მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 662 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ბოლოს ისრაელნი მიუახლოვდნენ იმ ქვეყანას, სადაც ისინი მიჰყავდა ღმერთს.

შესვლამდის მოსემ, ღვთის ბრძანებით, გაგზავნა თორმეტი კაცი ისრაელის თორმეტი ტომიდან იმ ქვეყნის დასაზვერად და გასასინჯად, მათ ჩუმად უნდა დაეარნათ ეს ქვეყანა და შეეტყოთ: როგორი მიწაა, რამდენად ნაყოფიერია, რამდენი მცხოვრებია, რამდენად მამაცნი და მძლავრნი არიან ისინი.

თორმეტმა გაგზავნილმა დამზვერავმა მშვიდობიანად შეასრულა მინდობილი საქმე და ორმოცი დღის შემდეგ უკანვე დაბრუნდა. თან მათ მოიტანეს იქაური ხილი საჩვენებლად და უთხრეს ხალხს: მარტო იმ მიწას გამოსდის რძე და თაფლი, ე. ი. იგი არის მდიდარი, მშვენიერი და ნაყოფიერი იალაღებით და სავსე ფუტკრითა, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი არის მეტად მძლავრი და ცხოვრობს დიდ და ძალიან გამაგრებულ ქალაქებში.

ამასთან ათმა მზვერავთაგანმა თავისი დაუკვირვებელი ლაპარაკით ხალხში შიში ჩააგდო: ჩვენ იქ ისეთი გოლიათები ვნახეთ, რომ მათთან ჩვენ გამოვჩნდით ქინქლებად.

ამ სიტყვებმა აღძრა ხალხში საშინელი ყვირილი, კივილი, კვნესა-ჩივილი მოსეზედ და ღმერთზედ: ჩვენ ღმერთს იქ სწორედ დასახოცად მივყევართ და ჩვენი ცოლ-შვილის დასატაცებლად ქანაანელთა ხელით! ის არა სჯობიან, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ? - ერთმანეთში იწყეს მოლაპარაკება, დაჰკრავდნენ პირობასა, რომ ამოერჩიათ ახალი წინამძღვარი და დაბრუნებულიყვნენ ისევ ეგვიპტეში.

მოსე, აჰრონი, ისო ნავე და ქალევი ძალიანა სწუხდნენ ამ ხალხის უგუნურებას და ეხვეწებოდნენ: ღმერთი მოწყალეა ჩვენი; იგი შეგვიყვანს იმ ქვეყანაში, ნუ ხართ მისი წინააღმდეგი; ნუ გეშინიათ ქანაანის მცხოვრებლებისა, მათ მშველელი არავინა ჰყავთ, ჩვენთან კი არს ღმერთი!

მაგრამ ხალხი უფრო გაცეცლდა და იწყო ყვირილი: ჩავქოლოთ ეგენი ქვითა! მაგრამ ამ დროს ღრუბლის სვეტმა, რომელიც კარვის თავზე იდგა, საშინლად გაანათა - ეს უფალი გამოცხადდა.

შფოთი იმწამსვე დამშვიდდა. უფალმა უთხრა მოსეს: რამდენი ხანი უნდა მაჯავროს მე მაგ ხალხმა? რამდენი ხანი უნდა იყვნენ ჩემი ურწმუნო? გავაწყობ მაგათ დედამიწის ზურგიდან და შენგან წარმოვშობ უფრო მრავალს და ძლიერ ხალხს.

მოსემ დაუწყო ხვეწნა და ვედრება ღმერთსა: უფალო, მიუტევე ამ ხალხს ეს შეცოდებაც შენი დიდი მოწყალების გამო, როგორც აქამდე მიგიტევებია მისთვის სხვა შეცოდებანი.

უფალმა უპასუხა: მომიტევებია შენი ლოცვის გამო. მაგრამ ამასთან ხალხს გამოუცხადე: არ ეღირსება ქანაანის ქვეყანას ეგ ბოროტი და სულმოკლე ერი, რადგანაც მრავალჯერ წინ აღმიდგნენ მე; ორმოც წელიწადს იწანწალებენ უდაბნოში, მანამ არ ამოიხოცებიან ყველანი, ოც წელიწადზე უფროსნი.

მე მხოლოდ მათ შვილებს შევიყვან აღთქმულ ქვეყანაში და დავუმკვიდრებ მათ. ხვალვე დაბრუნდით წითელი ზღვის პირას. აჯანყების მოთავენი, ათნი დამზვერავნი, მაშინვე იქმენ დასჯილნი: ისინი უცებ დაეცნენ მიწაზე და დაიხოცნენ.

მეტად დაღონებულ-დაძმარებული ისრაელნი გაბრუნდნენ უკანა და ორმოცი წელიწადი დაეხეტებოდნენ უდაბნოში: გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ