მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 760 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

გამეფდა თუ არა სოლომონი, მაშინვე შეუდგა მშვენიერი ტაძრის აშენებას იერუსალიმში, თანახმად თავისი მამის ანდერძისა. დავითმა სიკვდილის შემდეგ სოლომონს დაუტოვა მომზადებული არა მხოლოდ გეგმა და გარე სახე ეკლესიისა, არამედ აუარებელი მასალა.

მარტო ოქრო და ვერცხლი, ტაძარზედ მოსახმარებელი, დაუტოვა დავითმა ასოცდახუთი ათასი ფუთი; დამზადებულ სპილენძს, რკინას, ხე-ტყეს და თლილ მარმარილოს ხომ რიცხვი არ ჰქონდა.

სოლომონმა ამ მასალას თავის მხრითაც მიუმატა. დაიბარა უცხო ქვეყნებიდან საუკეთესო ოსტატები და მეოთხე წელიწადს თავისი გამეფების შემდეგ ჩააგდო საძირკველი. შვიდ წელიწადს უკან უკვე დასრულებული იყო უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ბადალი მთელ ხმელეთზედ არ მოიპოვებოდა.

წმინდა, თლილი მარმარილოს კედლები შიგნიდან იყო შემკული ოქროთი და ძვირფასი ქვებით. ყოველი ნივთეულობა ტაძრისა გაკეთებული წმინდა ოქროთი; ტაძარი ისევე იყო მოწყობილი როგორც კრებულის კარავი, ე. ი. იყო გაყოფილი ორ ნაწილად. პირველ ნაწილს შეადგენდა “წმინდა წმინდათა”, ხოლო მეორეს “საწმინდაო”. გარშემო ტაძარს ერტყა ფართო ეზო, მშვენიერი გალავნით შემოზღუდული.

კურთხევა ტაძრისა სოლომონმა ჩაატარა მეტად დიდი ამბით. ტაძრის კურთხევაზედ დაიბარა უხუცესნი და მოთავენი ხალხისანი, აგრეთვე უთვალავი ხალხი მოაწყდა ყოველი ქალაქიდან.

ჯერ დიდძალი მსხვერპლი შეამზადეს, შემდეგ მღვდლები შევიდნენ კრებულის კარავში, აიღეს სჯულის კიდობანი და გალობით გადმოიტანეს ტაძარში. დადგეს თუ არა ახალ ადგილას სჯულის კიდობანი, იმწამსვე მთელი ტაძარი გაივსო ღრუბლით, ასე რომ მღვდლები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ წირვა.

ამით ღმერთმა ყველას ცხადად დაანახა, რომ ახლად აგებული ტაძარი მან ჰქმნა წმინდა ადგილად და დასახა თავის სმყოფელ სახლად.

ამ დროს სოლომონმა დაიჩოქა, აღაპყრო მაღლა ხელები და ხმამაღლა წარმოსთქვა შემდეგი ლოცვა ტაძარზედ და ხალხზედ: უფალო, ისმინე ყოველ ჟამს ლოცვა ამ წმინდა ადგილს მომსვლელთა და მიანიჭე ყოველი წყალობა, რაიც კი გთხოვონ, არათუ ისრაელთა, არამედ წარმართაც.

ამ ლოცვის პასუხად უფალმა სოლომონს აჩვენა ახალი ნიშანი თავის წყალობისა. უცებ ზეციდან გაჩნდა ცეცხლი და დასწვა მომზადებულნი მსხვერპლნი.

ხალხმა რომ ეს დაინახა, დაემხო პირქვე და ადიდებდა უფალსა. დღესასწაულმა გასტანა მთელი კვირა. უთვალავი მსხვერპლი დაჰკლა ამ დროს სოლომონმა, მარტო შეწირული ხარების რიცხვი ავიდა ოცდაორ ათასამდის, ხოლო ცხვრებისა - ას ოც ათასამდის.

ტაძრის აგების შემდეგ სოლომონი შეუდგა იერუსალიმის გამშვენიერებას, ააშენა სასახლები, გაამშვანიერა დიდი ბაღები, გააკეთებინა შიგ ქალაქში პატარ-პატარა გზები და ისე მორთო თავის სატახტო ქალაქი, რომ მასზედ უკეთესი შეუძლებელი იყო.

მაგრამ ბოლოს ეს დიდი სიბრძნის პატრონიც შესცდა და იმისთანა ღვთის საწინააღმდეგო საქმეები ჩაიდინა, რომ უკანასკნელი უგუნური კაცი არ იზამდა: მას ცოლებად ჰყავდა წარმართი ქალები და მათი ჩაგონებით იერუსალიმის ახლოს ააშენა საკერპო საყდრები, შიგ დაასვენებინა კერპები და მისცა ნება თავის ცოლებს და სხვა წარმართებს ევლოთ იქ და ელოცათ.

ესეც არ იკმარა. მალე თვითონაც დაიწყო ამ საკერპოში სიარული, ლოცულობდა, თაყვანს სცემდა, მსხვერპლს სწირავდა და დღესასწაულებს უმართავდა კერპებს.

ხალხი რომ უყურებდა თავისი მეფის ამნაირ ქცევას, გული უცრუვდებოდა თავის სარწმუნოებაზედ და ჭეშმარიტ ღმერთს ივიწყებდა. ამიტომ, ღვთის ბრძანებით, გამოეცხადა სოლომონს ერთი წინასწარმეტყველი, ამხილა მას მისი უგუნურება და უთხრა, რომ: შენი შეცოდების გამო შენი სახელმწიფო შენი სიკვდილის შემდეგ დაირღვევა და ორად გაიყოფაო.

სოლომონი ბოლო ჟამს მოდიოდა გონზედ, შეინანა წრფელი გულით თავისი შეცოდებანი და სიბრძნე გამოხატა რამდესამე წიგნში, რომლებიც ძველ აღთქმაში არიან მოქცეულნი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ