მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 918 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

დავითმა საცხოვრებლად არც ერთი მაშინდელი ქალაქი არ ამოირჩია, რადგანაც არ უნდოდა, რომ ამის გამო შური და ცილობა ჩამოვარდნილიყო სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებლებს შორის.

მან განიზრახა ახალი ქალაქის აშენება. საისრაელოში ერთ მთაზედ იყო აშენებული ციხე-ქალაქი, რომელიც წარმართებს ჰქონდათ დაპყრობილი; ამ ციხე-ქალაქს ერქვა იერუსალიმი.

დავითმა აიღო ეს ციხე, დაისაკუთრა, გააფართოვა, გაამშვანიერა, ააშენა თავისთვის სასახლე და დასახლდა შიგა. ებრაელთა სატახტო ქალაქი გახდა იერუსალიმი.

კეთილმსახურ დავითს უნდოდა, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქი გამხდარიყო, ამიტომ მან ააშენა ახალი, ძველზედ უფრო დიდი და მშვენიერი კრებულის კარავი, დასდგა იგი იერუსალიმში სიონის მთაზედ და სელომიდან გამოიტანა მასში დასასვენებლად სჯულის კიდობანი, მაგრამ ერთგულებამ უფლისამ უფრო კაი საქმე მოაწადინა დავითს.

დავითს ეთაკილებოდა, რომ თვითონ მდიდარ სასახლეში ცხოვრობდა და ღვთის სახლს კი უბრალო კარავი შეადგენდა, ამიტომ მან მოინდომა მშვენიერი ტაძრის აშენება. მაგრამ, ღვთის ბრძანებით, ერთი წინასწარმეტყველი მივიდა დავითთან და უთხრა: ამ წმინდა საქმეს შენ არ შეუდგები, მას შეასრულებს შენი შვილი, რომელიც შენს შემდეგ გამეფდება.

ამასთან წინასწარმეტყველმა განუცხადა დავითს დიდი მოწყალება ღვთისა: შენი შთამომავალნი იქნებიან განუწყვეტლივ მეფეებად ისრაელისა, მანამ არ დაიბადება შენსავე შთამომავლობაში მაცხოვარი, რომელსაც ერქმევა შენი ძე და საუკუნო მეფე.

უფალმა ყოველ საქმეში წარუმართა ხელი დავითსა და ყოველი მისი წამოწყება აკურთხა და კეთილად დაასრულა. მისი სამეფო მის სიცოცხლეში გახდა დიდი, ძლიერი და სახელგანთქმული.

გარშემო ხალხები ყველანი დავითის მორჩილების ქვეშ იყვნენ და მტრებს მისი დიდი შიში ჰქონდათ, რადგანაც მათზედ დავითმა ბევრჯერ გაიმარჯვა ღვთის შემწეობით და არც ერთხელ არ დამარცხებულა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ