მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 956 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მღვდელმთავარსა და მსაჯულს ელის ჰყავდა ორი შვილი, რომელნიც კრებულის კარავს მღვდლად ემსახურებოდნენ.

ისინი ვალდებულნი იყვნენ ღვთის შიშით, მოყვასის სიყვრულით, სათნოებით და კეთილი საქმით მთელ ხალხისთვის მისაბაძი მაგალითი ეჩვენებინათ, მაგრამ ამის მაგიერ ისინი იყვნენ უმსგავსონი ყოველის მხრივ.

ღვთის პატივისცემა და კრძალვა არა ჰქონდათ, უფლის ტაძარში ახდენდნენ უწესრიგობას; ცხოვრება ჰქონდათ მეტად საძრახისი. ხალხს მომეტებით ართმევდნენ. თავისი უმსგავსი ქცევით ხალხს ცუდ მაგალითს უჩვენებდნენ, აჩვევდნენ მას უფლის სჯულის და წესის გაქარწყლებასა და აშორებდნენ ღმერთსა.

ელის გაგონილი ჰქონდა თავისი შვილების ბიწიერი ყოფაქცევა. როგორც მათი მამა და როგორც მათი უფროსი, იგი ვალდებული იყო სასტიკად დაესაჯა თავისი შვილები და კეთილ გზაზედ დაეყენებინა, და თუ არ დაიშლიდნენ ისინი ცუდ ყოფაქცევასა, უნდა მაშინვე გადაეყენებინა მღვდლობიდან.

მაგრამ ელის დასასჯელად ენანებოდა შვილები და მხოლოდ ამისთანა შენიშვნებს აძლევდა მათ: რად იქცევით აგრე? ეგ კარგი არ არის, შვილებო, ცოდვაა მაგრე მოქცევა. რასაკვირველია, ამისთანა რბილ სიტყვებს ელის გაფუჭებული შვილები ყურსაც არ ათხოვებდნენ.

უფალმა გადასწყვიტა თვითონ დაესაჯა ისინი და მათთან მათი მამაც, იმის გამო, რომ მტკიცედ არ არიგებდა თავის შვილებს და მათ წყენას უფრო ერიდებოდა, ვიდრე ღვთის წყენას.

სამოელი კი, თუმცა ელის გარყვნილ შვილებთან ცხოვრობდა, სრულიად არა ბაძავდა მათ, თავს იცავდა წმინდად, უმანკოდ და ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა მას და ადამიანთაც სხვებზე მომეტებულად უყვარდათ.

ერთხელ სამოელს კრებულის კარვის კარებთან ეძინა და უცებ შემოესმა თავისი სახელის ძახილი. სამოელს ეგონა, ეს უთუოდ მღვდელმთავარი მეძახის თავის კარვიდანაო, ადგა, მიირბინა და უთხრა: აგერ, გეახელით, რად მეძახდით?

მე შენთვის არ დამიძახია! წადი შინ, დაწექ და დაიძინე, - უპასუხა ელიმ.

მეორედაც ასეთი საკვირველი საქმე დაემართა სამოელს. ელის გაუკვირდა, მაგრამ ვერ მიხვდა, კიდევ რას მოასწავებდა ეს ძახილი.

მხოლოდ როცა მესამედაც მიირბინა სამოელმა მასთან და ჰკითხა: რა ვქნა, რას მეძახიო? მაშინ ელიმ ცხადად დაინახა, რომ უცნაური ხმა, რომელიც ეძახდა სამოელს, უფლისა უნდა ყოფილიყო და ასე დაარიგა იგი: როცა კიდევ დაგიძახონ, შენ უპასუხე: ბრძანე, უფალო, მონა შენი ისმენს.

უფალმა კიდევ დაუძახა სამოელს, სამოელმა მიუგო ისე, როგორც ასწავლა ელიმ. მაშინ უფალმა გამოუცხადა: ელის და მის შვილებს მოელით სასტიკი დასჯა და ისინი ამ სასჯელს ვერ აიშორებენ თავიდან ვერა შესაწირვითა, რამეთუ ცოდვანი მათნი არიან მძიმენი.

დილით მღვდელმთავარმა დაუძახა სამოელსა და ჰკითხა: რა გითხრა შენ უფალმა? ნურას დამიმალავ, ყველაფერი მითხარი!

სამოელმა ყველაფერი უამბო. ელიმ ამაზედ სთქვა: იყოს ნება ღვთისა. აღსრულდეს ისე, როგორც მას სწადიან.

მის შვილებს იმ მუქარამ უფლისამ ყურიც არ გააბერტყინა. ისინი უწინდებურადვე არღვევდნენ სჯულსა და ატარებდნენ თავის ცხოვრებას სხვადასხვა ბიწიერებაში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ