მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 593 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

დიდი სასჯელი მიაყენა უფალმა ელის სახლობასა. ეს სასჯელი მოხვდა ყველა სხვა ისრაელთაცა, რადგანაც მათ შორის ამ დროს ბევრი უსჯულო საქმეები ხდებოდა.

საისრაელოს დაეცნენ მტერნი. პირველ ბრძოლაშივე დამარცხდნენ ისრაელნი. იმის მაგივრად, რომ ღმერთს შევედრებოდნენ შემწეობასა და შველას, ისრაელთ გაგზავნეს სელომში კაცები და მოითხოვეს კიდობანი სჯულისა; ეგონათ, რომ ეს წმინდა ნივთი თვითონ დაუმარცხებდათ მტრებსა.

ღმერთი უფრო გაუწყრა მათ ამ უკუღმართობაზედ და საშინელი უბედურება მიაყენა. როცა ელიმ კიდობანი სჯულისა გაისტუმრა ომში, დაჯდა კრებულის კარვის წინ და გულის თრთოლვით ელოდა ომიდან ამბავსა, უცებ მოვარდა მოამბე შემოფლეთილი პერანგითა და თავზედ მიწაგადაყრილი (ეს ებრაელთა შორის ნიშანი იყო მწუხარებისა).

რას იტყვი, შვილო, ჩემო, რა ამბავია? - იკითხა ელიმ. ისრაელის ჯარი საშინლად დამარცხდა; შენი ორივე შვილი მოჰკლეს; სჯულის კიდობანი წარმართებს ჩაუვარდათ ხელში.

ეს რომ გაიგონა მოხუცებულმა ელიმ, ელდისაგან გადმოვარდა სავარძლიდან, ხერხემალი გაიტეხა და იქვე მოკვდა.

წარმართმა ჯარმა თან წაიღო სჯულის კიდობანი. მაგრამ ჩქარა იძულებული შეიქმნა უკანვე დაებრუნებინა ისრაელთათვის, რადგანაც, საცა კი მიიტანეს სჯულის კიდობანი, ყველგან უბედურება გაჩნდა: ზოგან ავადმყოფობა დაერია ხალხსა, ზოგან ნახნავ-ნათესი თაგვებით გაივსო, ზოგან კერპები ჩამოცვივდა ტაძარში და დაიმსხვრა.

ბოლოს დაუდეს კიდობანი სჯულისა, ერთ ურემზე, შეაბეს ორი დეკეული და გაუშვეს ღვთის ანაბარად. თუმცა ამ დეკეულებს შინ დაბმული ხბორები ჰყავდათ, მაგრამ მაინც გასწიეს პირდაპირ საისრაელოში და მიიტანეს სჯულის კიდობანი.

ისრაელნი სიხარულით ცას ეწივნენ, ჩამოიღეს კიდობანი და შეიტანეს კარავში; დეკეულები დაჰკლეს და შესწირეს უფალს მსხვერპლად, თვითონ ურემი კი შეშად იხმარეს მსხვერპლის დასაწველადა.

ამ დამარცხების შემდეგ ისრაელნი ოცი წელიწადი თავისი მტრების მონობაში იყვნენ. მაგრამ ბოლოს უფალმა შეიცოდა და სამოელის თაოსნობით მიანიჭა მათ გამარჯვება მტერზედა.

სამოელი მართავდა ისრაელთა, როგორც მსაჯული და როგორც წინასწარმეტყველი. მას მხურვალედ უყვარდა თავისი ხალხი, სურდა, რომ იგი ყოფილიყო ღვთის მოშიში, ერთობის მოყვარე, ცუდს მორიდებოდა და სათნო ცხოვრება ჰქონოდა.

იგი იყო სასტიკი, მაგრამ სამართლიანი მსაჯული. ამიტომ მთელ ხალხს დიდი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა სამოელისა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ