მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 987 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

562

 

წარღვნას უკანა ნოეს თესლ-ტომნი

კიდევ გამოჩნდენ წინააღმდგომნი

ღვთისა ბრძანებისა, არ გაგონებისა

მოქმედნი კაცნი.

 

563

 

ძალით და ღონით ფალავანები

იყვნენ, მათ იწყეს გალავანები;

იხმარეს გმირობა, შეკრეს მათ პირობა

ქმნა საწადელთა.

 

564

 

შექნეს ალიზი, ატანეს ქვები,

მით აღიშენეს მათ ქალაქები;

კოშკებით, ციხებით, აგურთა კირცხებით

ქმნეს სიმაგრები.

 

565

 

ცას რომ შახედეს, ნახეს ვარსკვლავნი,

ხელნი აწოდეს, არ შესწვდა მკლავნი.

თქვეს გოდლის აგება, მით ვსწვდეთო აგება

ზეციერს საქმეს.

 

566

 

შეკრბენ ერთხმობით აღსაშენებათ

რომლითაც აღსვლა ზეცას ენებათ;

აქვნდათ ერთი ენა, მათ სიტყვა და სმენა

განუყოფელი.

 

567

 

მოყვნენ გოდლისა აღშენებასა,

მიმართეს აღმა ცათ შვენებასა.

მაღლამდის ანაგეს, ბევრი დღე წანაგეს,

კვირა, თვე, წელნი.

 

568

 

თქმულა, ასეთი მაღლად გებული,

ვით მე გიჩვენო აღრიცხვებული

აღაჯი, თუ მილი? გმართებს შენ დუმილი

მის სარიცხველად.

 

569

 

ასჯერ ასად ქმენ, თქვი ბილიონი,

და ასჯერ ასად კვადრილიონი, -

ცხრა ამდენი მილი არის გაზომილი

სიმაღლე მისი.

 

570

 

ამისი მწადდა აღრიცხვა ვერსად,

მაგრამ ვისწავლე მე ნულა ვერსად.

ვარ სინანულითა, აღრიცხვა ნულითა

რომ ვერ შევიძელ!

 

571

 

აწ აღივსენით ჩემის მადლითა,

ეს აღმირაცხეთ მტკავლად, ადლითა,

ციფირ-ნულებითა, შეწმასნულებითა,

ნულის მცოდნელთა.

 

572

 

რასაც დღეს ვირი დამაკებული

წავიდის მაღლა აკიდებული,

ზიდევდის ტალახსა, მოსძოვდის ბალახსა

ორს წლამდის ვერა.

 

573

 

როდისაც ვირი ქვე ჩამოვიდის,

თავის ტოლს მუტრუკს პატრონს მიგვრიდის.

რა აქვნიდა მას განი, ზომით შინაგანი

ის კი არ ვიცი.

 

574

 

რა გოდლის საქმე ღმერთს მოეხსენა,

ღმერთმან უწყინათ, ურივნა ენა:

ვინც ითხოვდის კირსა, მისთვის ტიკის პირსა

ხსნიდენ წყლისათვის;

 

575

 

ვინც რომ ითხოვის ქვა და ტალახი,

მას მიართვიან ხე და ბალახი!

განეყოთ ენანი, ყურითა სმენანი,

სხვადასხვა რიგად.

 

576

 

რა რომ განიყვნენ მრავლად ენებად,

ვეღარ შეუძლეს გოდლის შენებად, -

ცალ-ცალკე არესა, სხვა-და-სხვა მხარესა

განთესულ იქმნენ.

 

577

 

უქროლა ქარნი. აყარა მეხნი.

სულ ქვეყნად მოზდო გოდლის ნატეხნი.

სრულად დანაქცივა, ავად შეაქცივა

მათი ნაშენი.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ