მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 726 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იუდეველთა სამეფოს ადვილად შეეძლო დაეცვა ერთგულება ღვთისა. აქ იყო დარჩენილი მთელი საღმრთო საგნები, რომლებიც ხალხს ყოველ ჟამს აგონებდნენ ღმერთს, წარსულში მის მფარველობას და მზრუნველობას.

ამ სამეფოს მცხოვრებლებს თვალწინ ედგათ უმშვენიერესი ტაძარი სოლომონისა - ბრწყინვალე და წმინდა სახლი ჭეშმარიტი ღვთის მსახურებისა.

მასში ესვენა სჯულის კიდობანი, რომელიც ცხადად აგონებდა მათ ღვთის სჯულს. აქვე იყო ძველი კარავი კრებულისა, მოწამე მრავალი სიკეთისა და საკვირველი საქმისა, რომელნიც უფალმა უყო ისრაელთ ეგვიპტიდან გამოსვლის დროს და ჟამს უდაბნოში მოგზაურობისა.

მაგრამ, საუბედუროდ, ამდენმა წმინდა სახსოვარმა ღვთისამ ხალხი ვერ დაიფარა უსჯულოებისგან. იგი არ დარჩა ერთგული ღვთისა და მიჰყო ხელი წარმართობას. ეს მოხდა იმიტომ, რომ ორად გაყოფამ ისრაელის ერი მარტო ღონით და შეძლებით არ დასცა ძირსა; ამ განცალკევებამ იგი დაბლა დასწია ჭკუითაც; შეუმცირა და დაასუსტა თვით გნებაცა;

ხალხის დაცემულ გონებას მაღალი, უხილავი ღმერთის წარმოდგენა ეძნელებოდა და უადვილდებოდა სამსახური და თაყვანისცემა კერპებისა, რომელთაც იგი თვალითა ხედავდა. აი, რისთვის აქაც ჭეშმარიტი ღმერთი თანდათან დავიწყებას მისცეს და ჩაიფლნენ კერპთთაყვანისცემაში.

უსჯულოება ხალხისა იქმდის მივიდა, რომ თვით უფლის ტაძარს ხშირად ბილწავდნენ კერპების დადგმით და მათი თაყვანისცემით.

ზოგიერთი მეფენი ცდილობდნენ ეს საძაგელი უსჯულოება მოესპოთ თავის სახელმწიფოში; ჰგზავნიდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლებს ხალხში, ჰყრიდნენ კერპებს იერუსალიმის ტაძრიდან და მართავდნენ სჯულიერ ღვთისმსახურებას.

მაგრამ, საუბედუროდ, ამისთანა კეთილმსახურნი მეფენი ძალიან ცოტანი იყვნენ. რამდენიმე ასი წლის განმავლობაში სულ სამი მეფე გამოდგა ღვთისნიერი; ესენი იყვნენ იოსაფატი, ეზეკია და იოსია. სხვა მეფენი კი ყველანი წარმართობაში იყვნენ ჩაფლულნი და ხელს უმართავდნენ კერპთთაყვანისმცემლობას ხალხში.

როგორც ისრაელის სამეფოში, ისე აქაც, ღმერთი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ ხალხი და მეფენი მოერჯულებინა, სწორე გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ტყუილად, ესენი ვერ მოაშორა უგუნურებას, გარყვნილებას და უსჯულოებას.

მაშინ უფალმა გადაწყვიტა იმედი ამ ხალხის მოქცევისა, აიღო მასზედ ხელი და მისცა მტრებს.

ბაბილონის მეფე, სახელად ნაბუქოდონოსორი, თავისი ჯარით შემოესია იუდეველთა სამეფოს, დაარბია, გააოხრა ქალაქები და სოფლები, სოლომონის ტაძარი სრულიად დაწვა, მისი ძვირფასი საღმრთო ნივთეულობა თან წაიღო და ხალხიც ტყვედ წაასხა ბაბილონში დასასახლებლად;

მხოლოდ მცირეოდენნი მცხოვრებნი გადაურჩნენ დახოცვას და ტყვეობას, მაგრამ ამათაც ვეღარ გასძლეს თავის აოხებულ და ატიალებულ ქვეყანაში და აქეთ-იქით უცხო ქვეყნებში დაიქსაქსნენ.

ასე სასტიკად დაისაჯა იუდეველთა სამეფო უსჯულოების და გარყვნილების გამო.

წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველნი იყვნენ შუამავალნი ღმერთსა და ხალხს შორის. ისინი უქადაგებდნენ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სათნო ცხოვრებას, კეთილმსახურებას; არიდებდნენ ცუდ საქმეებს და უცხადებდნენ ნებას ღვთისას.

ამ წმინდა თანამდებობისათვის უფალი ირჩევდა იმისთანა პირთ, რომელთაც მტკიცედ სწამდათ იგი, ჰქონდათ წმინდა, უმანკო საქციელი და მხურვალე გულით უყვარდათ ღმერთი.

თვით უფალი შთაგონებდა წინასწარმეტყველებს, რა და როგორ ესწავლებინათ ხალხისათვის და რა უნდა გამოეცხადებინათ მისთვის.

წინასწარმეტყველნი ხალხს ცხადად უმტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ ელჩები ღვთისა და ქადაგებდნენ სული წმინდით ჩაგონებულს და არა თავის მოგონილსა.

ყოველი მათი სიტყვა სრულდებოდა, მათგან მომავალზედ ნათქვამი მუდამ აცხადდბოდა ხოლმე; თავისი ლოცვით იმისთანა საკვირველს საქმეებს ახდენდნენ, რომელნიც მარტო ღვთისთვის არის შესაძლები, და არა კაცისათვის.

საკვირველ თავგანწირვას იჩენდნენ წინასწარმეტყველნი. მათ თავისი თავი სრულიად დავიწყებული ჰქონდათ. იმათ არ ებადათ არც ბინა საკუთარი და არც სარჩო-საცხოვრებელი, ხშირად ითმენდნენ სიცივესაც და შიმშილსაც, მაგრამ გასაჭირს არაფრად აგდებდნენ.

ღვთისმოყვარეობა და კაცთმოყვარეობა იყო უპირველესი საგანი მათი მზრუნველობისა. თავისი ხალხის გაუმჯობესებას, მათ ამაღლებას გონებით და ზნეობით და მის ბედნიერებას სწირავდნენ ისინი ყველაფერს.

ყოველი მათი წუთი ეკუთვნოდა ხალხზედ მზრუნველობას, ყოველი მათი ნაბიჯი გადადგმული იყო ხალხის ამაღლებისათვის, თავის თავისთვის ისინი იყვნენ მკვდრები, ცოცხლობდნენ და მოქმედებდნენ მხოლოდ ხალხის სიკეთისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის.

მათ არ ჰქონდათ საკუთარი დარდი და სიხარული, მათი დარდი და სიხარული იყო მხოლოდ ხალხი. ხალხის გონებით და ზნეობით დაცემა ავსებდა მათ გულს ვარამით, მისი ამაღლება და დიდება აძლევდა მათ სიხარულს.

კიდეც ამ მხურვალე სიყვარულის გულისათვის მამულისადმი და ხალხისადმი იახლოებდა მათ ღმერთი და ირჩევდა თავის კაცებად.

არავითარ ღონისძიებას არ ზოგავდნენ წინასწარმეტყველნი თავის ხალხის ამაღლებიათვის. ისინი მუდამ დადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, ქადაგებდნენ და ცდილობდნენ გაენათლებინათ ხალხის გონება ჭეშმარიტი სწავლით, რომ ეჩვენებინათ ხალხისათვის სარგებლობა ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულებისა.

წინასწარმეტყველნი მისთვის ხშირად გამოსთხოვდნენ ხოლმე უფალს სხვადასხვა წყალობასა.

როცა ხალხი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა უბედურების გამო, წინასწარმეტყველნი ამხნევებდნენ მას და უწინასწარმეტყველებდნენ მაცხოვრის მოსვლას, რომელსაც უნდა გამოეხსნა ისრაელის ერი ყოველგვარი ტანჯვისაგან და აემაღლებინა იგი როდესაც ხალხი, წინააღმდეგ წინასწარმეტყველთა ქადაგებისა, ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს და მისდევდა კერპთთაყვანისმცემლობას, ისინი უქადაგებდნენ მას ღვთის რისხვას და მძიმე სასჯელს და ცდილობდნენ შიშით ემოქმედათ ხალხზედ და მოერჯულებინათ იგი;

როდესაც ხალხს უსჯულოების და გარყვნილობის გამო სასჯელი მიადგებოდა ხოლმე და სინანულში შეიყვანდა, წინასწარმეტყველნი თავის ლოცვით და შუამდგომლობით უფლის წინაშე აცილებდნენ მას თავიდან სასჯელს და აშორებდნენ უბედურებას...

ერთი სიტყვით, წინასწარმეტყველნი ზრუნავდნენ თავის ხალხზედ, ისე, როგორც მოსიყვარულე დედა ზრუნავს თავის ძვირფას შვილებზედ.

ესენი იყვნენ აგრეთვე ხალხის მოსარჩლენი მეფეთა წინაშე. იმ მეფეებს, რომლებიც ხალხს ამდაბლებდნენ და რყვნიდნენ კერპთთაყვანისმცემლობით, ხშირად გამოეცხადდებოდნენ ხოლმე განრისხებული წინასწარმეტყველნი, დაურიდებლად ამხელდნენ მათ უსჯულოებას და უქადოდნენ სასჯელს ღვთისას.

წინასწრმეტყველთ მეფენი ამისთანა პირდაპირობისათვის სტანჯავდნენ, ჰყრიდნენ საპყრობილეებში, ზოგს კიდევაც ჰკლავდნენ; მაგრამ ამით ისინი ვერ აშინებდნენ მათ.

ტანჯვაში და სიკვდილის დროს წინასწარეტყველთ ანუგეშებდათ და ამხნევებდათ ის ნათელი აზრი, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მათ შესწირეს ღვთისა და ერის ერთგულებას.

ეს საკვირველნი პირნი უმეტეს ნაწილად იყვნენ მდაბიო, უბრალო ხალხის შვილები და ამიტომაც იჩენდნენ ასეთ მხურვალე სიყვარულს ხალხისას.

მათ შორის ერივნენ მეფის შთამომავალნიც, მაგრამ მათი რიცხვი უფრო მცირე იყო. წ

ინასწარმეტყველნი უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ისრაელი ორ სახელმწიფოდ გაყოფის შემდეგ, რადგანაც ამ დროს ხალხს წარმართობა მოერია და უფრო საჭიროებდა წინასწარმეტყველთა ქადაგებას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ