მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 996 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

32

 

ზამთარს წაუხდა აწ ჭირნახული;

ზურმუხტის ტახტზედდაჯდა ზაფხული.

შემოკრბენ ყოველნი

მუნ სულნი ცხოველნი

და მიულოცეს.

 

33

 

გაცვდა, გაძველდა ცივი ზამთარი,

შემოეცარცვა ტანთ საფარი.

ზაფხული განახლდა.

საცმელი თან ახლდა

ფერად-ფერადი.

 

34

 

ზამთრით გაცრცვილნი, შიშველ-ტიტველნი

ახლით დამოსა, გახადა ძველნი.

მისცა მან ბრძანება,

დასრთო სვლად მან ნება

პატიმრად მყოფთა.

 

35

 

ტანთა ჩანაცვა მწვანე კაბანი,

არა აქვთ სიცივით თრთოლა-ბაბანი.

თბილნი ქარნი ჰბერვენ,

ხმით მფრინველნი მღერენ,

განაქვთ ჭიკჭიკი.

 

36

 

ამბობს ტორუა, გალობს ბულბული,

ტკბილად მოსძახის ოფოფს გუგული;

შაშვი ამბობს ზილსა,

მსმენი იკრთობს ძილსა,

დვრინავს ქედანი.

 

37

 

სხვანი მფრინველნი ამბობენ ბანსა:

ქვემძრომთ ხმა ესმისთ, სახლს ხდიან ბანსა:

ჩაყრილნი ხაროდა

ზე გასახაროდა

ამოძვრენ ველად.

 

38

 

მზგავსად- მზგავსადმან იპოვა ტოლი,

ყველამ დანერბა თავისი ცოლი.

გამოვიდა დოლი,

გაიზარდა მოლი,

ხეთა ფოთოლი.

 

39

 

მხიარულს ზაფხულს მოყავს ყვავილი;

მოწყენილ ზამთარს თან გაყვა თრთვილი.

აწ წყემსნი ხარობენ,

ვინ ვისა ყვარობენ,

პირობას სდებენ:

 

40

 

"ვინ ვის გვინდოდეს, ერთად ვაძოოთ;

საერთო იყოს, ვინც რამე ვპოოთ".

სამთ ქალთ სიხარულით

ცხვარნი სიარულით,

წანასხეს ჭალად.

 

41

 

მირეკეს ჩიგვთან. სად ვარდის ფერად

ყვავილნი ნახეს, მუნ დასხდენ მღერად.

იმღეროდენ ტკბილად,

კარგ-ხმა-გაწყობილად

შაექცეოდენ.

 

42

 

ყვავილთ გაჰქონდა გაშლილს ბიბინი;

დაგლიჯეს, დაწნეს მისი გვირგვინი.

რაც ქალი იქ იყო,

ყველამ თვითო იწყო

თავისათვისა.

 

43

 

მარტოს ვერ სწნევდა თეთრს ვარდიანსა,

წავიდა ჭალას შორს, ბარდიანსა,

ყვავილთა საძებრად,

კარგისა საკრეფლად

თავის კონისთვის.

 

44

 

მოესმა შორით ნესტვთა ხმობანი,

ეგონა ქალთა თამაშობანი.

სითაც ესმა სტვენა,

მიყვა იქითკენა

ყვავილთ კრეფასა.

 

45

 

აღმართი ავლო, რა გარდიხედა,

მუნ მწყემსი დახვდა და წყალი სჩქერდა.

შეშინდა, შაჰყვირა,

გაქცევა აპირა,

ვეღარ გაბედა.

 

46

 

მალ-მალ შაჰყვირა: ვამე, ვამეო!

რა დღე მექნების, ან რა ღამეო!

მას მწყემსს გაუკვირდა,

თქვა "რა გაუჭირდა?",

სწრაფ გამოიქცა.

 

47

 

მივიდა, ჰკითხა: "ვინ ხარ, რა მოხდა?

რა შეგაყვირა; წინ რა შემოგხვდა?"

ხელი ხელს მოჰკიდა,

თვალთ ცრემლი მოსწმინდა,

სცა ნუგეშინი.

 

48

 

ქალმან რა ნახა იმ წყემსის პირი,

სულ დაავიწყდა, რაც ჭირდა ჭირი;

მწყემსი შეუყვარდა,

ფეხთ ქვეშ შეუვარდა,

შესცინა პირსა.

 

49

 

ქალმან მიუთხრა წყემსს: "საყვარელო,

დღეს ჩემო მცველო და დამფარველო!

მეც სიტყვის დასტური;

რაც ვსთქვა, მიგდე ყური,

მისმინე თქმული.

 

50

 

რადგან შენ გახდი ჩემი ძალ-ღონე,

რაც მოგახსენო, ეს გამიგონე;

დღეს შენგნით მეფონა,

ხსნა აღარ მეგონა

ჩემის თავისა.

 

51

 

ეს კონა წნული იყოს შენია,

მე ვარდი შემქენ, იყავ შენ ია;

გაშინჯე, შენც ნახე

ჩემის პირის სახე,

თუ გთნდეს, მითნიე!"

 

52

 

მწყემსმა ქალს უთხრა: "ნუ ასჩქარდები,

ჯერ შენვე გაქვნდეს შენი ვარდები;

ცოტა მოიცადე,

საქმე გამოსცადე,

შეიტყვე მართლა.

 

53

 

ჯერ დაივიწყ

ე კვნესა და ვიში,

თქმულა: "სიყვარულს შეიქსო შიში";

ხარ გულით შემკრთალი,

არ ვიცი მართალი,

გიყვარვარ თუ არ!

 

54

 

ცოტას ხანს საქმეს დაუგდოთ ყური:

ღვთიური არის თუ ეშმაკური;

დღეს შევიყვარენით -

რად შევიყარენით,

ვსცნათ ერთმანერთი.

 

55

 

თუმცა მთნავს, მსურის შენთან დაწოლა,

მაგრამ შიშითა გულში მაქვს ძრწოლა.

ვინც რომ დაგვინახავს,

დაგვგმობს, დაგვიძრახავს,

უწესურს საქმეს".

 

56

 

ქალმან მიუთხრა: "რამ შეგაშინა?

ჩვენ ორთ ხშირს ტყეში გვიყურებს ვინა?!"

მწყემსმა რა ისმინა,

გულით გაიცინა

ამ სიტყვაზედა.

 

57

 

ქალმან მწყემსს ჰკითხა: "გასაცინარი

ჩემგნით რა გესმა? მითხარ, ვინ არი

აქ ჩვენი მნახავი,

რომ იქნას მძრახავი?

ვისგან გეშინის?"

 

58

 

მწყემსმა ქალს უთხრა: "თუ შენ მომისმენ,

სანამ ვიტყოდე ჩემს თქმულს, მოითმენ,

ვისიცა მაქვს რიდი,

ან მე შიში დიდი,

გეტყვი ყველასა.

 

59

 

შენ ყური უგდე ჩემს ლაპარაკსა,

მე მართალს გეტყვი, არ თუ არაკსა:

ყოველს ხორციელსა

ვერ ნახავ ტიელსა,

არ ყვანდეს ტოლი.

 

60

 

ოდეს ქმნა ღმერთმან ადამ და ევა,

სჯულად უწესა ერთად შექცევა,

ერთად დაწოლა,

შეყოფით წულთ ყოლა

არს მიერითგან.

 

61

 

ვინც უნდა ნახოს ლოგინზედ მწოლი,

არვინ დასძრახავს, გვერთ უწვეს ცოლი.

აქვთ უშიშრად ძილი,

შეყოფა მათ ტკბილი

სჯულიერებით.

 

62

 

ქმარნი და ცოლნი შეყვარებულინი

გულით არიან გახარებულნი,

თავის სახლ-კარადა

სხედან აშკარადა,

არ დამალულად.

 

63

 

შესაქცეველად დადიან ბაღად;

უშიშრად, ურცხვად ხუმრობენ ლაღად

ხელი-ხელთ კიდებით,

თამაშით, ჭიდებით

ხეთ ქვეშ მწვანეზე.

 

64

 

უშჯულოებით შეყვარებულნი

ტყეში დადიან შეპარებულნი,

ჯაგებში ძვრებიან,

ავს საქმეს შვრებიან,

აქვთ დიდი შიში.

 

65

 

საქმის შიში მაქვს ოთხის-ხუთისა,

ჩხიკვ-შავ-ეკლისა, კაცისა, ღვთისა.

ამათ შეაშინეს,

კიდეც შეარცხვინეს

დედ-მამა ჩემი.

 

66

 

რაც მათ უნდოდათ, ვერც ის ქნეს კარგა,

მრავალი ქრთამიც მათ დაეკარგა;

რაც მათ მაეპარათ,

არც ის დაეფარათ,

გამოუმჟღავნდათ".

 

67

 

ქალმან მწყემსს უთხრა: წვრილად მითხარო,

ეგ როგორ ქმნილა, ან შენ ვინ ხარო?

შენ შემატყობინე,

მე გამაცნობინე

შენი თავიო.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ