მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 657 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სინას მთასთან ისრაელებმა გაატარეს მთელი წელიწადი. აქვე იდღესასწაულეს წლისთავი თავისი გამოსვლისა ეგვიპტიდან, მეორე წლის დამდეგს ღრუბლის სვეტი, რომელიც მათ მოძრავ საყდარს ადგა თავსა, დაიძრა და გასწია წინ.

მთელი ხალხი აიბარგა და გაჰყვა მას. ძალიან უხაროდათ, ახლა კი მალე მივალთ აღთქმულ ქვეყანაშიო, მაგრამ ეს მისვლა თვითონვე დააგვიანეს თავის მოუთმენლობით, სულმოკლეობით და აბეზრობით.

სამი დღე უდაბნოში მშვიდობიანად იარეს, მაგრამ მეოთხე დღეს კი ასტეხეს ჩივილი და ტირილი: რატომ ხორცეული საჭმელი არა გვაქვსო? ვინ გაგვაძღობს აქ ხორცით? - ამბობდნენ ტირილით ისრაელნი. ეგვიპტეში პატიოსნად ვიყავით, რა გვრჯიდა, რად წამოვედით? თევზი თავზე საყრელი გვქონდა, არ გვაკლდა არც კიტრი, არც ნესვი, არც სხვა და სხვა მწვანილი. აქ კი გაგვიჭირა საქმე მარტო მანანის ჭამამ და მოგვაძულა თავი!

მწარედ მოედებოდა ხოლმე გულზედ მოსეს როდესაც მისი საყვარელი ერი იჩენდა ამისთანა მოუთმენლობასა და სულმოკლეობას. იგი მიიქცა ახლაც უფლისადმი მხურვალე ლოცვითა: მომბეზრდა, უფალო, ხელით ტარება ამ ერისა, აღარა მაქვს თავი მისი დაუდეგარობის ატანისა! უკეთესია, სიკვდილი მომივლინო და მომარჩინო მათ! სად ვუშოვნო ეხლა მათ ხორცი? ისინი სტირიან და მთხოვენ მას!

მაშინ უფალმა უთხრა ერსა: დაიცადეთ, ხვალვე სჭამთ თქვენ ხორცსა და იგი თავზედ საყრელი გექნებათ არა ერთს დღესა, არც ორსა, არც ხუთსა, არც ათსა და არც ოცსა, არამედ მთელ თვესა, მანამდე იგი არ გაწყენთ და საშინლად მოგაბეზრებთ თავს.

მაგრამ მოსემ უთხრა: უფალო, აქ ექვსასი ათასი მარტო მამაკაცია, საიდან უნდა ვაჭამო მათ მთელი თვე ხორცი? თუ ჩვენ საქონელს მთლად დავხოცავთ და შევკრიბავთ მთელი ზღვის თევზსა, თორემ სხვა მხრით როგორ დავიოკებთ ამ ხალხს.

ხოლო უფალმა მიუგო: განა მძლავრი არ არის ხელი ჩემი? აბა, დაინახავ შენ, ასრულდება ჩემი სიტყვა, თუ არა! უცებ ამოვარდა ქარი ზღვის მხრიდან და მოიტანა თანა უთვალავი გუნდნი მწყრისა.

ეს გემრიელი ფრინველი აუარებელი რაოდენობით დაედო მიწასა, ისრაელთ ბინის გარშემო ერთი დღის სავალზედ სრულიად დაჰფინა დედამიწა.

ხალხი დაფაციცებული დაეხვია მწყრებსა და მრავალს იჭერდა. ჯერ შესაჭმელი მწყრები კიდევ ბევრი იყო დარჩენილი, როცა მსუნაგ ხალხს გაუჩნდა საშინელი ავადმყოფობა, რომელმაც მრავალი გაწყვიტა.

იმ ადგილას, სადაც დახოცილები დამარხეს, ხალხმა შეარქვა "საფლავნი მსუნაგობისა”.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ