდობ, მაინც არ მინდობ!

 

8

 

ამად გემდური, ვარ უბედური.

მიდგი საცუდრი, მქენ უწმინდური;

მაქვს თავხედური მე საყვედური,

რაც რომ მაჭამე, სულ ჩამაშხამე.

 

9

 

მაცინ-მატირებ, მალხინ-მაჭირვებ,

ნათელს მაბირებ, ბნელს მიმაღირებ:

რასაც აპირებ, ვერ გამაკვირებ,

წუთო და უნდო, არ მართალ, მრუდო!

 

10

 

ამად შემძულდი, ყოფილხარ ცუდი,

მტყუანი, მრუდი, მპარავი, ქურდი;

ვისაც შენ უნდი, ყელს აძეს ხუნდი,

ზურგთა ჰკიდია ტვირთი დიდია.

 

11

 

გული არ მაგრობს, ამაზე ჩაგრობს,

მზე-მთვარე ბადრობს, დარი კი ავდრობს:

ყინვა ხორცს მაზრობს, სიცხე სულს მაძრობს,

სული და ხორცი ორივ დახოცი!

 

12

 

მე ამად ვჰყივი, ვჰყვირი და ვჰკივი,

ვერ განვარკვივი შენი კივკივი;

თბილი და ცივი ორივე მტკივი,

საით გავიქცე, რომ არ წავიქცე?!

 

13

 

დამივსე ვანი, კარავ-სევანი,

ბაღთ ხეივანი, გარს გალავანი,

დედ-მამა, ძმანი, გამყარე დანი,

საცა რომ შამქენ, მუნ აღარა მქენ!

 

14

 

როცა დავკაცდი, ჭკვას მაშინ შავსცდი,

ლამაზ ქალს შავხვდი, მიჯნურად გავხდი.

ამაზე წავხდი, მცნებას გარდავხდი,

როგორც ვიგემე, ეგრეთ ვიგვემე!

 

15

 

ამას ვსჩივი, ვერ განვარჩივი,

რაც შენ მირჩივი, მე მივიჩნივი

ზედ დამაჩნივი, რაც დამაჩვივი,

თუ მაჭმევ ტკბილთა, ჩამამტვრევ კბილთა.

 

16

 

მაჭამე მწარე, გზა სწორეთ წარე,

აწ ნუ გამყარე კაი მოყვარე.

მისთვის მწუხარე აწ გამახარე,

თვალით მაჩვენე, ნუ შემაჩვენე!

 

17

 

ამად არ მშვენი, არასფრად შვენი,

იქცევის შენი ნაგებ-ნაშენი.

მყავს მოვახშენი, თავში წამშენი,

მოდის სიკვდილი ხმალ-ამოწვდილი.

 

18

 

თუ ხარ ღვიძილი, რაღა არს ძილი?!

თუ ხარ სიმაძღრე, რა არს შიმშილი?!

თუ ხარ სიცოცხლე, რა არს სიკვდილი?!

იყავ ერთ-ერთი, იწამე ღმერთი!

 

19

 

რაც ჩამოვსთვალე, შენ შემოგთვალე,

დღესა, თუ ხვალე ჩემი მოვალე

მომასწრობს მალე. ვერცად ვემალე,

სიკვდილი ცელსა მკრავს გულ-მიცელსა.

 

20

 

უმზგავსო მტილო, კარ-დაკლეტილო,

ნეხვით გავსილო, არ გახვეტილო,

მომზადე ტილო, საკრწყილ-სატილო, -

შემგრაგვნენ ტანსა, თან წარსატანსა.

 

21

 

ეს არს ქადილი, შენი წადილი:

ვახშამ-სადილი, ხვარბლის წანდილი!

გამატან საგრძლად, გამგზავნი სად გრძლად,

იმასაც სხვანი შესჭამენ ძმანი!

 

22

 

ესე გაქვს კარგი შენ ჩემთვის ბარგი:

საბრალოს სულსა, ხორცით გასულსა,

მიმიცემ ხელთა ჰაერის მცველთა,

შემაბმენ ყელთა ცოდვის საბელთა!

 

23

 

შემკვრენ, შემკონენ, არ მომიფონენ,

მყის წამიყონენ, არ დამიყოვნენ;

მადლს ამიწონენ, არ მამიწონენ,

ცოდვანი სძლევენ, ცეცხლს მიმაძლევენ!

მადლს ამიწონენ, არ მამიწონენ,

ცოდვანი სძლევენ, ცეცხლს მიმაძლევენ!

ცოდვანი სძლევენ, ცეცხლს მიმაძლევენ!



ო. ისევე გოდება, სხვა რიგი ხმა!

თუმცა სიტყვა და ძალი ისივ არის,

იქნების კაცი ამ რიგს ხმას უფრო გაეწყოს.


გული ღონდება, ვიწყო გოდება!

ბორგნა-ბოდება, რაც მაგონდება.

სული მშორდება, ხორცი შმორდება!

რად მშვა დედამა, შავმა ბედამა?

წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო,

ვამე, სიკვდილო, სულთა მძრობელო!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ