მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3006 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

ჰე, ღმერთო, აღმიხილე თვალი გონებისა,

დამანახვე, მაცნობე მე გზა ცხოვნებისა!

შენის ნების გზაზედ დაუცემლად მატარე,

და მას შენსა საყვარელს გულითა მაყვარე!

 

2

 

ღმერთო, განმიხვენ ყურნი კეთილთ სიტყვის სმენად,

განმიმაგრე გული სარწმუნოების რწმენად;

აღმაყოვე, ვითა ხე, ნაყოფით კეთილად,

და ნუ მყოფ მე ხენეშად ძირით მოკვეთილად!

 

3

 

მე ვარ, ვითა აღდაჭი, ბიცი და მლაშობი,

დედისაგანვე ცოდვასა შინა ნაშობი;

უშრტო და უნაყოფო, ვით გალი განმხმარი,

უძეო, უასულო, არარად სახმარი.

 

4

 

საწუთროს სოფლისაგან ბევრის გზით ვნებული,

მრავალს განსაცდელსა შინა შეყვანებული,

სხვის ქვეყნად სამკვიდროს ქვეყნით გამოძებული,

დაკარგული ცოდვით, არ მადლით მოძებული.

 

5

 

ამისთვისა ვსთხოვ დიდის ხვეწნითა ყველასა,

თავიანთ მადლისათვის მიზემდენ შველას;

გავსტეხე ათი მცნება, მთლივ ვერ დავიმარხე,

ცოდვასა შინა მოვკვდი, მიწად დავიმარხე.

 

6

 

არა გამყვა რა თანა საწუთროს სოფლისა,

მუნ დამრჩა სასყიდელი სისხლისა, ოფლისა;

ვისაცა ის დარჩეს, ყოს ესრეთ მოხსენება,

რომ მეღირსოს სასჯელსა შინა მოსვენება.

 

7

 

მოიხსენე, უფალო, სჯად შენდა მოსული,

დავით გურამისშვილის უბადრუკი სული;

გვერდთ, ხელთ, ფერხთ სისხლი შენი სასწორს აბრად შეუდევ,

განუმსუბუქე, მძიმე ცოდვანი შეუნდევ.

 

8

 

ჯვარცმითა, სიკვდილითა შენითა მონაყიდს,

დაუშრიტე, ასხურე სისხლი ალ-მონაკიდს!

უფალო, შეისმინე დავითისა თქმული,

აღმოიყვანე სულით ჯოჯოხეთს დანთქმული.

 

9

 

ღმერთო, ისმინე დავით მონისა შენისა,

დაუამე ტკივილი ძნელისა სენისა.

იხსენ სული მისი უკუნითა ბნელითა,

და ნუ სტანჯავ სატანჯველითა მით ძნელითა.

 

10

 

ეს წიგნი, ლექსად თქმული, არის სული იმისი,

ღმერთმან იხსნას წარწყმედისაგან სული მისი;

ღმერთო, ნუ გასტეხ სიტყვას დავითის პირისას,

მიეც ლხენა, კურნება მას დღესა ჭირისას.

 

11

 

ღმერთო, მისმინე დავითის საგალობელი,

მიწყალე დიდის წყალობით საწყალობელი;

უსჯულოება ამხოცე, უფროს განმბანე,

და ეს სიმღერა მის თქმას, მოძახილს აბანე:

 

12

 

აქებდითო ღმერთს ყოველნი სულნი ცხოველნი,

ხართო მისი არსობის პურისა მთხოველნი;

ფსალმუნით, ებნით, წინწილითა კეთილ-ხმითა,

ძნობითა, ორღანოთა, ბობღნით, მწყობრის თქმითა!

 

13

 

ესე სიტყვანი მე მაქვს ასე შეტყობილი,

მწყობრი არსო სიტყვანი ლექსად შეწყობილი;

ამისთვის კანუნად არ მიჩანს თქმა ლექსისა,

და მოძიება რიტორთ საზომი ექსისა.

 

14

 

მომიხსენონ, სხვას არავის რასა ვთხოვ მეტსა,

ვსთქვი წელსა ათას-შვიდას-სამოც-და-თოთხმეტსა,

თვესა ნოემბერსა ოც-და-ცხრასა გასულსა.

დიდება მამასა და ძესა წმინდასა სულსა!

 

15

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

ამინ და ალილუია, ვით თვით არს მისვე ხნისამდე!

წამკითხველნო, ამაზედ თქვენ ნურას მედავით,

და რომ ეს ასე ვსთქვი გურამისშვილმან მე დავით.

 

16

 

თქვენ ვერ დასთმობდით ჩემგნით ნათქვამსა,

რაც თქვენგნით თქმული აწ მე დავითმე.

მის ღვთის ძის მამის დავითის სეხნა

გურამისშვილი ვიყავ დავით მე;

 

17

 

ამად ქაჩალმან მის თმის ნავარცხნი,

ქოჩრად მოვისხი, თავზედა ვითმე,

აწ თქვენ ამაზედ რა ცილობა გაქვთ,

არა ვიცი რა, რას მედავით მე!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ