მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 827 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იუდეველთ სამეფო უფალმა ისე არ გასწირა, რომ სრულიად დაღუპულიყო. სამოცდაათი წელი გავიდა მას აქეთ, რაც იუდეველთა სამეფო აოხრებულ იქმნა და სპარსელთა მეფემ, კიროსმა, ნება მისცა მათ, ვისაც სურდა, დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში და კვლავ გაეშენებინათ დანგრეული ღვთის ტაძარი.

ბევრი იუდეველი დაბრუნდა ტყვეობიდან და ბევრი ისრაელიც. მეფემ მათ მისცა ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი, ნაბუქოდონოსორის მიერ წამოღებული იერუსალიმის (სოლომონის) ტაძრიდან.

ბაბილონში დარჩენილმა ებრაელებმაც მრავალი ფული გაიღეს ტაძრის ასაშენებლად. იუდევველთა პირველი საქმე ის იყო, რომ ტაძრის განადგურებულ ალაგას გაეკეთებინათ სამსხვერპლო, თუმცა ბევრს უშლიდნენ მტრები გარშემორტყმულ იუდევლებს, მაგრამ ისინი მაინც აშენებდნენ ტაძარს და არ ეპუებოდნენ მათ ძალმომრეობას.

ტაძარი, როგორც იყო, ააშენეს და აკურთხეს კიდეც. თუმცა კი იმნაირი არ იყო, როგორც უწინდელი, სოლომონისაგან აშენებული. მაგრამ იმ დროს მცხოვრები წინასწარმეტყველნი კი ამბობდნენ, ტაძარი უფრო დიდებული იქნებაო, სანამ უწინდელი, რადგან ამ ტაძარში ხალხი მაცხოვარს იხილავსო.

ტაძრის შენების დროს იუდეველნი იერუსალიმსაც აშენებდნენ და გარს გალავანიც შემოავლეს, რომ მტრები არ დასცემოდნენ. ასე რომ, ზოგი ტაძარს აშენებდა და ზოგს ხელში იარაღი ეჭირა.

ცოტ-ცოტაობით იუდეველთა სამეფო განახლდა, უწინდებური ქალაქები ისევ გაკეთდნენ. მათ თავიანთ შორის აქ რჩეული წინამძღვრები და მსაჯულები ჰყავდათ და ხალხს განსჯიდნენ მოსეს სჯულისამებრ, მაგრამ თავისი მეფე კი იუდევლებს არ ჰყავდათ და სპარსელების მეფის მორჩილნი იყვნენ.

სპარსელები მათ არაფერში არ აწუხებდნენ და ამისათვის იუდეველები ტკბილად და სიამოვნებით ცხოვრობდნენ.

სპარსელთა და იუდეველთა სამეფო დაიპყრეს ბერძნებმა. ამ ხალხის ხელში იუდევლებმა ბევრი წვალება და ვაი-ვაგლახი გამოიარეს თავისი სარწმუნოებისა და ღვთის რჯულის გულისათვის.

ერთმა მეფემ, სახელად ანტიოქოს ეპიფანემ, მოინდომა რომ იუდეველები არ გამორჩეულიყვნენ სხვა ხალხისგან და ამიტომ გამოსცა ბრძანება, რომ იუდეველთა ქვეყანაში ყველგან კერპები დაესხათ და სამსხვერპლოები აეგოთ მათთვის.

იუდეველებს აკრძალული ჰქონდათ თავისი ღვთის ლოცვა. მათ უნდა ედღესასწაულათ უსჯულოების რჯულზედ და მსხვერპლი მიეტანათ მათი ღმერთებისათვის. ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, იმას აწვალებდნენ და ჰკლავდნენ.

ბევრი იუდეველი სიკვდილს რჩეობდა, ვიდრე თავისი რჯულისაგან გადადგომას; ბევრნი კიდევ იმისთანანი იყვნენ, რომლებიც სარგებლობის გულისათვის, ან ხელმწიფის საამებლად, გადაუდგნენ თავიანთ რჯულს და მიიღეს უსჯულოების სარმუნოება.

მრავალი იუდეველი შეუპოვრად იცავდა თავის სარწმუნოებას; ერთ იუდეველ ქალს, სოლომონიას, ჰყავდა შვიდი შვილი და მოხუცი ქმარი, ელიაზარი, 90 წლისა. ისინი სამაგალითონი იყვნენ დაისეთ ტანჯვას და უსიამოვნებას იტანდნენ თავიანთი რჯულის დასაცავად, რომ გასაკვირი იყო. ამ ჩინებულ მოხუცს ძალას ატანდნენ, რომ გადამდგარიყო თავის რჯულიდან და ამით ეჩვენებინა ღალატის მაგალითი თავის მოძმეთათვის.

ერთხელ მას ბერძნებმა მიუტანეს ღორის ხორცი, რომ ეჭამა და თუ არ სჭამდა, ისე მაინც ეჩვენებინა, ვითომ სჭამს, რომ ამის მიხედვით სხვასაც ეჭამა და ამით რჯული დაერღვია, მაგრამ მან მაინც არ ჭამა. ის იძახოდა: მე მოხუცმა რომ ვჭამო, ჩემი შემხედვარე ახალგაზრდები უფრო არ სჭამენო?

მე ფარისეველი არა ვარ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინო; მე არ წავწყმედ ჩემს მოხუცებულობას ფარისევლობითაო. ეგ რომ ჩავიდინო, მე სააქაოს კი გადავრჩები წვალებას და ტანჯვას, მაგრამ საიქიოს ხომ ვეღარ ამცდებაო.

ამ სიტყვების შემდეგ დაიჭირეს ეს მოხუცი და შეუბრალებლად მოკლეს. სოლომონია თავის შვილებიანად მიიყვანეს თვით ხელმწიფესთან. ამათ ისე მოექცნენ, როგორც მოხუც ელიაზარს, მაგრამ ვერცარა იმათთან გააწყვეს.

საშინელი სასჯელით დასაჯეს ჯერ ექვსი უფროსი შვილი და მერე უმცროსი და ბოლოს დედაც. მაგრამ მაინც ვერ გადააყენეს თავიანთი რჯულისაგან; ჯერ ექვს უფროს შვილს ხელები დააჭრეს, მერე ფეხები, ყურები; გააძრეს ტანიდან ტყავი და ბოლოს დედის თვალწინ გახურებულ ტაფაზე დაწვეს.

დარჩნენ უმცროსი შვილი და დედა. რადგანაც პატარა იყო, ხელმწიფეს ეგონა, სხვადასხვა საჩუქრებით და ტკბილი სიტყვით შესცდებაო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. დედას უთხრეს, დაერიგებინა თავისი შვილი, რომ გადამდგარიყო საკუთარი რჯულისაგან; მაგრამ აი, დედა რას ეუბნებოდა: შვილო! მაგრად იყავ შენს სარწმუნოებაზე და როგორმე გაუძელ მაგ წვალებას.

როცა ვერას გახდნენ, ის ყმაწვილი უფრო დატანჯეს და გააწვალეს, ვიდრე უფროსები. ამის შემდეგ მათი დედა, სოლომონიაც, ისევე მოკლეს.

ამისთანა უბედურების დროს ღმერთმა გაუგზავნა იუდეველებს გამოსახსელად კაცები.

ერთმა იუდეველმა მღვდელმა, მატათიამ იკისრა მათი ტყვეობიდან დახსნა. ერთხელ ამ მღვდელმა გამოუცხადა მთელ ხალხს; ვისთვისაც ძვირფასია ღვთის სჯული, ის ჩემთან წამოვიდესო! და წავიდა თავის ოჯახობით ერთ უდაბნოში. თან გაჰყვნენ მას სხვა იუდეველებიც. და ამნაირად მას დიდი ჯარი შეუგროვდა.

იმ მღვდელის შვილი, იუდა მაკაბელი, ძალიან მარჯვე და მხნე კაცი იყო, იმ შეკრებილ ჯარის უფროსად იუდა მაკაბელი დადგა და ეომებოდა მტრებსა. თუმცა მტრები ძალიან ძლიერნი, ხერხიანები და გაწვრთილნი იყვნენ, მაგრამ ღვთის ძალით და განგებით, იუდა მაკაბელი თავისი ცოტაოდენი და გაუწვრთნელი ჯარით მაინც სძლევდა მტერს.

იუდა მაკაბელი ამნაირი სიტყვებით ამხნევებდა თავის მეომრებს: მტრების ძლევა გვეძლევა ჩვენ ღვთით; ღმერთისათვის სულ ერთია, თუნდ ბევრნი ვყოფილვართ, თუნდ ცოტა. მტრები მოდიან აქ, რომ ჩვენი ქვეყანა და ოჯახობა აამტუტონ და ჩვენ უნდა ვიომოთ ჩვენი რჯულისათვის და ღვთისათვის.

მეფე ანტიოქოს ეპიფანემ გაიგო თუ არა იუდა მაკაბელის გამარჯვება, შეკრიბა დიდძალი ჯარი და გაგზავნა იუდეველთა სამეფოს ასაოხრებლად და თანაც ეს სიტყვები უთხრა: სულ ამოწყვიტეთ და მიწის პირიდან აღგავეთო.

გაიგო იუდამ, რომ მათზე ჯარი მოდის, შეკრიბა იმანაც ცოტაოდენი ჯარი, მივიდა თავის ამხანაგებით ერთ ქალაქში (მასეფთაში), სადაც ჯერ კიდევ სამოელის დროიდან ისრაელები ინანიებდნენ ცოდვებს და იმარხულეს, ჩაიცვეს შავები და ტირილით ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მას დაეფარა ისინი მტრებისაგან: უფალო, თუ შენ არ გვიშველი, ჩვენ ვერ დავძლევთ მტრებსო.

მოიტანეს იქ საღვთო წერილის წიგნები, საყდრის შესამოსელი და მსხვერპლიც. დაინახა ესენი იუდა მაკაბელმა, შესტირა ღმერთს, რომ სულ უსჯულოებისაგან არის წაბილწული აქაურობაო. ამნაირად გული ლოცვით და ვედრებით გაიმაგრეს და გასწიეს მტრისაკენ.

იუდა თავის მეომრებს ეუბნებოდა ამგვარ სიტყვებს: ჩვენთვის უმჯობესია სიკვდილი, მანამ მტრებისაგან ამისთანა უპატრონობას და მამულის აოხრებას ვნახავთ. მართლაც, ჯარი გაამხნევა, გაიმართა ბრძოლა, მტრები დაამარცხეს და უკან გააქციეს.

ამის შემდეგ იუდამ დაიმორჩილა ტაძარი და შეუდგა მის გამშვენებას. გამოიტანა, რაც რამ უსჯულოებისაგან იყო გაკეთებული და გაუწმინდურებული და გადაყარა. მათ ნაცვლად შეიტანა ახალი ნივთეულობა.

ამნაირად გამშვენიერებული და განახლებული ტაძარი აკურთხეს. იუდა მაკაბელმა ვერც კი გაათავა ომები, რომ სრულიად გამოეხსნა თავისი მამული, როცა მოკლეს ერთ ომში. ამ ომში იუდას ჰყავდა 800კაცი. მტერს კი - 22000.

მოვკვდეთ ჩვენი ძმებისათვის და ნუ შევარცხვენთ ჩვეს თავს გაქცევით! - უთხრა იუდამ, როცა მას ურჩიეს, გაიქეციო. ხალხმა ძალიან იგლოვა იუდა. მის მაგივრად ჯარის სარდლებად იმისი ძმები დადგნენ; ისინი იმარჯვებდნენ ღვთის შემწეობით. ამნაირად გამოიხსნეს მათ მტრებისაგან თავი.

იუდეველებმა ერთმანერთში ჩხუბი მაინც არ მოიშალეს. გაიყვნენ ორად და ერთმა მათგანმა მოიწვია სხვა ძლიერი ხალხი, რომაელნი. რომაელებს გაუხარდათ კიდეც, რადგან მთლად დაიპყრობდნენ იუდეველთა ქვეყანას.

მოვიდა იუდეველების ქვეყანაში რომაელების ჯარი, ძალით დაიმორჩილა ისინი და ხარკი დაადო.

ამის შემდეგ რომაელები თავიანთ მეფეს აყენებდნენ იუდეველთა ქვეყანაში. მაგრამ იუდეველები ახლა კი ელოდნენ დავითის შთამომავალს, რომელიც საუკუნო მეფე იქნებოდა, არამც თუ მარტო იუდეველთა, არამედ ყველა ხალხისა, ესე იგი, ღვთისგან აღთქმული მაცხოვარი ქვეყნისა.

დრო იმის ქვეყნად მოსვლისა, მართლაც მოახლოებული იყო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ