მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 798 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

334

 

ოდეს ქაცვიამ ამბავი წვრილად

შეიტყო, ქალი მას ერგო წილად,

გულითა ლმობილად,ხელთა აღპყრობილად

მადლობდა ღმერთსა.

 

335

 

მამასთან გზავნა მან მოციქული:

"კაცი შევქნილვარ მე მოწიფული,

გთხოვ, კურთხევას მამურს;

ცოლის შერთვის დასტურს

თუ დამცემთ, დრო არს".

 

336

 

მამამ უბრძანა: "ცოლის შერთვისა

ჯერ დრო არა გაქვს, იყავ შენთვისა;

შენ ხარ ოცი წლისა, ვერ გიზამ ქორწილსა

მე შენ უდროოდ".

 

337

 

შვილმან მიუგო: "ერთს სიტყვას ვიტყვი -

გთხოვ, არ მიწოდო მე მისთვის ბრიყვი -

შენ ქენ სამართალი სწორე და მართალი,

ნუ სჯი თვალღებით".

 

338

 

შვილმან დაუწყო მამასა პჭობა,

"რად არ გახსოვნსო შენი ბიჭობა,

ჩხიკვ-შაშვ და ღიჭობა, ქაცვ ნაცვთა მირჭობა,

წელთ თექვსმეტობა?!

 

339

 

შენ რატომა ქენ, რად მაიხდინე,

თექვსმეტი წლისამ რაც ჩაიდინე?

საცოლო აცდინე, ნაცს სისხლი ადინე

ეკალზედ ხევით.

 

340

 

ბევრი გეხვეწა და არ ისმინე,

ასე გახურდი, ვერ დაითმინე!

მე როგორ გისმინო და როგორ ვითმინო

ოცი წლისამა?!"

 

341

 

თავი დაუკრა მძიმედ მამასა:

"შენ ნუ იწყენო, რაც ვსთქვი, ამასა;

მე ვსთქვი ხუმრობითა, არა გულწყრომითა,

რაც მოგახსენე".

 

342

 

მამამ უბრძანა: "შენ შვილო ჩემო,

შენ მაგისთვისა მე არა გცემო;

არ არის ჭორია, სუყველა სწორია

შენი ნათქვამი.

 

343

 

ნუ გეშის, შვილო, წამოდექ ახლო,

გლოცო, გაკურთხო, თავს ხელი გახლო!"

შვილმან ხელს აკოცა, მამამან დალოცა

ამ სიტყვებითა:

 

344

 

"ღმერთმან გაკურთხოს დამბადებელმან,

ცათა და ქვეყნის ამაგებლმან;

გიწვიმოს ციერი, არა გქმნას მშიერი

პურ-ღვინით, ზეთით!

 

345

 

ესრეთ მოგრიოს შენ შენთა მტერთა,

ვით ერეოდეს ქარი ბზეთ, მტვერთა;

მამამან და ძემან, ვით დედისა სძემან

გზარდა, მან გზარდოს!

 

346

 

სულმან წმინდამან დაგცოს, დაგფაროს,

გიძღვეს, სიმართლის გზაზედ გატაროს:

კაი ბედს შეგყაროს, საყვარელს გაყვაროს,

გულით გახაროს!

 

347

 

ცოლი მოგცეს და ასულნი, ძენი,

ვითა სოლომან, ჭკვიანი, ბრძენი;

მისებრ გაგამდიდროს, მკვიდრად დაგამკვიდროს

სახლით და კარით.

 

348

 

ღმერთმან გაცოცოცხლოს მრავალი წელი,

მაგრად გიმყოფოს ზურგი და წელი;

არ შეგყაროს სენი, ძნელად მოსასვენი,

გამყოფოს მთლადა.

 

349

 

ყმა მოგცეს ბევრი, გლეხი, მდაბიო,

გამონოს ნებით, რომ არ არბიო;

გქმნას კეთილ მსაჯულად, არვინ ყოს ტანჯულად

უსამართლობით.

 

350

 

ღმერთმან აღგავსოს გარდამეტებით,

ცხვრით, ძროხით, ქათმით, იხვ-ტრედ-ბატებით;

გიმრავლოს ღორები, აქლემნი, ჯორები,

ეტლებ-უნები.

 

351

 

სააქაოსა გახაროს გულით,

საიქიოსა გაცხოვნოს სულით!.."

რა ესრეთ დალოცა, თავზედა აკოცა,

ესრეთ უბრძანა:

 

352

 

"წამოდეგ, შვილო, აიღე თავი,

ძებნე, მონახე შენ შესართავი;

აღახილე თვალი და მონახე ქალი

შენად საცოლოდ".


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ