მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 686 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ზოგიერთი წინასწარმეტყველნი უფლის შეგონებებს ასწავლიდნენ ხალხს, როგორც ზეპირი ქადაგებებით, აგრეთვე წიგნებითაც. ამისთანა წინასწარმეტყველთა წიგნები სული წმინდის შთაგონებით არიან დაწერილნი და ეკუთვნიან იმ წიგნების რიცხვს, რომელთაც ჩვენ ვეძახით “საღმრთო წერილს” ანუ “ღვთის სიტყვას”.

ამგვარ წინასწარმეტყველებებში მეტად შესანიშნავია წინასწარმეტყველი ესაია. როგორ მოუწოდა უფალმა ესაიას და როგორ დააყენა ის წინასწარმეტყველად, ყველა ამ ამბებს მოგვითხრობს თვითონ ესაია თავის წიგნში ამგვარად:

ერთხელ ვიხილე მე უფალი, როგორც დიდი და დიდებული მეფე; ის იჯდა ციურ ტაძარში სამეფო ტახტზედ, სამეფო ტანისამოსში, მის წინ იდგნენ სერაფიმნი, თითოსა ჰქონდა ექვს-ექვსი ფრთა: ორით პირისახეს იფარავდნენ, ორით - ფეხებს და ორით ფრინავდნენ, ყოველი მათგანი მორიგეობით გალობდა მაღალი ხმით: წმიდა არს, წმიდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ქვეყანა დიდებითა მისითა (ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაზედ ყველაფერზედ სჩანს ღვთის დიდება, ე. ი. ყოვლადშემძლეობა, სიკეთე, სიბრძნე ღვთისა, ყველგან ის ღირსია დიდებისა).

სერაფიმთა ხმისაგან ღვთის ტაძრის სვეტები ირხეოდნენ. მაშინ მე ვთქვი: ოჰ, მე საწყალი! უწმინდური კაცი ვარ, ვცხოვრობ ცოდვიან ხალხში და ეხლა ჩემის თვალით ვხედავ უფალსა. ამ დროს მოირბინ ჩემთან ერთმა სერაფიმმა, რომელსაც ხელში ნაკვერჩხალი ეჭირა. იმ ნაკვერჩხლით ჩემს ბაგეებს შეეხო და სთქვა: უფალი გაშორებს უწმინდურებას, გპატიებს შენს ცოდვებს.

შემდეგ ამისა მე გავიგონე, რომ ღმერთი ამბობდა: ვინ გავაგზავნო იმ ხალხთან (იუდევლებთან); ვინ წავა მათთან ჩემის გულისათვის? მაშინ მე ვუთხარი: მე მზადა ვარ წავიდე, გამგზავნე! უფალმა მიბრძანა, წავსულიყავი და მეთქვა მათთვის, რომ ისინი გულგრილი ხალხნი არიან, მათი სული გაქვავებულია; ისინი იხედებიან და ვერ ხედავენ, ისმენენ და არ ესმით, რასაც უფალი ეუბნება მათ და აკეთებს მათთვის; არა სურთ მიმართონ უფალსა და მიიღონ მისგან მოწყალება.

მაშინ მე ვკითხე: უფალო! დიდხანს იქნებიან ისინი ამისთანა კერპნი? უფალმა მითხრა: იქამდე იქნებიან ისინი ამნაირნი, სანამ იმათი ქალაქები არ აოხრდებიან და უდაბნოდ არ იქცევიან. ამის შემდეგ ესაია გულმხურვალედ ემსახურებოდა უფალსა თავისი ხელობით.

როგორც ღმერთი უბრძანებდა ხოლმე, ისე მტკიცედ და უშიშრად მთელს ხალხს ამხელდა მათს უსამართლობაში და უსჯულოებაში და მაღალსაც და მდაბალსაც ევედრებოდა, მოქცეულიყვნენ და წინდაწინ აფრთხილებდა, რა უბედურებაც მოეწეოდა იუდეველთა სამეფოს უსჯულოების გამო.

ღვთისმოყვარულ ხალხს ნუგეშად კი წინასწარმეტყველი ეუბნებოდა, რომ უფალი დასჯის თუ არა უსჯულოებას, მაინც კიდევ შეიწყალებს თავის ხალხს, თუ ისინი თავიანთ ცოდვებს მოინანიებენ, დააბრუნებს ტყვეობიდან და კიდევ მისცემს კეთილმდგომარეობას.

ესაია წინასწარმეტყველის ენით უფალი უგზავნიდა თავის მოწყალებას და გასაკვირველ შემწეობას აძლევდა ერის ღვთისმოყვარულ იუდეველთა მეფეს, ეზეკიას, - მთელი ქვეყნის და სხვა ხალხის მეფეების სამაგალითოდ.

იუდეველთა სამეფო დაიპყრეს მოძალადეებმა. ასურასტანელთა მეფე სენაქერიმი მიმართავდა იუდეველთ: ნუ იმედოვნებთ თქვენ ღმერთზე, ნუ უჯერებთ ეზეკიელსა, რომ გეუბნებათ, ვითომც ღმერთი დაგიფარავთ თქვენ, სხვა ხალხებიც ვერ დაიფარეს ღმერთებმა ჩვენი ხელიდან, განა თქვენი ღმერთი დაგიხსნით ჩვენგან?

ეზეკია განარისხეს ამ თავხედურმა სიტყვებმა ღვთის წინააღმდეგ, ის წავიდა ტაძარში და ითხოვა ღვთისგან შემწეობა. ამ დროს ღვთის ბრძანებით ესაია წინასწარმეტყველმა შეუთვალა ეზეკიას, რომ უფალი მტრებს არ მიუშვებს, რომ დაიპყრონ იერუსალიმი და გარეკავს მათ ისევ იმ გზით, რომლითაც მოვიდნენ.

წინასწარმეტყველის სიტყვა მართლაც ასრულდა. მტრების მეფემ მოულოდნელად გაიგო თავისი ქვეყნის ცუდი მდგომარეობა და საჩქაროდ გაიქცა, გზაზედ ბევრი მეომარი დაეხოცა უეცარი სიკვდილით. ამნაირად, ღმერთმა უჩვენა იუდეველებს, რომ თუ ისინი შესთხოვენ მას წმინდა გულით, ის დაიფარავს მათ ყოველგვარი უბედურებისაგან.

შემდეგ ეზეკია ძალიან ავად გახდა. წინასწარმეტყველი ესაია მივიდა მასთან და უთხრა, რომ მომზადებულიყო სიკვდილისათვის. ეზეკიამ ცხარე ცრემლით დაიწყო ტირილი და ევედრებოდა ღმერთსა: უფალო, მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც შენ გინდოდა! უფალმა შეიწყალა ეზეკია და ესაიას პირით უთხრა: ღმერთი ხედავს შენს ცრემლებს, გაძლევს შენ დღეგრძელობას და გიმატებს კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლეს. ნიშნად ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებისა ამ შენს მზის საათზედ ჩრდილი უკან ათს მუხლს დაიწევს.

როგორც სთქვა ესაიამ, ისე მოხდა. წინასწარმეტყველმა უბრძანა მეფისათვის მტკივნეულ ადგილებზე ლეღვი დაედოთ. დაადეს თუ არა ლეღვი, ხელმწიფე მორჩა და მესამე დღეს ტაძარში მადლობა შესწირა უფალს მორჩენისათვის.

ეზეკიას სიკვდილის შემდეგ, მისი უწმინდური შვილი, მანასე, არ უსმენდა ესაიას, როდესაც ის წინასწარმეტყველთა თვალწინ ამხელდა მას ბიწიერებაში და წინასწარ აფრთხილებდა, ამ ბიწიერებისათვის ღმერთი დაგსჯისო, მანასემ უბრძანა დაესაჯათ წინასწარმეტყველი საშინელი სიკვდილით: ცოცხლად შუაზე გაეხერხათ.

შემდეგ მანასე ღმერთმა საშინლად დასაჯა. ის ტყვედ ჩაიგდეს ასურასტანელებმა, ბაბილონში ბორკილდადებული წაიყვანეს და საპყრობილეში ჩასვეს. მაშინ მანასემ მოინანია ყველა ცოდვა და ღმერთმაც შეიწყალა ის; მანასე გამოუშვეს საპყრობილედან და ისევ ხელმწიფედ დადგა.

წინასწარმეტყველები მაცხოვარზედ ხალხს ბევრ რასმეს ეუბნებოდნენ. მომეტებულად კი წინასწარმეტყველი ესაია ქადაგებთა მაცხოვრის - მხსნელის მოსვლას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ