მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 864 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იუდევლებს ეწვიათ უბედურება და იწყეს მონანიება და ამბობდნენ: რატომ წინასწამეტყველების დარიგებას და შთაგონებას არ ვუგონებდითო, რატომ ყურს არ ვუგდებდით იმათ მუქარას?

როდესაც ხელს იღებდნენ ხოლმე უწინდებურ უწმინდურობაზე და შეცდომაზედ, მაშინ უფალიც უმსუბუქებდა უბედურებას და მტრების წინააღმდეგ შემწეობას აძლევდათ.

ამისთანა მოწყალება მან გამოუცხადა წინასწარმეტყველ დანიელს და მის ამხანაგებს: ანანიას, მიქაელს და აზარიას. ბაბილონელთა მეფემ ბრძანა, რომ მოეყვანათ ტყვეობაში მყოფი ისრაელთა მეფის შთამომავლები. ამ ამორჩეულ ყმაწვილებს შორის იყვნენ დანიელი, ანანია, მიქაელი და აზარია.

საჭმელი ეძლეოდათ ხელმწიფის სუფრიდან, მაგრამ მოსეს რჯული უკრძალავდა მათ ზოგიერთი საჭმელების ჭამას. ხელმწიფის სუფრაზე კი მრავალი იყო ამგვარი საჭმელი. ამიტომ დანიელმა და მისმა ამხანაგებმა ხელმწიფის მიერ მიჩენილ კაცს სთხოვეს, რომ არ ეჭმია ის საჭმელები, რომლებიც ეკრძალებოდათ მოსეს რჯულით.

ხელმწიფის კაცს ეშინოდა, ვაითუ ცარიელი პური და მწვანილი რომ ვაჭამოთ, გახდნენ ყმაწვილები და ხელმწიფე გამიჯავრდესო. როგორც იყო, მაინც დააჯერეს დანიელმა და მისმა ამხანაგებმა, რომ არ გავხდებითო. მართლაც სცადეს და არამც თუ გახდნენ, უფრო გამშვენიერდნენ და თავის ამხანაგებს დაემჯობინენ.

მოსეს სჯულის დაცვის გამო ღმერთმა დანიელი და მისი ამხანაგები: ანანია, აზარია და მიქაელი დაასაჩუქრა ყოველგვარი სიბრძნით. ასე რომ, სხვა თავის ამხანაგებს სჯობნიდნენ სწავლაში. ხშირად ხელმწიფე თვითონ გამოსცდიდა ხოლმე სწავლაში დანიელს და მის სამ ამხანაგს და უკვირდა მათი გონიერება.

ღმერთმა დანიელი უფრო მეტად შეიყვარა მისი რჯულის ერთგულებისათვის და გარდა გონებისა, ის დაასაჩუქრა წინასწარმეტყველების ნიჭით. ნაბუქოდონორმა შენიშნა ამისთანა ნიჭი დანიელისა და უფრო დაიახლოვა და მისი თხოვნით ანანია, მიქაელი და აზარია ბაბილონის უფროსებად დააყენა.

უფალმა ამისთანა ბედი იმიტომ არგუნა მათ, რომ ეშველათ თავისი დატყვევებული ხალხისათვის - ისრაელთათვის და მათი ენით ადიდა თავი თვისი უსჯულო ბაბილოვნელთა შორის და აჩვენა მათ, რომ მარტო ის არის ერთი ჭეშმარიტი დ ყოვლად შემძლებელი ღმერთი.

ერთხელ მეფე ნაბუქოდონოსორმა ჩამოასხმევინა ოქროს კერპი, დადგა ბაბილონის ახლოს მინდორზე, შეკრიბა ყველა თავისი ქვეშერდომი და უბრძანა, ელოცათ მის წინაშე. ამასთანავე ბრძანა, ვინც ზეიმზე მის წინ მუხლს არ მოიდრეკდა და თაყვანს არ სცემდა კერპს, ცეცხლით დაიწვებოდა.

დაუკრეს თუ არა სარიტუალო მუსიკა, ანანიას, აზარიას და მიქაელის გარდა, ყველამ მუხლის მოდრეკით თაყვანი სცა იმ კერპს; მაშინვე ხელმწიფეს მიუტანეს ანანიას, აზარიას და მიქაელის ამბავი (დანიელი იქ არ იყო). ხელმწიფე გაჯავრდა და მოიხმო ისინი თავისთან და უთხრა: რატომ არ ეცით თაყვანი კერპს? თუ თაყვანს არა სცემთ მას, ცეცხლში ჩაგყრით.

მათ მოახსენეს: ჩვენი ღმერთი ძლიერია, თუნდაც ჩაგვყარო, მაინც დაგვიფარავსო. მაშინ ხელმწიფემ ბრძანა, შვიდჯერ უფრო ძლიერ აღენთოთ ცეცხლი და შიგ ჩაეყარათ სამივენი. მართლაც ასე მოიქცნენ.

ამ დროს ნაბუქოდონოსორიც იქ იყო. მივიდა ახლოს ცეცხლთან და ნახა, რომ სამის მაგიერ ოთხნი იყვნენ, მეფემ ჰკითხა მსახურებს: ჩვენ სამნი ჩავყარეთ და მეოთხე ვიღააო? მეფის ბრძანებით ცეცხლი ჩაყრილები გამოიყვანეს და ნახეს, რომ ტანისამოსიც კი არ დაწვოდათ, თმებიც კი არ შეტრუსოდათ.

ნაბუქოდონოსორმა ნახა თუ არა ეს ამბავი, ადიდა ის ღმერთი, რომელმაც ისინი დაიფარა ცეცხლისაგან და გასცა ბრძანება: ვინც გაბედავს ცუდს რამეს ლაპარაკს იმ ღმერთზედ, რომელსაც ანანია, აზარია და მიქაელი ემსახურებიან, სიკვდილით დაისჯებაო.

ამის შემდეგ მეფემ ისევ ის თანამდებობა მისცა მათ, რაც უწინ ეჭირათ. მალე ბაბილონელთა სამეფო დაიპყრეს სპარსელებმა. დანიელმა მათ დროს უფრო დიდი გავლენა მიიღო.

მეფე დარიოსმა დაიჭირა თუ არა ბაბილონელთა სამეფო, დანიელი პირველი სამეფოს უფროსად დააყენა. ამისათვის ყველამ საშინლად მოიძულა დანიელი და ცდილობდნენ, როგორმე ხელმწიფის წინაშე დამნაშავედ გმოეყვანათ.

ბევრს ეცადნენ, ბევრი იშრომეს, მაგრამ ვერა მოუხერხეს რა. ბოლოს მოიგონეს ერთი სივერაგე. მივიდნენ გამოჩენილი კაცები და მეფეს მოახსენეს, რომ გამოეცა ბრძანება, რომლის ძალითაც ნება არავის ექნებოდა, ეთხოვა რამე თავის ღმერთისთვის; უნდა ელოცათ ერთი თვის განმავლობაში და მხოლოდ ხელმწიფესთან მისულიყვნენ სათხოვნელად.

ვინც ამას არ აასრულებდა, ის ჩაეგდოთ ლომებით სავსე ხაროში. ხელმწიფემაც ხელი მოაწერა ამგვარ ბრძანებას. რასაკვირველია, დანიელი ამას არ იზამდა და არასოდეს არ მოიშლიდა დღეში სამჯერ ღვთის ლოცვას და ვედრებას.

გამოჩენილმა კაცებმა მიუტანეს ხელმწიფეს ამბავი, რომ დანიელმა არ მოიშალა ღვთის ლოცვაო. მეფეს დანიელი თუმც კი უყვარდა და ებრალებოდა, მაგრამ მაინც ბრძანა, ჩაეგდოთ ის ლომებით სავსე ხაროში. დანიელი ჩააგდეს და მეფის ბეჭდით დაბეჭდეს ქვის სარქველი ხაროსი.

მეორე დღეს მივიდა დარიოსი და ჩასძახა დანიელს, გადაგარჩინა შენმა ღმერთმა თუ არა? მეფევ, მე ცოცხალი ვარ და ტყუილად დამსაჯეთ, ჩემმა ღმერთმა ანგელოზი ჩამომიგზავნა და მით დამიფარაო, - უთხრა დანიელმა მეფეს.

მაშინვე ხელმწიფის ბრძანებით, ამოიყვანეს დანიელი ხაროდან უვნებელი. ნახა რა დანიელის ღმერთის ყოვლისშემძლეობა დარიოსმა, ისევ დაიახლოვა თავისთან და ის ადგილი მისცა რაც უწინ ეჭირა. მისი მოწინააღმდეგე კაცები კი იმ ხაროში ჩაყარა და ლომებს შეაჭამა.

როცა ხელმწიფემ დაინახა ამისთან ჭეშმარიტი ღვთის ძალა, გამოსცა ბრძანება, ყველას თაყვანი ეცა და ელოცა ის ღმერთი, რომელსაც დანიელი ემსახურებოდა, იმიტომ, რომ ის ღმერთი არისო უკვდავი, მფლობელი მთელი ქვეყნიერებისა და შემძლებელი დიდი სასწაულებისა.

ისრაელთ და სხვა ხალხების სანუგეშოდ, რომელნიც ელოდნენ მაცხოვარს, ღმერთმა დანიელის პირით გამოაცხადა, რომ სანამ მაცხოვარი მოვა, ცოტა დრო არის დარჩენილი, სულ 490 წელიწადი და მაცხოვარი ხალხის ცოდვის გულისათვის მოკლული და წვალებული იქნებაო.

იმის მოსვლამდის ისრაელნი ტყვეობიდან დაბრუნდებიან და იერუსალიმს მეორედ ააშენებენო. ყოველივე ეს დანიელის პირით გაიგეს როგორც ბაბილონელმა სწავლულებმა, ისევე სხვა წარმართმა ხალხებმაც.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ