მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1106 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თავდაპირველად სოლომონი იყო ისეთივე კეთილმსახური, სათნო და ერთგული ღვთისა, როგორც დავითი, მამა მისი. ამიტომ მას ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა.

ერთხელ სოლომონმა დიდხანს ილოცა მხურვალედ და გულმოდგინედ კრებულის კარავში. იმავე ღამეს უფალი გამოეცხადა სოლომონს სიზმარში და უთხრა: მთხოვე, რაც გინდა, და მოგანიჭებ.

სოლომონი მეტად გონივრულად მოიქცა ამ შემთხვევაში, მან მიმართა ღმერთს შემდეგი თხოვნით: უფალო! შენ დამაყენე მრავალი ხალხის მეფედ, ხოლო მე ჯერ ყმაწვილი და გამოუცდელი ვარ; მისი კეთილად მართვა მიძნელდება ძალიან. ამისათვის გევედრები. მომანიჭო მე გონება და სიბრძნე, რათა შემეძლოს სწორედ განსჯა ხალხისა, მისი მოვლა და მართვა, შეუცდენლად ვარჩევდე ბოროტს კეთილისაგან და ვიდგე სწორ გზაზედ.

ღმერთს მეტად ეამა ამგვარი გონიერი თხოვნა. მან უპასუხა სოლომონს: რადგან შენ არ მთხოვე არც დღეგრძელობა, არც სიმდიდრე და არც დიდება, ამისთვის აგისრულებ სურვილს: მოგანიჭებ ინისთანა გონებას და სიბრძნეს, რომ შენი ბადალი მთელ ხმელეთზედ არ იყოს; ამასთან მოგცემ შენ იმასაც, რაც არა მთხოვე - გაგამდიდრებ და აგავსებ დიდებითა. და თუ შეურყევლად იდგები შენს სიცოცხლეში ჩემს მცნებებზე, მოგანიჭებ დღეგრძელობასაც.

სოლომონმა დიდის ამბით გადაუხადა მადლობა ამისთანა უხვი მოწყალებისათვის.

პირველად სოლომონმა თავისი სიბრძნე ასე გამოიჩინა: მასთან ორი დედაკაცი მოვიდა საჩივლელად. ერთმა დაიწყო: ხელმწიფევ, ჩვენ ორივენი ერთად ვცხოვრობთ და ორივეს თითქმის ერთდროულად მოგვეცა თითო ვაჟი; ერთ ღამეს ამ დედაკაცს მოუკვდა ვაჟი; აიღო, თურმე, მკვდარი ბავშვი, ჩემს გვერდით ჩუმად დასდო, ჩემი ცოცხალი ვაჟი კი მომპარა და დაიჩემა. მეორე დილაზედ, ერთიც ვნახოთ ჩემთან წევს მკვდარი ბავშვი; დავხედე, ჩემი არ არის. მეორე დედაკაცი ამბობდა: სტყუის, ჩემო ხელმწიფევ, სულ სტყუის. მკვდარი ვაჟი მაგისი იყო. ეს ცოცხალი კი ჩემია.

შეება ერთი-ერთმანერთს ეს ორი დედაკაცი სოლომონის წინ და ცილობდნენ ცოცხალ ბავშვზედ: “არა, ჩემია, - ამბობდა ერთი, არა, ჩემია, - უპასუხებდა მეორე. საქმე გაჭირდა, ამიტომ რომ მოწმე არავინა ჰყავდათ.

მაშინ სოლომონმა სთქვა: თქვენ ორივე იჩემებთ ამ ვაჟსა, მოიცა, შუაზე გაგიყოფთ, მოიტანეთ მახვილი! როცა მახვილი მოიტანეს, ბრძანა: გასჭერით შუაზედ ეგ ბავშვი და ნახევარ-ნახევარი მიეცით მაგ დედაკაცებს. მაშინ ჭეშმარიტმა დედამ დაიკივლა: ხელმწიფევ, ნუ მოაკვლევინებ ბავშვს. დაე მისცენ ამ დედაკაცს ჩემი ვაჟი! მეორემ კი სიხარულით სთქვა: დაე, არც მე მერგოს ბავშვი და არც შენა, გააპეთ შუაზედ.

სოლომონსაც ეს უნდოდა: აი, ვაჟის ნამდვილი დედა, - სთქვა სოლომონმა პირველ დედაკაცზე, რომელმაც სთქვა, არ მოკლათ ბავშვიო - მაგას მიეცით ვაჟი! ისრაელთ ცხადად დაინახეს თავისი ახალგაზრდა მეფის სიბრძნე და უფრო მომეტებული პატივი და სიყვარულიმიაგეს მას.

დიდი ჭკუის გარდა, უფალმა მისცა სოლომონს დიდი სიმდიდრეც, მისი ხომალდები ბევრს შორეულ ქვეყნებში დასცურავდნენ და მოჰქონდათ იქიდან ათასნაირი ძვირფასეულობა.

მთელ ხმელეთზედ გავარდა ხმა სოლომონის სიბრძნისა და სიმდიდრისა. ბევრნი უცხო მეფენი ეძებდნენ მის მეგობრობას; სხვანი თვითონ მიდიოდნენ მის კარზე, რომ გაეგონათ თავისი ყურით მისი გონიერი საუბარი და ენახათ მისი აუარებელი სიმდიდრე. თან მიჰქონდათ ძვირფასი საჩუქრები, რომ სოლომონის გული მოეგოთ.

ერთმა დედოფალმა, რომელიც სოლომონს ეწვია და ნახა მისი ავლადიდება, განცვიფრებით სთქვა: უწინ მე არ მჯეროდა, რასაც შენს გონიერებაზედ და საქმეებზედ მეუბნებოდნენ, ახლა კი ჩემი თვალით დავრწმუნდი, რომ ჩემთვის შენზედ ნახევარიც არ უთქვამთ.

ბედნიერია შენი ხალხი, ბედნიერნი არიან შენი ქვეშერდომნი, იდიდოს სახელი უფლისა, რომელმაც მისცა მათ შენისთანა მეფე.

მართლაც არასდროს ისრაელის ხალხს არა ჰქონია იმისთანა ბედნიერი ცხოვრება, როგორიც ჰქონდა სოლომონის მეფობის დროს.

ორმოცმა წელმა სოლომონის მეფობისამ ისე გაიარა, რომ ერთი ომიც არ მომხდარა. ებრაელი ხალხი ამ ხნის მანძილზე ცხოვრობდა მშვიდობიანად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ