მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2550 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

ადამს ჰკითხეს: რატომ სტირი,

რად სწუხ, რა გაქს საწუხარი?

რად არ გიცინიან პირი

ხარ მჭმუნვარე, განუხარი?

 

2

 

მან თქვა: ამად არ ვიცინი,

ჩემის ბრალით ბევრი კვდების;

ერთმევიან თვალში ჩინი

კუტდების და ყურთ აკლდების.

 

3

 

ამად ჯავრით სულთ მხდებიან,

არა მაქვს რა სალხინარი;

თუმც ყვავიან, სულ ხმებიან

ჩემს ბაღში რგავს რაც ხილნარი.

 

4

 

ყველა ისევ მერთმევიან,

რაც მაქვს ღვთისგან ნაბოძები;

ცა ქვეყნითურთ მექცევიან,

უცვდებიან მას ბოძები!

 

5

 

მტერმან ასე წამახდინა,

მამატყუვა, მამაღორა;

ღვთის მცნებასა გარდმახდინა,

დიდს პატივსა მამაშორა.

 

6

 

სახლი მკვიდრად აგებული

დამიქცივა, მამიშალა;

ვით დედაზარდლთ ბუზთ გებული,

ფერხთ ქვეშ ბადე გამიშალა.

 

7

 

აქ მაშინჯეთ მის მტრის ძმაცვა,

რა დამირწყო მან მახეა;

ტანთ ნათელი შემომძარცვა,

ცხვრის ტყავფუჩი მამახვია!

 

8

 

თესლ-ტომითურთ სულ წარმწყმინდა,

ძირით, ქოქით ამამაგდო;

სამოთხეში მჯდომი წმინდა

ჯოჯოხეთში უკუმაგდო!

 

9

 

გულს მაძგერა მტერმან შუბი,

გამადინა სისხლი ღვარად;

წინამძღვართან მიგდო ჩხუბი,

თვით შემექნა წინამძღვარად.

 

10

 

მას ღვთის მგმობელს მტერსა ვყევარ,

მივაჩნივარ საძაგელად;

წინ მიმიძღვის და მივყევარ

ცეცხლში საწვად, სადაგელად.

 

11

 

მაქვს ცეცხლის ტბის შიში, რიდი, -

ეგზებიან დაუშრეტად,

გრძლად ზედა ძეს ბეწვის ხიდი,

ზედ მსვლელს გახდის თავში რეტად.

 

12

 

ვინც იშენა სიბრძნით ვანი,

ქვეშ შეუდგა შვიდი სვეტი, -

ის არს ჩემი სათაყვანი,

არავინ მიხსნის მე მის მეტი.

 

13

 

ვინც რომ ჩემთვის ჯვარზედ წმინდა

გარდადინა სისხლის ღვარი,

მე მის მეტი არვინ მინდა

მას ძნელს გზაზედ წინამძღვარი!

 

14

 

მე მასა ვთხოვ, მომეახლოს,

მიძღვეს გზაზედ, მთლად მატაროს;

რომ ცეცხლის ტბამ ვერა მნახოს,

ასე რიგად გამაპაროს!

 

15

 

საყვარელო, მოდი, მნახე,

ერთი თვალით გამიცადე;

დანარღვიე შენ ის მახე,

მტერმან მიდგა, რაც მე ბადე.

 

16

 

ამასა გთხოვ, ჩემო მყვარო,

დამიცო და დამიფარო:

გზაზედ მცველი არ გამყარო,

ოდეს მანდით დამიბარო.

 

17

 

გეაჯები, ჩემო მყვარო,

შეიწყნარო ჩემი სული -

ოდეს წინ შენ შეგეყარო

სიკვდილის დროს ამოსული.

 

18

 

მოწყალება შენი, მყვარო,

მამაკვდავსა მამაშველე;

შენი უკვდავების წყარო

გულს მაპკურე, დამასველე!

 

19

 

ნუ ხარ ჩემზედ გულნაკლულად,

კარგი ვანი განმიმზადე:

ნუ მამყოფებ გულმოკლულად,

მიწყალობე, რაც მიქადე!

 

20

 

შენ სურვილის სახმილითა

გულს მიდაგავ ცეცხლის ალით:

რად საპკურად ხშავ მილითა

და არ მიშრეტ შენ მას წყალით?

 

21

 

ღმერთო ჩემო! ნუ დამკარგავ,

ნუ აიღებ ჩემზედ ხელსა;

ნუ დამწვავ და ნუ დამდაგავ,

ნუ მამიდებ ცეცხლსა ცხელსა!

 

22

 

დავით გალად დანერგული

ვარ უშრტო და მე უფესვო,

აწ მომძებნოს დაკარგული

ვედრებ, ქრისტეს მეუფესო!

 

23

 

ღმერთო! შენ შემქენ კაცადა ცეცხლი, ქარ, წყალი, მიწა, მე,

მე შენსა მცნებას გარდავხე, ამად აღარად მიწამე;

დღე შემიმოკლე სიცოცხლის, ჟამი მიწუთე, მიწამე

ჯოჯოხეთშიგა ჩამაგდე, სული მიტანჯე, მიწამე.

 

24

 

ნეტავი ისევ მიწადა მე ვყოფილიყავ, არ კაცად!

აგების აღარ ვიწოდი, რომ ვიქნებოდი აღარცად;

აწ მე მაქვს კიდევ იმედი, ამად ვარ მე გულმამაცად.

ქვეყნად ძეს ვესავ დამხსნელად და მეგულების მამა ცად!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ