მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1328 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ორმოცი წლის მოგზაურობის მანძილზე უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსული ყველა მოზრდილი ებრაელი დაიხოცა, გარდა ისო ნავესი და ქალევისა.

ღმერთმა არ აღირსა მათ შესვლა და ნახვა ქანაანის ქვეყნისა მრავალი შეცოდების გამო. არ ეღირსნენ აღთქმის ქვეყანაში შესვლასა არც აჰრონი და არც მოსე. არ ეღირსნენ იმიტომ, რომ ერთს შემთხვევაში სწორედ არ აასრულეს მათ ღვთის ნება და ეჭვის სიტყვა გააგონეს ხალხს.

საქმე მოხდა ამგვარად: მიახლოებულნი იყვნენ ისრაელნი ქანაანის ქვეყნის საზღვარსა, როდესაც მათ წყალი შემოაკლდათ; სულმოკლე ხალხმა მაშინვე დაუწყო ჩივილი მოსეს: რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან ამისთანა უდაბურ ადგილას, სადაც არც ნაყოფია რამე და არც წყალი მოიძიება დასალევადო?!

შეწუხებული მოსე და აჰრონი შევიდნენ კარავში და იწყეს ლოცვა უფლისადმი. უფალმა უბრძანა: შეჰკრიბეთ მთელი ხალხი ერთად და ყოველთა წინაშე უბრძანეთ კლდესა წყლის გამოდენა.

მოსემ აიღო თავის კვერთხი, მიიყვანა ხალხი კლდის ძირსა და გაჯავრებით უთხრა: თქვე ურჩნო, რომ ყვირით წყალი-წყალიო, საიდან გავაჩინოთ ჩვენ იგი თქვენთვის? განა ამ კლდიდან შეიძლება გამოვადინოთ ჩვენ წყალი? და გაჯავრებულმა ორჯელ ზედიზედ დაჰკრა კლდეს კვერთხი და კლდიდან მაშინვე წყალმა უხვად დაიწყო დენა და ხალხი დაეწაფა მას.

აქ მოსეს სამი შეცდომა მოუვიდა და ღმერთს ამით ძალიან აწყენინა:

ჯერ ეჭვით უთხრა ხალხსა, განა ჩვენ შეგვიძლია ღვთის ძალით აქედან წყალი გადმოვიყვანოთო? ამ სიტყვებით მან თავისი ეჭვი გამოაცხადა ხალხის წინაშე ღვთის შემძლეობაზედ, როდესაც რომ იგი ვალდებული იყო მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოება და იმედი ღვთისა ეჩვენებინა ხალხისათვის, რომელიც უიმისოდაც ბევრჯერ იჩენდა ურწმუნოებასა;

მეორე: მოსეს, ღვთის ბრძანების თანახმად, კლდისათვის უნდა ებრძანებინა წყლის გამოდენა და არა ჯოხი დაეკრა;

მესამე: ერთის მაგივრად, ორჯერ დაჰკრა ჯოხი, თითქო ერთის დაკვრით ღმერთს არ შეეძლო წყალი გამოედინა კლდიდან.

ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აჰრონს: რადგანაც თქვენ ხალხს ჩემს შემძლეობაზედ ეჭვის სიტყვა გააგონეთ და მაგალითი არ აჩვენეთ, თუ როგორ მტკიცედ უნდა ვწამდე, ამიტომ თქვენ არ შეიყვანთ ამ ხალხსა აღთქმულ ქვეყანაში.

აჰრონი მოკვდა მოსეზე ადრე. აჰრონი იყო მღვდელმთავარი ისრაელთა. სიკვდილის წინ იგი, ღვთის ბრძანებით, ავიდა ერთ მთაზედ მოსესთან და თავის უფროს შვილთან ერთად. იქ მოსემ, მთელი ხალხის თვალწინ, გაჰხადა აჰრონს მღვდელმთავრის ტანისამოსი და ჩააცვა მის შვილს, რომელსაც მამის თანამდებობა ჩააბარა.

ცოტა ხანს უკან ამ მთაზედ მოკვდა აჰრონი. მეორმოცე წელიწადი რომ თავდებოდა, ისრაელნი მიადგნენ ქანაანის ქვეყნის საზღვარს.

ამ ქვეყნიდან მათ ჰყოფდათ მარტო მდინარე იორდანე. მოსე ევედრებოდა ღმერთსა, რომ მას ეღირსებინა მისი საყვარელი ხალხის შეყვანა ამ ქვეყანაში, მაგრამ უფალმა უბრძანა: ნუ მთხოვ მაგას, ადი ახლო მთაზედ, იქიდან გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელის ხალხსა, და მოკვდი, იქ შენ ვერ შეხვალ.

მოსემ დაიწყო მომზადება სასიკვდილოდ. იგი გამოესალმა მთელ ხალხს, შეეხვეწა ყველას, რომ ყოფილიყვნენ მორწმუნენი და მორჩილნი ღვთისანი, არ დაევიწყებინათ მისი სიკეთე და მზრუნველობა და წმინდად, შეურყვნელად დაეცვათ მისი კანონები და ბრძანებები.

ბოლოს მოსემ აკურთხა მთელი ხალხი, ავიდა ახლო მთაზედ, დახედა აღთქმის ქვეყანას და მიაბარა უფალს თავისი ღვაწლით სავსე სული.

მისი უკანასკნელი სურვილი და ვედრება იყო თავისი ხალხის ბედნიერება, რომელსაც მან ყველაფერი შესწირა. მის სიკვდილს არავინ დაესწრო, ასეთი იყო ნება ღვთისა.

მოსეს გვამი დამარხეს ანგელოზებმა და მისი საფლავი უცნობი დარჩა ყველასათვის.

მოსე მოკვდა ას ოცი წლისა. მოსემ თავის შემდეგ დატოვა ხუთი წიგნი. ამ წიგნებში მან ჩასწერა ყველაფერი, რაც კი ღმერთმა ჰქმნა ადამიანთათვის ქვეყნის შექმნიდან დაწყებული მოსეს სიკვდილამდის; აგრეთვე შიგ მოაქცია რაც კი უფალმა სხვადასხვა დროს ასწავლა ადამიანებს და გამოხატა შიგ სჯულნი და კანონნი, რომელიც ღმერთმა ისრაელის ერს მისცა.

რაც აქამდის გვიამბნია, ყველაფერი ამ წიგნებიდან არის ამოღებული. მოსე თვითონ როდი სთხზავდა, ის სწერდა მას, რასაც ღმერთი აგონებდა და ასწავლიდა. ამიტომ მის დაწერილწიგნებს ჰქვიათ “სიტყვა ღვთისა” ანუ “საღმრთო წერილი”.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ