მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1538 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

უფალი იმ სასჯელით, რომლითაც სჯიდა ისრაელთა გარყვნილ ხალხს, ბევრჯერ დასჯიდა ხოლმე მართალს და გულმოდგინე ღვთის ადამიანებსაც, იმისთვის კი არა, რომ ისინი ამის ღირსნი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სხვა ხალხისათვის ეჩვენებინა მათი ერთგული ღვთისმსახურება, ეჩვენებინა მათი ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და მოთმინება.

ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ისრაელთა შორის თავისი მართალი ცხოვრებით შესანიშნავი იყო ერთი კაცი, სახელად ტობი. ობოლი ტობი, ბებიამ გამოზარდა კეთილგონიერი დარიგებებით, იგი მას მუდამ ეუბნებოდა, რომ წმინდა გულით ელოცა ღმერთი, შეესრულებინა მისი ნება და მოწყალე ყოფილიყო.

ტობი თავის სიცოცხლეში არ ივიწყებდა ბებიის დარიგებას და რიგიანადაც ასრულებდა. სანამ ისრაელებს დაატყვევებდნენ უცხო ტომები და ესენი მიეცემოდნენ კერპთმსახურებას, ტობი ყოველ დღესასწაულზე დადიოდა იერუსალიმში და თაყვანს სცემდა უფალს.

სხვა ისრაელთა შორის ისიც ტყვედ წაიყვანეს მაგრამ თავისი კეთილი ცხოვრება და მოწყალება იქაც არ მოიშალა: პირველი ხელმწიფის გულიც კი მოიგო; სადაც თავის თანამოძმეს დაუმარხავს ნახავდა, მარხავდა და ღარიბ ხალხსაც შემწეობას აძლევდა.

მაგრამ როცა სალმანასარ ხელმწიფე მოკვდა და მის წილ მისი ძე სენაქერიმი გამეფდა, ტობიმ ვეღარ მოახერხა ამის გაკეთება, რადგანაც სენაქერიმი ძალიან გადაემტერა. რაც იმ პირველი ხელმწიფის დროს სარჩო იშოვა, სულ ღარიბ ხალხს მოახმარა.

მეორე ხელმწიფე ისეთნაირად გაჯავრდებოდა ხოლმე, რომ უბრძანებდა, დახოცილი ისრაელები ნადირებისა და ფრინველების შესაჭმელად გადაეყარათ მინდორში. ტობი კი მაინც მალვით მარხავდა მკვდრებს. აკი ერთხელ გაუგეს და ხელმწიფეს ამბავი მიუტანეს.

ხელმწიფე ძალიან გაბრაზდა და ბრძანა, მოეკლათ ტობი. ტობის შეეშინდა და გაიქცა სხვა ქვეყანაში, მისი ქონება სულ წაიღ-წამოიღეს. მალე სენაქერიმი მოკლეს და მისი შვილი ასარდინი გამეფდა. მან შეიწყალა ტობი და დაბრუნების ნება მისცა.

ტობი დაბრუნდა ნინევიაში და მაინც არ მოიშალა თავისი კეთილი საქმე. ის მკვდრებს მარხავდა ხოლმე და მეზობლები დასცინოდნენ: მაგის გულისთვის იყო დამალულიო და მაინც არ მოიშალა მკვდრების მალვით მარხვაო.

ერთხელ ტობიმ სადილი მოამზადა და თავისი შვილი ტობია გაგზავნა ღარიბი ხალხის სადილზე მოსაწვევად. ტობიამ, ბევრი სიარულის, ვერავინ ნახა და მამას ამბავი მოუტანა, რომ გზაზედ ერთი მათი ტომის კაცი მკვდარი გდია.

გაიგო თუ არა ტობიმ, დღესასწაული და სიხარული დარდად გადაექცა; წავიდა, მოიტანა მკვდარი შინ და საღამო ხანზედ ჩუმად დამარხა.

დამარხვის შემდეგ ტობი სახლში არ შევიდა და გარეთ ტახტზე წამოწვა. ამ დროს მაღლიდან ჩამოვარდა ფრინველის უწმინდურება (სკინტლი), ზედ თვალებზე დაეცა და თვალი დაუშავდა. ამას გარდა, ტობი თავისი ცოლის, ანნას ყვედრებას ვეღარ აუდიოდა. ის დადიოდა ხოლმე მატყლის სართველად სხვასთან, რომ თავი ერჩინათ. ერთხელ ფასიც მისცეს და ციკანიც.

გაიგო ციკნის ბღავილი ტობიმ და უთხრა: ხომ არ მოგიპარავს სადმეო? თუ მოიპარე, წაიყვანე და ისევ პატრონს მიეციო. მაშინ ტობის ცოლი ანნა ძალიან გაჯავრდა და უთხრა ქმარს: შენი კეთილი საქმისათვის რა მიიღე? ასე მოგივა შენ! ტობიმ იტირა ბევრი სიმწუხარისაგან და სთხოვა ღმერთს, მოეკლა. მაგრამ ღმერთმა ნუგეში სცა და ხანგრძლივი და უწყინარი ცხოვრება მისცა.

სანამ ტობი მდიდრულად ცხოვრობდა, ერთ ისრაელს მისცა შესანახად ფული. ეს ისრაელი, იმჟამად ძალიან შორს იყო და ეხლა მოაგონდა ის ფულები; დაუძახა თავის შვილს, ტობიას, და უთხრა, რომ ეშოვნა მგზავრი, წასულიყო და გამოერთმია იმ კაცისათვის ის ფულები.

ტობია წავიდა, იშოვა ერთი იქ წამსვლელი მგზავრი და მოიყვანა დედ-მამასთან. ტობიმ დალოცა შვილი თავის მგზავრით, რომ კეთილად ემგზავრათ და კეთილი ანგელოზი შეხვედროდათ.

ტობის ცოლი ანნა კი ჯავრობდა და ეუბნებოდა ქმარს: ფული რად გვინდა, თუ შვილი არ გვეყოლება? ჩვენი სიცოცხლე მაგაზედ არის დამყარებული. მაგრამ ტობიმ დააშოშმინა და უთხრა, შვილი მშვიდობით დაბრუნდება, ფიქრი ნუ გაქვსო.

მოგზაურები წავიდნენ და მათ გაჰყვა პატარა ძაღლიც. იმ საღამოს მივიდნენ ერთ დიდ წყალთან და ღამე იმ წყლის ნაპირას დადგნენ. მივიდა ტობია წყალთან დასაბანად და ამ დროს გამოვიდა წყლიდან ერთი დიდი ყბადაღებული თევზი. იმისმა ამხანაგმა უთხრა: დაიჭირე და გამოიყვანეო.

ტობიამ დაიჭირა ის თევზი და იმათ იმ ღამეს შეწვეს და ჭამეს; ტობიას ამხანაგმა კი უთხრა, შეენახა თევზის ნაღველი. მეორე დღეს ისინი მივიდნენ იმ ქალაქში და ამხანაგმა უთხრა ტობიას: შენს ნათესავთან დავდგეთო ამაღამ, იმას ერთი ლამაზი და ჭკვიანი ქალი ჰყავს და იმას შეგრთავო.

ტობია დაეთანხმა. მივიდნენ ისინი იმ ისრაელთან და მასპინძლები ძალიან კეთილი გულით დახვდნენ. ტობიას ამხანაგმა ლაპარაკი ჩამოუგდო სახლის პატრონს, რომ მიეცა თავისი ქალი ტობიასათვის. სახლის პატრონს ძალიან ეამა ეს გულში და როცა გაიგო, რომ ტობია ტობის შვილი ყოფილა, მაშინ უფრო მომეტებულად გაიხარეს და პატივი სცეს.

მამამ თავისი ქალი სარა დალოცა და ამნაირად ქორწილიც მოხერხდა. რომ არ დაგვიანებოდათ, ტობიამ უთხრა თავის ამხანაგს მოვალესთან წასვლა. მაშინ ის კაცი დაიბარეს, ფულიც გამოართვეს და ქორწილზეც აწვიეს.

ტობია ძალიან ჩქარობდა შინ წასვლას, რომ გაეხარებინა თავისი მოხუცი დედ-მამა: სარას მშობლებმა სიხარულით გაუშვეს ისინი და თანაც დალოცეს სარა, რომ თავისი ქმრის და დედამთილ-მამამთილის მორჩილი ყოფილიყო და ბევრი ქონებაც გაატანეს.

ამხანაგმა უთხრა ტობიას, რომ თევზის ნაღველი შეენახა და სახლში რომ მივიდოდნენ, თვალზე მოესვა მამისათვის.

ტობიას დედ-მამა დღეებს ითვლიდა, როდის დაუბრუნდებოდათ შვილი. მომეტებულად დედა დარდობდა, აყვედრიდა თავის ქმარს და ეუბნებოდა: შვილი დავკარგრ; ქმარი კი ანუგეშებდა, ჩვენი შვილი მშვიდობით მოვაო. მაშინ ცოლმა უთხრა: არა, არა, ნუ მატყუებ, ჩემი შვილი დაღუპულია.

ტობის ცოლი, ანნა, ხშირად ჭიშკართან დაჯდებოდა ხოლმე და იყურებოდა გზისაკენ. ერთ საღამოს გაიხედა და დაინახა თავისი შვილი ტობია, ამხანაგით. ტობიამ ცოლი უკან დატოვა და თვით წინ წამოვიდა.

მოვიდა ტობია თუ არა კარებთან, დედა მოეხვია შვილს, დაჰკოცნა და სიხარულისაგან ტირილი დაიწყო. გაიქცა მაშინვე ქმართან და ახარა შვილის მოსვლა.

ტობი გამოვიდა გარეთ, მაგრამ კარებში წაიქცა და ტობიამ ხელი შეაშველა, მოუსვა თევზის ნაღველი და თვალები აეხილა მამას. ტობი მოეხვია თავის ტობიას და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ მშვიდობით მაჩვენე შვილიო.

ახლა ტობიას ცოლს სარას მიეგებნენ. მას უკან ტობიას ქორწილი გადაუხადეს და ბევრი ნათესაობა და მეზობლები მიიწვიეს. ახლა უნდა დაესაჩუქრებინათ ტობიას მეგზური.

მივიდა ტობია მამასთან და უთხრა: მამავ! ამ კაცმა გადამარჩინა და მშვიდობით მომიყვანა შინ, ცოლიც, ფულიც და ქონებაც სულ ამან მიშოვა და არ იქნება მეტი, რომ ნახევარი ამ ქონებისა, რაც იქიდან მოვიტანე, ამას მივცეთ.

ტობი დათანხმდა შვილს, დაუძახეს და უთხრეს, რომ წაეღო ქონება, რაც ერგებოდა. ტობიას ამხანაგმა უთხრა: თქვენ მარტო ღმერთი ადიდეთ და პატივი ეცით მას. მოწყალე იყავით ღარიბ ხალხთან, ნუ დაივიწყებთ ღმერთს: თქვენ რომ კეთილ საქმეს შვრებოდით, როცა მარხავდით მკვდრებს, მე თქვენთან ვიყავი.

მე ვარ რაფაელი, ერთი იმ ანგელოზთაგანი, რომელთაც წმინდა კაცების ლოცვა მიაქვთ უფალთან; მე უფალმა გამომგზავნა და იმასთან მივალ.

ტობი და ტობია პირქვე დაეცნენ. ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინიათ, ღმერთი ყოველთვის ადიდეთ და მაშინვე გაჰქრა.

ტობიმ ყველას უამბო ეს ამბავი და წიგნიც დაწერა ამის შესახებ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ