მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 670 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სამსონის შემდეგ მსაჯულის თანამდებობა ჩაიბარა ელი მღვდელმა. იგი სცხოვრობდა ქალაქ სელომში, იმიტომ რომ კარავი კრებულისა აქ ედგათ ისრაელთა ქანაანის ქვეყანის დაჭერის შემდეგ.

სელომი შეიქმნა ხალხის კრების ადგილადა. აქ ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ ისრაელნი, სალოცავადაც და სამართლის გადასაჭრელადაც.

ერთხელ, დღესასწაულის დროს, მლოცველ ერს მოჰყვა თან ერთი ხნიანი კეთილმსახური დედაკაცი, რომელსაც სახელად ერქვა ანნა. სხვასავით იგი მხიარულად არ მიდიოდა სალოცავადა. იგი იყო დაღონებული და შეწუხებული, ამიტომ, რომ გულზედ ედო ლოდი დიდი დარდისა - ისრაელნი დიდი უბედურებად სთვლიდნენ უშვილობასა.

უშვილობა მათ ღვთის რისხვის ნიშნად მიაჩნდათ - საწყალი ანნა იყო დიდი ხნის უშვილო. ბევრი დარდი და ნაღველი გამოატარა ამ უშვილობამა და ბევრი ცრემლი დააღვრევინა.

ბოლოს მან განიზრახა წასულიყო სალოცავად სელომში და იქ შევედრებოდა ღმერთსა ამ უბედურებიდან თავის დასახსნელად.

მივიდა თუ არა სელომში, ანნა მაშინვე გაეშურა კრებულისა კარვისაკენ, დაიჩოქა მის კარებთან და დიდხანს ლოცულობდა ცხარე ცრემლითა.

ყოვლად შემძლებელო უფალო, - ამბობდა თავის ლოცვაში, - გადმოხედე მოწყალებით შენს მონას და მიხსენ ამდენი ხნის უბედურებისაგან. მომანიჭე ვაჟიშვილი და მე მას სამუდამოდ შევსწირავ მსახურად შენს წმინდა სახლსა, კრებულის კარავსა.

დიდხანს და მხურვალად ლოცულობდა ანნა. მხოლოდ ბაგენი მისნი მოძრაობდნენ, სიტყვები კი მისი პირიდან არ ამოდიოდა, რადგანაც გულში ლოცულობდა.

ამ ლოცვის დროს ანნა დაინახა ელი მღვდელმა და ეგონა, ეს დედაკაცი ღვინონასმია და ამიტომ არის ხმა გაკმედილიო. მივიდა ახლო და ეს საწყენი სიტყვები უთხრა: წადი აქედანა, ჯერ გამოფხიზლდი და მერე ილოცე!

ანამ თავმდაბლად და პატივისცემით უპასუხა: არა, ბატონო, მე ჩემს დღეშიაც არ დამილევია ღვინო, ნუ მსახავ ცუდ დედაკაცად. მე ვარ მხოლოდ უბედური და ჩემს ნაღველს ვუცხადებ მოწყალე უფალსა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: მშვიდობით წადი; უფალი აგისრულებს შენს თხოვნასა.

ამ სანუგეშო სიტყვებმა მღვდელმთავრისამა დიდი იმედი მისცა ანნასა და იგი დაბრუნდა შინ დამშვიდებული და გამხიარულებული.

მალე აუხდა ელის სიტყვები ანნას, უფალმა აუსრულა ვედრება და წლის თავზედ მისცა ვაჟიშვილი, რომელსაც დაარქვა სამოელი.

მოიზარდა თუ არა ბავშვი, დედამ აასრულა თავისი აღთქმა უფლის წინაშე, წაიყვანა იგი სელომს, მიიყვანა მღვდელმთავართან და უთხრა: ბატონო ჩემო, მე ის დედაკაცი გახლავარ, რომელიც ერთი წლის წინათ აქ ლოცულობდა. მე მაშინ ვთხოვდი უფალსა აი, ამ ვაჟის მოცემასა. მოწყალე უფალმა ამისრულა ვედრება ჩემი და აგერ ახლა მე ვსწირავ ამ ყმაწვილსა ღმერთსა. იგი მთელი თავისი სიცოცხლე უნდა იყოს აქ და ემსახურებოდეს ღმერთსა.

სამოელი დარჩა ელისთან და გახდა ერთგული მოსამსახურე კრებულისა კარვისა. ამასთან, იგი შეიქმნა მოწაფე სკოლისა, რომელიც ჰქონდა მღვდელმთავარსა, მშვენივრად სწავლობდა ყველაფერსა და ისე კარგად იქცეოდა, რომ ყველასათვის საყვარელი იყო.

როცა დედა სალოცავად მიდიოდა სელომში და მიჰქონდა ახალი ტანისამოსი თავისი საყვარელი ვაჟისათვის, ქების მეტი არაფერი ესმოდა თავის შვილზედ, რომელიც როგორც სწავლით, ისე ზნეობით, იყო ჩინებული, უპირველესი მოწაფე თავის ამხანაგებში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ