მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 754 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სოლომონის სიკვდილის შემდეგ ისრაელთა შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა. ამის მიზეზი იყო შემდეგი: სოლომონის მეფობის უკანასკნელ წლებში ხალხი დიდ გასაჭირში ჩავარდა;

სოლომონს გამოელია იმ დროისათვის მამისაგან დარჩენილი სიმდიდრე. რადგან მდიდრულ ცხოვრებას დიდი ხნიდან მიჩვეული იყო, ამიტომ ხალხს ხარჯი ერთი ორად მოუმატა, რომ უწინდებურად ეცხოვრა და ემოქმედნა.

ხალხს დიდი გაჭირვება დაადგა. მაგრამ რადგანაც თავისი მოხუცებული და ბრძენი მეფის წყენა არ უნდოდა, ამიტომ მოითმინა და მაშინ ხმა არ ამოიღო, ხალხმა ხარჯის შემცირებაზედ ზრუნვა გადასდო სოლომონის სიკვდილამდის.

მოკვდა თუ არა სოლომონი, ხალხისაგან ამორჩეულნი უხუცესნი მოგროვდნენ ერთ ქალაქში და სოლომონის უფროს შვილს რობუამს მოახსენეს: დიდ გაჭირვებაში ჩავარდით ამ ბოლო ხანს, ამდენი ხარჯის ძლევა აღარ შეგვიძლიან; უნდა როგორმე ტვირთი შეგვიცირო და შეგვიმსუბუქო.

მაგრამ წინდაუხედავმა რობუამმა უპასუხა: თუ მამაჩემმა დიდი ტვირთი დაგადოთ კისერზედ, მე ამ ტვირთს ერთი-ორად დაგიმძიმებთ.

ამისთანა უდიერი სიტყვებით რობუამს თავის ჭკუაში ხალხი უნდა შეეშინებინა, მაგრამ მოტყუვდა: ხალხი საშინლად აღელდა, გაცეცხლდა და ზოგიერთმა სთქვა: რას ჩავციებივართ ამ დავითის გვარეულობას? ამოვირჩიოთ სხვა გვარიდან ჩვენი გულის კაცი მეფედ და დავსვათ ტახტზედ, ხარჯიც მოგვაკლდება და ცხოვრებაც გაგვიადვილდება.

ეს აზრი ძალიან მოეწონათ იაკობის ათი შვილი შთამომავლებს და მაშინვე გამოაცხადა ყველა მათგანმა თავისი თანხმობა, მაგრამ იუდას შთამომავალნი, რომელთაგანაც იყო დავითის სახლობა წინ აღუდგნენ ამ აზრსა და მტკიცე ერთგულება გამოიჩინეს დავითის სახლობისა. ამათივე მხარე დაიჭირეს ბენიამენის შთამომავალთაცა.

მაშინ იაკობის ათი შვილის შთამომავალთა თქვეს: შინ დავბრუნდეთ თავთავის სახლებში და ამოვირჩიოთ ცალკე მეფე. ესენი კი რამდენ ხანსაც უნდოდეთ, იმდენ ხანს ემონენ დავითის სახლობასა; სთქვეს და აასრულეს: მეფედ ამოირჩიეს ერთი თავიანთ შორის გამოჩენილი კაცი, სახელად იერობუამი.

სოლომონის უფროს შვილს რობუამს ხელქვეითად დარჩა მარტო იუდას და ბენიამენის შთამომავალნი.

რობუამს უნდოდა ძალით დაემორჩილებინა განდგომილი ისრაელნი, შეჰკრიბა დიდი ჯარი იერუსალიმში და გასწია საომრად, მაგრამ გზაზედ შეხვდა მას ერთი ღვთის კაცი, წინასწარმეტყველი, და თანახმად ღვთის ბრძანებისა, უთხრა რობუამს: ღმერთს არ ნებავს, რომ თქვენ იომოთ თქვენს ძმებთან, დაბრუნდით უკანვე თქვენს სახლებში.

რობუამი და მისი ჯარი დაემორჩილნენ ღვთის სიტყვასა, ბრძოლაზედ ხელი აიღეს და დაბრუნდნენ შინა. ასე გაიყო ორ სამეფოდ ღვთისგან არჩეული ისრაელის ერი, იერობუამის სახელმწიფოს ეწოდა უწინდელივე სახელი: ისრაელის სამეფო, ხოლო რობუამისას დაერქვა იუდას სამეფო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ