მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 750 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ისო ნავეს სიკვდილის შემდეგ ისრაელნი ჩქარა გადაუდგნენ თავის აღთქმას და ფიცსა; ერთმანერთში ხშირად ჩამოუვარდებოდათ ხოლმე განხეთქილება და სიძულვილი, იჭერდნენ მეგობრობას კერპთაყვანისმცემელ ხალხებთან. თაყვანს სცემდნენ მათ ღმერთებსა და ივიწყებდნენ თავის ჭეშმარიტ ღმერთს.

ჭკუაზედ მოყვანისათვის და მორჯულებისათვის ღმერთი ისრაელთ მისცემდა ხოლმე დროებით ბატონად სხვა ხალხს, რომლებიც ქანაანის ქვეყნის გარშემო ცხოვრობდნენ. ეს ხალხები დაეცემოდნენ ხოლმე ისრაელთ, სძლევდნენ მათ და არბევდნენ.

უბედურება უხელდა თვალს ისრაელის ხალხსა თავის შეცოდებაზედ და აგონებდა ჭეშმარიტ ღმერთსა. მტრებისაგან ილაჯგაწყვეტილი ისრაელნი მიიქცეოდნენ ხოლმე უფლისაკენ და ევედრებოდნენ, რათა მას ეშველა და გამოეხსნა მტრების ხელიდან.

მაშინ უფალი მათ შორის ამოარჩევდა ხოლმე რომელსამე ღირსეულ კაცსა, რომლის ხელითაც ათავისუფლებდა მთელ ხალხს მტრებისაგან. ეს ღვთისგან დადგენილი პირნი არამც თუ წინამძღოლნი იყვნენ ხალხისა, არამედ მართავდნენ მას, სამართალს უჭრიდნენ, ანუ ყოველ საქმეს განსჯიდნენ ხოლმე.

ამიტომ მათ დაერქვათ სახელად მსაჯულნი. სულ გამოიცვალა ისრაელის ერში თორმეტი მსაჯული. მათ შორის ერთ-ერთი იყო ქალი, დებორა, ცოლი ლაფიჭუდისი, რომელიც მამულის დიდი სიყვარულით, ხალხის ერთგულებით, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემით ყველა მამაკაცებზედ მაღლა იდგა და ამიტომაც იგი ღმერთმა მსაჯულად დანიშნა ისრაელთა შორის.

ამ მსაჯულთა დროს ერთმა გასათხოვარმა ქალმა გამოიჩინა მეტად დიდი სიყვარული და თავგანწირულობა თავისი სამშობლოს გულისათვის…... მისი მამა იეფთაე, რომელიც ამ დროს მსაჯულად იყო, ომში მიდიოდა და ღმერთს ამისთანა აღთქმა დაუდო: თუ მე ამ ომში გამარჯვებას მომანიჭებ და ჩემს სამშობლოს გამოვიხსნი, რაც პირველად წინ შემხვდება ომიდან შინ დაბრუნებულს, მსხვერპლად შემოგწირავო.

მოუმართა ღმერთმა ხელი და მტერი დაამარცხა. გამარჯვებული მსაჯული დიდის სიხარულით მოდიოდა შინ. ამ დროს ყველაზე პირველად მას გამოეგება წინ სიმღერით დედისერთა გასათხოვარი ქალი.

მამას საშინელი ელდა ეცა, როცა თავისი ერთადერთი საყვარელი ქალი დაინახა ყველაზედ წინ მოგებებული და მოაგონდა თავისი აღთქმა.

ქალმა ჰკითხა მამას ვაების მიზეზი და როცა იგი გაიგო, უპასუხა: ნუ ყოყმანობ და ნუ სწუხარ: მე მზადა ვარ, ჩემი ხალხის ბედნიერებისათვის თავი შევწირო უფალსა, მხოლოდ ამასა გთხოვ, ორი თვე მადროვო, რომ ჩემს ერთგულ ამხანაგებთან გამოვიტირო ჩემი ქალწულობა.

მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთმა არ გაიმეტა ქალი მსხვერპლად შეწირვისათვის და მის მამას ჩააგონა, რომ ქალი საყდრისათვის მსახურად შეეწირა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ