მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1462 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ყველაზე შესანიშნავი მსაჯული ისრაელთა შორის იყო გედეონი, ერთხელ ისრაელნი, თავისი ურწმუნოების და ღმერთის დავიწყების გამო, ჩაცვივდნენ საშინელ საშინელ ტანჯვაში.

ერთი ახლო მცხოვრები ხალხი დაესხმოდა ხოლმე თავსა, აწიოკებდა, არბევდა, ნახნავ-ნათესს უნადგურებდა, სტაცებდა საქონელსა და ბევრსა კიდევ სხვა ვაი-ვაგლახს აყენებდა მათ.

შვიდ წელიწადს იყვნენ ამისთანა უბედურებაში ისრაელნი. როცა ბოლოს ილაჯი გაუწყვიტა შიშმა და შიმშილმა, მოიგონეს ღმერთი და მხურვალე გულით შესთხოვეს შველა.

მაშინ ღმერთმა მათ შორის აღადგინა მსაჯულად და ხალხის გამომხსნელად გედეონი. ზაფხული იყო და გედეონი,ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, თავის მამის კალოზედ პურის ლეწვას ეჩქარებოდა, რადგანაც უნდოდა, სადმე ტყეში გაქცეოდა მტრებსა, რომლებიც ის იყო, შემოესივნენ ასაკლებად ისრაელთა ქვეყანას.

უცებ გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: ღმერთი არს შენთან, მამაცო კაცო! გედეონმა ვერ იცნო ანგელოზი და მიუგო: ახ, ჩვენთან რომ ღმერთი იყოს, ხომ ამისთანა უბედურება არ დაგვემართებოდა! არა, ეტყობა უფალმა სრულიად დაგვივიწყა. ადექი, წადი და იხსენ ისრაელნი ამ უბედურებისაგან, მე გაგზავნი შენა! - უთხრა ანგელოზმა.

გედეონმა უპასუხა: სად შემიძლიან ისრაელთა გამოხსნა, ერთი უკანასკნელთაგანი ვარ ისრაელთა შორის. ანგელოზმა მიუგო: მე ვიქნები შენთანა და შენ დასძლევ მტერსა.

გედეონმა იფიქრა, ეს უთუოდ წმინდა კაცი ვინმეა, უფლისგან გამოგზავნილიო, დაპატიჟება მოინდომა, გაიქცა შინა, მოარბენინა ხორცი და პური და მოიპატიჟა.

ანგელოზმა გედეონს მოტანილი საჭმელი ქვაზედ დააწყობინა და თავისი კვერთხით შეეხო მას; უცებ ქვიდან გამოტყვრა ცეცხლი და დასწვა, რაც ზედ იდვა. ამ დროს ანგელოზი გაქრა.

გედეონმა ახლა კი შიშით დაინახა, თუ რა არსებასთან ჰქონდა მას საუბარი. ანგელოზის გამოცხადებამ და მისმა სიტყვებმა ცხადად დაარწმუნა გედეონი, რომ იგი ღვთისგან იყო ამორჩეული თავისი ხალხის გამოსახსნელად. ამიტომ მან გაგზავნა სხვადასხვა ქალაქებში კაცები და დაიბარა ისრაელნი თავისთან მტერზედ გალაშქრებისათვის.

მსურველნი ბევრი გამოჩნდნენ და გედეონთან მოიყარა თავი ოცდაათიათას კაცზედ მომეტებულმა, რომელნიც კიდევაც მომზადებულნი იყვნენ საომრად.

გედეონი შეეხვეწა უფალსა: რაიმე ნიშნით მაცნობე, დავძლევ მტერს ამ ჯარით თუ ვერაო: აი, ჩემს კალოზედ გავშლი მატყლსა, - ეუბნებოდა უფალს გედეონი ლოცვაში, - და თუ ამაღამ მარტო იგი დაინამება, სხვა კი ყველაფერი დედამიწაზედ მშრალი იქნება, მაშინ დავრწმუნდები, რომ შენი მეშვეობით უთუოდ გამოვიხსნი ისრაელთა.

უფალმა მისცა გედეონს ეს ნიშანი. მეორე დილაზედ მთელი დედამიწა მშრალი იყო და მატყლი კი სულ ნამით იყო სველი.

გედეონს უნდოდა, რომ უფრო მტკიცედ დარწმუნებულიყო ღვთის შეწევნაში და ამიტომ ისევ შეეხვეწა: უფალო, ნუ გამირისხდები, ერთხელ კიდევ მომეცი ნიშანი ამ მატყლზედ შენი შემწეობისა; ამაღამ კიდევ დავდებ კალოზედ და დაე, იგი მშრალი დარჩეს და მთელი დედამიწა კი დაინამოს.

სწორედ ისე მოხდა, როგორც სთხოვა გედეონმა. ამის შემდეგ, იმედით სავსე გედეონი თავისი ჯარით წავიდა პირდაპირ მტერთან საბრძოლველად, მაგრამ უფალმა ნება არ მისცა გედეონს ამოდენა ჯარი წაეყვანა თანა. შესაძლებელია, - ეუბნებოდა უფალი გედეონსა, - ისრაელნი გაამპარტავდნენ მტრის დამარცხების შემდეგ და სთქვან, ეს ჩვენ საკუთარი ძალით და სიმარჯვით გამოვიხსენით თავი, ამიტომ უფალმა უბრძანა გედეონსა, რომ ამოეჩია ამ ჯარიდან მარტო სამასი კაცი და სხვანი კი დაეთხოვა სახლებში.

მაშინ ცხადი გახდებოდა ყველასათვის, რომ მხოლოდ ძალმა ღვთისამ გამოიხსნა ისრაელნი მტრის ხელიდან. ამ ერთი ბეწო ჯარით მიუახლოვდა ღამით მტრის ჯარის ბინას გედეონი და მის დასამარცხებლად იხმარა შემდეგი ხერხი: ყველა თავის ჯარისკაცს მისცა საყვირი, ანთებული მაშხალა და ქოთანი, სადაც ეს მაშხალა უნდა დაემალათ, მერე ყველას უბრძანა, გარს შემორტყმოდნენ ჩუმად მტრის ბანაკსა და უთხრა: როცა მე საყვირს დავუკრავ, დაუკარით თქვენ ყველამ ერთბაშადა და დაჰკივლეთ: მახვილი ღვთისა და გედეონისა თქვენს თავზედ!

ყველა სწორედ ისე მოემზადა, როგორც გედეონმა უთხრა: როცა გაიგონეს თავისი წინამძღოლის საყვირის ხმა, ჯარისკაცებმა ერთბაშად დააყვირეს საყვირნი, დაამსხვრიეს ქოთნები, აიშვირეს მაღლა საყვირები და საშინელი ხმით დაიძახეს: მახვილი უფლისა და გედეონისა!

ამ ხმამ უცებ გამოაღვიძა მტრის ჯარი, ისინი წამოცვივდნენ ფეხზედ თავზარდაცემულნი, გულგახეთქილები, ეგონათ, უმრავლესი ჯარი დაგვესხაო, აირივნენ, დაიბნენ სრულიად და ბნელაში გაიქცნენ მინდვრისაკენ. ერთმანერთისას ვეღარას იგებდნენ, თავისი ამხანაგებიც ისრაელნი ეგონათ და ერთმანერთს ხოცავდნენ.

გედეონმა დიდ მანძილზედ სდია მათ და დაატყვევა ყველა უფროსი და მეფეები ჯარისა. თითქმის მთელი ჯარი მტრისა დაიღუპა ამ ბრძოლის დროს. ამის შემდეგ ისეთი შიში ჩამოვარდა იმ უცხო ქვეყანაში, რომ ისრაელთა შეწუხება ფიქრადაც აღარავის მოსდიოდა.

მტრისგან განთავისუფლებულ ისრაელის ერს უნდოდა თავის მეფედ გაეხადა გედეონი და ამით გადაეხადა მისთვის სიკეთე, მაგრამ გედეონმა უარყო და თქვა: თვით უფალი ღმერთი ჩვენი მეფობდეს თქვენზედ.

ყველა მსაჯულებს სიმამაცით გადააჭარბა სამსონმა, რომელიც განთქმული იყო გასაოცარი ღონითა. ამ ღონეს იგი ხმარობდა ფილისტიმელების წინააღმდეგ, რომლებიც ამ დროს ძალიან აწუხებდნენ ისრაელის ხალხსა.

ერთხელ სამსონი მარტოდმარტო დაერია ფილისტიმელების ჯარს და გამხმარი ვირის ყბით ათასი კაცი მოჰკლა.

ერთხელ ფილისტიმელებმა სამსონი ღამით მოიმწყვდიეს თავის ქალაქში, დაუკეტეს კარები და მეორე დღეს უნდა დაეჭირათ და შეებოჭათ, მაგრამ სამსონმა ალაყაფის კარები ქალაქისა მთლად აგლიჯა ღამით, აიკიდა მხრებზედ, აიტანა მაღლა მთაზედ და იქ დააყუდა.

მესამედ, მინდორში ლომი დახვდა სამსონსა და გაექანა მის გასაგლეჯად, სამსონი მივარდა, ჩაავლო თავისი მძლავრი ხელები ყბებში, გასწია აქეთ-იქით, ყბები გაუხლიჩა ლომსა და მოჰკლა.

მაგრამ სამსონი ბოლოს შესცდა და ცოლად ფილისტიმელი ქალი შეირთო. ქალმა უღალატა და ძილის დროს დაასხა თავსა ფილისტიმელების ჯარი. მათ მძინარე სამსონი შებოჭეს და თვალები დასთხარეს.

ბოლოს სამსონმა მაინც სამაგიერო გადაუხადა თავისი მამულის მტრებსა. ერთხელ ის მიიყვანეს ფილისტიმელებმა ერთს უშველებელ დარბაზში, სადაც მათ გამართული ჰქონდათ დღესასწაულის გამო დიდი ლხინი. გამხიარულებულმა ხალხმა მასხრად აიგდო უსინათლო სამსონი.

სამსონს ჯავრით ყელში მოებჯინა სისხლი, იპოვა დედაბოძი დარბაზისა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოსწია, გამოაცალა სახლსა, დასცა იგი ძირსა და მის ქვეშ თავისთან ერთად დამარხა მრავალი ფილისტიმელი.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ