მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 806 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მსაჯულების დროს, ერთხელ, საისრაელოში შიმშილი გაჩნდა მოსავლიანობის გამო. ერთი ისრაელთაგანი სახელად ეღიმელექი, თავისი სახლობით, ცოლით და ორი ვაჟით გადასახლდა თავისი ქვეყნიდან მოაბის ქვეყანაში - თავი რომ ერჩინათ. აქ ის მალე მოკვდა. ორივე მისი შვილი იქვე დაქორწინდა და ცოლად შეირთეს წარმართი ქალები.

ცოტა ხნის შემდეგ ორივე ძმები უშვილოდ დაიხოცნენ. მათი მოხუცებული უბედური დედა, სახელად ნოომინ, დარჩა უცხო ქვეყანაში, თავის ორი ახალგაზრდა რძალთან. როცა ნოომინმა შეიტყო, რომ საისრაელოში მოსავლიანი დრო ისევ მობრუნდაო, ადგა, აიბარგა და წავიდა თავის სამშობლოში; თან გაჰყვნენ მას ახალგაზრდა ქვრივი რძლებიცა.

დედამთილს ეცოდებოდა თავისი რძლები, არ უნდოდა, რომ ისინი მისი გულისთვის უცხო ქვეყანაში ჩაცვივნულიყვნენ სიღარიბეში და ამიტომ გზაზედ გულამომჯდარმა უთხრა: დაბრუნდით, შვილებო, თქვენს დედ-მამასთანა; ღმერთმა ნუ მოგაკლოთ თავისი მოწყალება ჩემი და ჩემი გარდაცვალებული შვილების ერთგულებისათვის და სიყვარულისათვის.

რძლები ატირდნენ და დაუწყეს დედამთილს ხვეწნა, რომ თან წაეყვანა ისინიცა. დედამთილი მაინც ურჩევდა დაბრუნებულიყვნენ თავის დედ-მამასთანა: მე გული ძლიერ მეწვის თქვენზედა, შვილებო, - ეუბნებოდა დედამთილი, - ბედმა მძიმე უბედურებაში ჩამაგდო; რა გინდათ ჩემთანა? ტანჯვის და წვალების მეტს ჩემთან ვერასა ნახავთ.

ერთმა რძალმა გაუგონა თავის დედამთილსა, ბევრი იტირა, გამოესალმა და დაბრუნდა თავის სამშობლო სახლში. მაგრამ მეორე რძალმა კი, სახელად რუთმა, გადაჭრით უთხრა თავის დედამთილსა: ნუ მომაშორებ შენს თავსა! საითაც შენ წახვალ, მეც იქით წამოვალ; შენი ხალხი შეიქმნება ჩემი ხალხი და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი; გეფიცები, რომ სიკვდილის მეტი ვერა გამყრის რა შენთან, სადაც შენ დაგმარხავენ, ჩემი საფლავიც იქ იქნება.

გულამომჯდარი და თვალცრემლიანი დედამთილი გადაეხვია თავის მოსიყვარულე რძალსა და აღარ უთხრა უარი თან წაყვანაზედ.

ჩქარა რძალ-დედამთლი მივიდნენ ბეთლემს. ნოომინი ბეთლემში რომ მოვიდა, არც ფული ჰქონდა და არც საზრდო. ამიტომ ის ან მათხოვარი უნდა გამხდარიყო, ან შიმშილით მომკვდარიყო, მაგრამ მოსიყვარულე რუთმა დაიხსნა იგი სირცხვილისაგანაც და უბედურებისაგანაც.

ამ დროს შუა ზაფხული იდგა და მკა გაჩაღებული იყო, ამიტომ რუთი გადიოდა მინდვრად, შედიოდა ერთ დიდ ხოდაბუნში, სადაც მრავალი მუშა მკიდა ყანასა, და ნამკალში ჰკრეფდა დაბნეულ თავთავსა.

ერთხელ ყანაში მოვიდა მისი პატრონი, სახელად ბოოსი და რომ დაინახა რუთი, ჰკითხა თავის მოსამსახურეს, მომკელების თავმდგომსა: ეს ყმაწვილი ქალი ვინ არის? მოსამსახურემ მოახსენა: ეს ქალი გახლავთ უცხო ქვეყნიდან, რომელსაც მოხუცებული დედამთილის გულისათვის დაუტოვებია თავისი სამშობლო და წამოჰყოლია აქ მას.

მან ნება მთხოვა დაბნეული თავთავის აკრეფისა. და აი, მთელი დღე შრომობს დილიდან მოკიდებული საღამომდის ლუკმა-პურის საშოვნელად.

ბოოსი იყო მდიდარი და გულკეთილი კაცი, მას გაუკვირდა ამისთანა სიყვარული დედამთილისადმი, გაუკვირდა მხნეობა მისი, მიუახლოვდა რუთსა და უთხრა: მომისმინე, შვილო, ნუ ივლი თავთავებისათვის სხვის ყანებში, აგრეთვე აგროვე რამდენიც გინდა ჩემს ყანაში და ჩემს მოახლეებთან ერთად იყავი. მე იმათ ვეტყვი, კარგად მოგექცნენ და არ დაიშურონ შენთვის არც საჭმელი და არც სასმელი.

რუთმა მდაბლად დაუკრა თავი და მოახსენა: რითი დავიმსახურე ეგ შენი მოწყალება? მე ვარ ერთი უბრალო, უცხო ქალი. ბოოსმა მიუგო: მე მიამბეს, თუ რა კარგად მოქცევიხარ მოხუცებულ და უბედურ დედამთილსა; დაგიტოვებია მისთვის სამშობლო ქვეყანა და ნათესავნი და წამოსულხარ უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში; ღმერთმა გადაგიხადოს, შვილო, სამაგიერო მაგ კეთილი საქმისათვის.

პატარა ხანს უკან მომკელებს სადილი მოუტანეს. ბოოსმა რუთიც მიიწვია, სადილის დროს რუთმა თავისი კერძი ორად გაჰყო: ნახევარი დედამთილს შეუნახა და ნახევარით კი თვითონ ისადილა. საღამოზედ იქვე დაბეგვა შეგროვილი თავთავი, გამოანიავა პურის მარცვლები, ჩაჰყარა პარკში და მოუტანა დედამთილსა, აგრეთვე ვახშმად მიართვა სადილიდან მისთვის შენახული კერძი და უამბო, ვის ყანაში ჰკრიფა მთელი დღე თავთავი და როგორი მოწყალე იყო მასთან პატრონი ყანისა.

რუთი ამის შემდეგ ყოველდღე დადიოდა ბოოსის ყანაში და პაპანაქება დღეებში მუშაობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდის, სანამ მკა გათავდებოდა. თავისი სიყვარულით და ხათრიანობით იგი იყო დიდი ნუგეში მოხუცებული დედამთილისა.

შენი რძალი სჯობია შვიდ ღვიძლ ვაჟსა, - ეუბნებოდნენ ნოომინს მეზობლები. ჯილდოც კარგი მიიღო თავისი გულკეთილობისათვის რუთმა უფლისაგან, რომლის თაყვანისმცემელის შეიქმნა იგი თავისი წარმართი ღმერთების დატოვების შემდეგ.

ეს უბრალო და ღარიბი ქვრივი მდიდარმა და კეთილმა ბოოსმა შეირთო ცოლად, რადგან მას ძალიან მოეწონა მისი კეთილი გული და მხნეობა.

რუთის შთამომავლობიდან წარმოსდგნენ შემგომში მეფენი ისრაელისანი და ბოლოს თვით მაცხოვარიცა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ