მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3804 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

1

 

აღარ მსურს ქნარი, საკრავად სტვირი,

არც ზედ დამღერა, აწ ამას ვსტირი:

ცრუვმან საწუთრომ მარიდა პირი,

არ აღმისრულა მან დანაპირი.

 

2

 

მკითხა ცოდვისა, მიხსენა ძვირი,

ვით გალსა ხესა, განმიხმო ძირი;

დამაგლახაკა, გამხადა მწირი,

საყვარლისაგან მქნა განაწირი.

 

3

 

გული მიშავა ვითა ნახშირი,

გამაყრევინა თავზე თმა ხშირი.

პირი დამიჭკნო ვითარცა ჩირი,

ღამაშვებინა დაღმა ჩიჩვირი.

 

4

 

შემყარა ძნელი ილაო-ჭირი,

გულზედ მასვია მჭვლად დანაჭირი;

მომიახლოვდა მწარე სიკვდილი

ცელ-გალესილი, ხრმალ-ამოწვდილი.

 

5

 

ვინ ხართ ღვთიანი და მადლიანი,

კოდ-სასწორ-მართალ, სწორ-ადლიანი,

გთხოვ, შემიბრალოთ, როს მკვდარი მნახოთ,

შენდობა მითხრათ, როცა დამმარხოთ!

 

6

 

ვისაც რამ გცოდე, ვთხოვ, შემინდოთ,

ჩემზედ გონება აღმოიწმინდოთ;

მე აღარ ძალმიც თქვენი რა წყენა, -

სიტყვის თქმად ენა მე დამეყენა.

 

7

 

თუ გინდათ კიდეც მაგინოთ თქვენა,

ვერ გავიგონებ, დამიდგა სმენა;

აღარ მაქვს სუნთქვა, არც ამოქშენა,

მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა.

 

8

 

მცხედრად მდებარე, გულ-ხელ-კრეფული.

მივალ, არ მიმდევს თან ერთი ფული;

თუ რამე მაქვნდა, ყველა მანდ დამრჩა:

ყმა, სახლ, ბაღ, ბოსტან, თეთრი თუ ფარჩა.

 

9

 

ყველას გაფიცებ ამ საფიცარსა:

თუ ღმერთი გრწამდეთ, ამ სამს ფიცარსა

ნუ გაიძნელებთ ასაშენებლად,

გარს ნურას უზამთ დასაშვენებლად.

 

10

 

ნუ გაირჯებით შესაღებლადა,

მსუბუქი ქენით წასაღებლადა.

ფასს ნუ დაჰკარგავთ დასახატავად,

თეთრს გაუფრთხილდით დასაფანტავად:

მალ მაეშლების მას სილამაზე, -

მიწა ეყრების, ქვა, სილა მაზე.

 

11

 

ვისაც გინდოდესთ თქვენ ჩემთვის კარგი,

თან გამატანეთ ასეთი ბარგი,

რომ ცუდ-უბრალოდ არ დამეკარგოს,

საწყალს ჩემს ცოდვილს სულს რამე არგოს.

 

12

 

ჩემს ცოდვილს სულსა ეს შაეწევა:

მღვრდლის წირვა-ლოცვა, საკმევლის კმევა;

მშიერთა ჭმევა, შიშველთა ცმევა,

უსამართლობით არვისი რთმევა.

 

13

 

მკვდარს არას მარგებს ტყება-ტირილი,

ვერ გამაცოცხლებს თავს დაყვირილი;

სჯობს, არ ჩაიცვათ ტანთ ძაძა-ფლასი,

მიმიცეთ რამე მღვრდელთ წირვის ფასი.

 

14

 

ვამე ცოდვილსა, მე უმადლოსა,

დავრდომილობით უხუც-უმღრდლოსა!

მე ვინ მილოცავს, ან ვინ მიწირავს,

ან ვინ დამმარხავს, ვინ დამიტირავს?!

 

15

 

უმკვიდრო ვიქმენ, არ დამრჩა შვილი,

რომ მას აღენთო სანთელი-ცვილი;

ექნა აღაპი. დაედგა ტაბლა:

ასე მაღალმან მე დამამდაბლა!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ