მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 847 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იერობუამი მანამ მეფობას მიიღებდა, იყო უბრალო კაცი, რომელსაც სოლომონმა ჩააბარა მშენებელთა ზედამხედველობა. ამისთანა კაცს დიდი მადლიერება მართებდა უფლისა, რომელმაც მას მიანიჭა ასეთი დიდი პატივი, მაგრამ იერობუამი გამოდაგა ცუდი, უმადური კაცი და ავი მეფე.

გამეფების შემდეგ მან მაშინვე ზურგი შეაქცია უფალს და თავისი ხალხიც გადაიბირა. იერობუამი ასე ფიქრობდა: მთელს ჩვენ ქვეყანაში მარტო ერთი იერუსალიმის ტაძარია; ჩემი ხალხი რომ დარჩეს ერთგული თავისი სარწმუნოებისა, სალოცავად ისევ იერუსალიმის ტაძარში უნდა იაროს, იქ შეიძლება დაუახლოვდეს, დაუმეგობრდეს იუდევლებს, შეუორგულდეს და ხელმეორედ რობუამის ქვეშერდომობა მოინდომოს. ამიტომ საჭიროა, რომ ჩემ ხალხს დავავიწყო მისი ღმერთი და იერუსალიმის ტაძარი და შევაჩვიო იგი წარმართ სარწმუნოებას.

ასე იფიქრა და ასეც მოიქცა: იერობუამმა ჩამოასხმევინა ორი ხბოს ქანდაკება, ერთი თავის თავის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში დაადგმევინა, მეორე - დასავლეთ ნაწილში და გამოუცხადა ხალხსა: ახლა იერუსალიმში სიარული თქვენთვის საჭირო აღარ არის; აი, აქვე გყვანან თქვენ ღმერთი, რომელთაც გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან; ილოცეთ ესენი და თაყვანი ეცით მათ.

შემდეგ დააწესა დღეობა ამ კერპებისა, შეჰკრიბა ხალხი და ყველაზედ პირველად თვითონ შესწირა მსხვერპლი ახლად აშენებულ სამსხვერპლოს, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოცხადდა მასთან წინასწარმეტყველი, მთელი ხალხის წინაშე ამხილა იერობუამს უგნურება და უსჯულოება და ბოლოს, დასამტკიცებლად იმისა, რომ იგი ასრულებს ღვთის ბრძანებას და არა თავის ნებას, უბრძანა სამსხვერპლოს: დაიშალე ახლავ და იქეცი მტვრადა!

სამსხვერპლო მაშინვე მტვრად იქცა. გაბრაზებულმა მეფემ ხელი გაიშვირა წინასწარმეტყველისაკენ და დაიძახა: დაიჭით ეგა! მაგრამ ხელი იმწამსვე გაუშეშდა და ვეღარ დაძრა. შეშინებულმა იერობუამმა დაუწყო ხვეწნა წინასწარმეტყველს: კაცო ღვთისაო, მაპატიე დანაშაული და ილოცე ჩემთვის, რომ ისევ მომირჩეს ხელი.

წინასწარმეტყველმა სთხოვა უფალს გაშეშებული ხელის მორჩენა და ღმერთმაც აუსრულა თხოვნა: იერობუამს ხელი ისევ გაუსაღდა. მაგრამ ამის შემდეგაც იერობუამი თავის უმსგავს საქმეებს არ იშლიდა: ავრცელებდა ხალხში კერპთაყვანისმცემლობას; უშენებდა კერპებს საყდრებს და ცრუ ღმერთებს უყენებდა მღვდლებს; ვინც მის ნებაზე არ დადიოდა და ჭეშმარიტ ღმერთს არ ღალატობდა, სდევნიდა, აწვალებდა და თავის სამეფოდან აძევებდა.

საუბედუროდ, იერობუამის შემდეგი მეფენი ამაზედ კიდევ უარესნი გამოდგნენ. ამიტომ უსჯულოებამ და წარმართობამ ისრაელის სამეფოში თანდათან უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. ჭეშმარიტი ღმერთი თითქმის ყველამ დაივიწყა. მის მაგივრად თაყვანს სცემდნენ კერპებს.

ყოველ სერზედ, ყოველ ჩრდილოვანი ხის ქვეშ ისრაელთ ედგათ კერპები, მართავდნენ მათ წინაშე მსხვერპლთშეწირვებს, დღესასწაულებს და ადიდებდნენ მათ. ათი მცნება და სხვა უფლის სჯულის კანონი ხალხმა სრულიად დაივიწყა. ამიტომ ზნეობა დაეცა, გარყვნილება გავრცელდა და სხვადასხვა ბიწიერებას შეეჩვია ხალხი.

ბევრგვარი ღონისძიება იხმარა უფალმა ისრაელთა მოქცევისათვის, მაგრამ ტყუილად; მრავალმა რჩევამ, ხშირად მუქარამ წინასწამეტყველთა პირით, ბევრჯერ სასტიკმა დასჯამ ფუჭად ჩაიარა და ვეღარ მოაქცია სწორე გზაზედ წარმართობისაკენ გადაბირებული ხალხი.

მაშინ განრისხებულმა უფალმა სრულიად აიღო ხელი ისრაელის სამეფოზედ, მოაკლო მას თავის შემწეობა და მთლად ააოხრებინა მტრებს. ეს მტრები იყვნენ ასურელნი, რომელნიც წარმართები იყვნენ; ასურელნი დაეცნენ ისრაელის სამეფოს და ადვილად დაამარცხეს მისი ჯარი, რადგანაც უფალი აღარ იყო ისრაელთა შემწე.

ჯარის დამარცხების შემდეგ ისინი შეესივნენ ისრაელთა სახელმწიფოს, მრავალი ხალხი გაწყვიტეს, ქალქები, სოფლები მთლად გადაბუგეს და ააოხრეს და რაც ხალხი ცოცხალი გადაურჩათ, მოხვიეს ხელი და წაასხეს ტყვედ თავის ქვეყანაში.…

ისრაელთა ნაცვლად ასურელებმა გადმოასახლეს აქ სხვადასხვა ქვეყნიდან წარმართი ხალხი; ეს ხალხი შეერია იმ ისრაელებში, რომლებიც აქა-იქ მიმალულ ადგილებში გადაურჩნენ ტყვეობას და ცხოვრობდნენ თავის სამშობლო ქვეყანაში.

მათგან წარმოსდგნენ სამარიტელნი, რომელთაც ეს სახელი დაერქვათ იქიდან, რო სატახტო ქალაქს ისრაელის სამეფოსას იმჟამად ერქვა სამრია.

სამარიტელთ გაიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი თავის მეზობელ იუდეველთაგან, მაგრამ თავიანი კერპებიც ისევ სწამდათ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ