მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 632 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სამოელი რომ დაბერდა, მსაჯულებად დაიყენა თავისი ორი შვილი, მაგრამ მისი შვილები მამასავით არ იქცეოდნენ: უსამართლობა უყვარდათ, ქრთამებს იღებდნენ, მართლებს ამტყუნებდნენ და მტყუანებს ამართლებდნენ ფულის გულისათვის.

ბოლოს ხალხი გაჯავრდა, მივიდნენ სამოელთან და უთხრეს: შენ მოხუცდი და შენი შვილები შენსავით სამართლიანად არ იქცევიან. დაგვიყენე მეფე, როგორც ყველა სხვა ხალხებსა ჰყავთ; იგი იქნება ჩვენი მსაჯულიცა და წინამძღოლიც მტერთან ომის დროსა.

სამოელს არ მოეწონა ხალხის ეს სურვილი, რადგან მეფის ყოლა სხვა ხალხებს დაამსგავსებდა ისრაელთ და ბევრი ურჩია მათ, რომ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზედ, მაგრამ ხალხმა თავისი მაინც არ დაიშალა.

მაშინ ღმერთმა უბრძანა სამოელსა, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებასა. სამოელმა გამოუცხადა შეკრებილ ხალხს, რომ იგი აასრულებდა მათ სურვილს, დაიმედებული ხალხი დაიშალა.

მალე უფალმა თვითონ უჩვენა სამეფო კაცი ისრაელთათვის. ერთ ებრაელს სახედრები დაეკარგა, საძებნელად გაგზავნა თავისი შვილი საული და თან მოჯამაგირეც გაატანა.

დიდხანს ეძებეს, ბევრი ადგილი დაიარეს და ბოლოს მივიდნენ იმ ქალაქში, სადაც სამოელი იყო. მოჯამაგირემ უთხრა საულსა: აქა ცხოვრობს კაცი ღვთისა, ყოველი იმისი სიტყვა მართლდება, მივიდეთ მასთან და იქნება გვითხრას, სად უნდა ვეძებოთ ჩვენი დანაკარგი.

საულმა გაუგონა მოჯამაგირეს და გზას გაუდგა. გზაზე შეხვდა მათ სამოელი. ამ დროს უფალმა უთხრა სამოელსა: აი, მომავალი მეფე ისრაელისა. სამოელი დაპატიჟებული იყო და მიდიოდა საზოგადო სადილზედ, რომელიც დღესასწაულის გამო ხალხსა ჰქონდა მომზადებული.

ვერ მიმასწავლი წინასწარმეტყველსა? - ჰკითხა საულმა სამოელსა. მე თვითონა ვარ წინასწარმეტყველი, - მიუგო სამოელმა, და დაუმატა, - დღეს ჩემთან სადილად წამოდი, ხვალ გეტყვი, რაც საჭიროა, სახედრების ჯავრი სულაც ნუღარ გექნება, ისინი ეხლა ნაპოვნი ჰყავთ შენს შინაურებს.

სადილზე სამოელმა საული დასვა პირველ ადგილზედ და უბრძანა, რომ თავი საჭმელი მისთვის მიერთმიათ. საულს უკვირდა ამისთანა პატივი. სადილის უკან სამოელმა წაიყვანა თავისთან საული ღამის გასათევად და მეორე დილაზედ გასაცილებლად გაჰყვა.

ქალაქის გარეთ რომ გავიდნენ, სამოელმა საულის მოჯამაგირე წინ გაისტუმრა, თვითონ საული კი შეაჩერა, დაასხა თავზედ ნაკურთხი მირონი, აკოცა საულსა და უთხრა: აი, უფალი გხდის შენ თავისი ხალხის მეფედა.

საული გახდა ცხებული უფლისა. მის თავზედ დასხმული მირონი ნიშნავდა, რომ სული წმინდა აძლევს მას მეფობის უფლებას და მიანიჭებს ძალას და გონებას ხალხის სამართავად.

საული რომ შინ დაბრუნდა, არავის არ ეუბნებოდა, რაც მას გადახდა. არც სამოელმა გამოამჟღავნა ეს ამბავი. მას სურდა, ხალხისათვის ცხადად დაენახვებინა, რომ თვითონ იმან კი არ ამოირჩია თავისი ნებით მეფე, თვით ღმერთი იყო ამომრჩეველი.

ამიტომ შეკრიბა ხალხი და ყარა წილი. წილში მეფობა ერგო საულს. საული ამ დროს იქ არ იყო, როცა იგი იპოვნეს და მოიყვანეს ხალხის წინაშე და როცა წარმოსადეგი ვაჟკაცი ისრაელთ დაინახეს, სიხარულით აღივსნენ და შესძახეს: გაუმარჯოს ჩვენს მეფეს!

მართალია, ზოგნი ამბობდნენ: რა შეუძლია, როგორი მეფე უნდა იყოს ვიღაც უბრალო ტეტიას შვილიო, მაგრამ საულმა მათ ბოდვას ყურიც არ ათხოვა და ჩქარა ყველას დაუმტკიცა, რომ ღვთის შეწევნით მას ხალხის მართვაც კარგად შეეძლო და მტრებისათვის პასუხის გაცემაც.

ჩქარა საული შეიქმნა ხალხის საყვარელი მეფე. საქმეების გარჩევაში მან დაამკვიდრა სიმართლე, ქრთამი სრულიად ამოკვეთა; მამულის მტრები ყველანი დაამარცხა; მართლაც დიდი ხანი იყო, რაც ხალხს ასე მშვიდობიანად აღარ ეცხოვრა.

მაგრამ საუბედუროდ საულმა თავისი ბედნიერება ვერ შეიშნოვა, თავი დიდ რამედ ჩათვალა და გაამპარტავნდა, ხალხზე ზრუნვის მაგიერ თავის ნებას ასდევდა.

მაშინ სამოელმა გამოუცხადა საულსა: როგორც შენ უარჰყავ ნება ღვთისა, ისე იგი უარგყოფს შენა. იგი გართმევს შენ მეფობას და აძლევს შენზე უკეთესს.

მაგრამ საული ამის შემდეგ არამც თუ არ შეიცვალა, უფრო კერპი და თავმოყვარე შეიქმნა, ამიტომ მადლმა ღვთისამან სრულიად დასტოვა იგი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ