მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 887 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მაგრამ ამისთანა მართალი კაციც კი, როგორიც იყო დავითი, მძიმე შეცოდებაში ჩავარდა. ეტყობა, რომ დიდება, ბედნიერება და განცხრომით ცხოვრება წმინდა კაცსაც კი აფუჭებს.

დავითმა მოინდომა ერთი უბრალო კაცის ცოლის შერთვა. იმ კაცს ურია ქეტელი ერქვა. რადგანაც წართმევა არ შეიძლებოდა, ამიტომ მან იხმარა შემდეგი ბოროტი ხერხი: ქმარი გაგზავნა ჯარში და თან გაატანა თავის სარდალთან წიგნი, რომელშიც ეწერა შემდეგი: ამ წერილის მომტანი ისეთ ადგილას დააყენე, რომ უთუოდ მოკლან მტრებმა.

სარდალმა აასრულა დავითის ბრძანება. დაქვირვებული ქალი დავითმა შეირთო ცოლად. განცხრომით ცხოვრებამ ისე გამოცვალა დავითი, რომ სინდისი სრულიადაც არ აწუხებდა ამ ბოროტების ჩადენისათვის.

ღმერთმა მთელი წელიწადი უცადა დავითის სინდისის გაღვიძებას, მაგრამ ტყუილად, მაშინ, მისი ბრძანებით გამოცხადდა დავითთან ნათან წინასწარმეტყველი და უთხრა: - მეფევ, გამისამართლე შემდეგი საქმე: ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა - ერთი მეტად მდიდარი, მეორე ღარიბი.

მდიდარს ჰყავდა მრავალი ცხვარი და სხვა შინაური საქონელი. ღარიბს კი არა ებადა რა ერთი ცხვრის მეტი, რომელიც მას უყვარდა და ეფერებოდა; ცხვარს აჭმევდა თავის ჯამში, ასმევდა თავის საწყლედან და აძინებდა თავის მუხლებზედ.

ერთხელ მდიდარ კაცს ეწვია სტუმარი, მან დაინანა თავისი ცხვრის ფარებიდან საკლავის დაბარება, წაართვა ღარიბს ის ერთადერთი ცხვარი, დაჰკლა და აჭამა თავის სტუმარს.

დავითმა რომ მოისმინა ბოლომდის, გაბრაზდა იმ მდიდარ კაცზედ, გაცეცხლდა და თქვა: მაგისთანა უსამართლობის ჩამდენი სწორედ სიკვდილის ღირსია.

მაშინ წინასწარმეტყველმა უთხრა დავითს: ეს კაცი შენა ხარ, - და დაუმატა, - ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: მე შენ გაგხადე მირონცხებული მეფე, მე შენ გამოგიხსენ საულის ხელიდან. რად გადაუდეგ მცნებას ღვთისასა და რად ჩაიდინე ბოროტება ჩემს თვალწინ? შენ მოჰკალი საწყალი ურია ქეტელი მტრის ხელით და მისი ქვრივი დაისვი ცოლად.

დავითმა ცხადად იგრძნო ახლა კი თავისი შეცოდება, მისმა სინდისმა გაიღვიძა და გულითადი სინანულით აღიარა თავისი ცოდვა წინასწარმეტყველის წინაშე. შევცოდე მე უფლის წინაშე, - უთხრა დავითმა ტირილით წინასწარმეტყველსა.

წინასწარმეტყველმა მიუგო: უფალი ხედავს შენს სინანულს და გაპატიებს ცოდვას. შენ თვითონ არ მოკვდები, მაგრამ რადგანაც ამ საქმით დაამცირე შენი ღმერთი მტრის თვალში, ამიტომ მოკვდება შვილი შენი, შობილი ბერსაბესგან. ეს რომ თქვა, გაბრუნდა წინასწარმეტყველი და განშორდა დავითს.

დავითი იყო მეტად მოსიყვარულე მამა და ძალიან უყვარდა ბერსაბესაგან შობილი შვილი, ამიტომ ძლიერ ემწარებოდა მისი სიკვდილი, მეტადრე გული ძალიან ეთუთქებოდა, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ეს უმანკო ყმაწვილი უნდა სიკვდილით დასჯილიყო მამის შეცოდების გულისათვის.

დავითი დაემხო მიწაზედ, გოდებდა, სტიროდა და მარხული რამდენსამე დღეს ცხარე ცრემლით სთხოვდა უფალსა, მისი ჩვილი შვილი გადაერჩინა სიკვდილისაგან.

თავისი ღრმა სინანული ამ დროს მან გამოხატა ლექსად იმ მშვენიერ ფსალმუნში, რომლითაც ეხლა ყველა ცოდვილი ხელმძღვანელობს სინანულის დროს: “მიწყალე მე ღმერთო, - ტირილით შესთხოვდა დავითი უფალსა, - დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი; უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე, რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ... გული წმინდა დაბადე ჩემთან, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა”...

მაგრამ სიტყვა ღვთისა შეურყეველია: საყვარელი, უმანკო შვილი დავითს მაინც მოუკვდა. მაშინ დავითი ადგა, დაიბანა პირი, დაივარცხნა თავი და წავიდა ტაძარში ღვთის თაყვანისცემისათვის.

ტაძრიდან გამოსულმა დავითმა მოლხენა დაიწყო. შინაურებს გაუკვირდათ ასეთი ქცევა დავითისა და უთხრეს: მანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ სტიროდი და მარხულობდი, და ახლა კი, როცა მოკვდა, მოიმხიარულე და მარხვასაც დაანებე თავი.

მაგრამ დავითმა მიუგო: მე ვსტიროდი და ვმარხულობდი, სანამ მეგონა რომ უფალს შევაბრალებდი ჩემს ბავშვს. ახლა კი, როდესაც ნება ღვთის ასრულდა და ბავშვი მოკვდა, მე იმას ტირილით და ცრემლით ვეღარ დავიბრუნებ.

მე შემიძლია სიმწუხარით მას თან გადავყვე, მაგრამ ამით ვეღარაფერს ვუშველი… მაგრამ შვილის სიკვდილით არ გათავდა დავითის უბედურებანი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ