მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 771 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სულმოკლე ისრაელთა მეტად ჩქარა დაარღვიეს თავისი ფიცი, გადაუდგნენ ღვთის ნებასა და საშინლად განარისხეს უფალი.

მოსე, თანახმად ღვთის ბრძანებისა, ისევ ავიდა სინას მთაზედ. აქ მან გაატარა ორმოცი დღე, ესაუბრებოდა უფალსა; ისმენდა მისგან დარიგებათა და ბოლოს მიიღო მისგან ორი ქვის დაფა, რომლებზედაც თვით უფლისაგან იყო დაწერილი ათი მცნება.

მოსეს დაგვიანებამ საშინელ ცოდვაში ჩააგდო ისრაელნი: როდესაც ნახეს, რომ მოსე დიდხანს აღარ ჩამოვიდა მთიდან, მათ იფიქრეს, ჩვენთან იგი აღარ დაბრუნდებაო და გადაწყვიტეს ღვთის გამოხატულების გაკეთება, რომ შემდეგ ის გაემძღვარებინათ წინა და ისე წასულიყვნენ თავის გზაზედ.

კერპის გასაკეთებლად ყველამ მოიტანა რაც კი ოქროს ნივთეულობა ჰქონდათ: ბეჭდები, საყურეები და სხვანი. ოქრო ჩაყარეს ცეცხლში, დაადვნეს, გამოიყვანეს ხბოს თავის სახე, დაასვენეს იგი ცალკე მაღალ ადგილზედ. დაუწყეს თაყვანისცემა და მსხვერპლის შეწირვა; დღესასწაულობდნენ, ევედრებოდნენ და ამბობდნენ: “აი, ღმერთი, რომელმაც ჩვენ ეგვიპტიდან გამოგვიყვანა”.

გაჯავრებულმა უფალმა მთაზედვე უთხრა ეს ამბავი მოსესა და დაემუქრა: მაგ საშინელი შეცოდებისათვის ამოვხოცავ მთელ ხალხსაო. მოსე გამოეჩქარა მთიდან, შორიდანვე დაინახა ურჯულო საქმე თავისი ხალხისა, მეტად შეწუხდა და გაჯავრებულმა იქვე დაახეთქა და დაამტვრია ჩამოტანილი ქვის დაფები.

მოსე როცა ებრაელებთან მივიდა, კერპიც დაამსხვრია, მერე უბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ამ საქმის წამომწყებნი და მოთავენი; შემდეგ ხალხს გამოუცხადა, რომ: უფალი თქვენ აღარ გაგიწევთ თავის მფარველობასა, აღარ გიჩვენებთ შემწეობასა და მიიქცევს იქით პირსა თვისსაო.

ამის შემდეგ მოსე ახლად შედგა სინას მთასა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მთის მწვერვალზე უჭმელ-უსმელი, მტკნარად მშიერი მარხულობდა და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთსა, რათა მას მოეტევებინა ისრაელთათვის მათი მძიმე შეცოდება: უფალო, მე დამსჯე იმათ მაგიერ და იმათ კი აპატივე, - ეხვეწებოდა ღმერთსა მოსე, რომელსაც თავისი ხალხი თავის თავზე ბევრად მომეტებულად უყვარდა და მზად იყო მისი ბედნიერებისათვის თავი გაეწირა.

ამ დროს თვით ისრაელის ერიც, უფლის მუქარისაგან გონზე მოსული, მწარე ცრემლსა ღვრიდა და წმინდის გულით ნანობდა თავის მძიმე შეცოდებასა უფლის წინაშე.

უფალმა ნახა წრფელი სინანული ისრაელთა, მიიღო მოსეს ვედრება და აპატია შეცოდება მათი. მან უბრძანა მოსეს, ხელმეორედ გაეკეთებინა ორი ქვის დაფა, დამტვრეულების მაგივრად, და ასულიყო კიდევ მაღალ მთაზედ და აეტანა თან ეს ქვები.

მოსემ მთაზედ კვლავ დააგვიანა ორმოცი დღე, იყო მარხულობაში და ლოცვაში, ესაუბრებოდა უფალსა და მიიღო მისგან იგივე მცნებანი, დაწერილი მისგან ატანილ ქვის დაფებზედ.

ბოლოს ჩამოვიდა ძირს ერთან და ახარა მათ მიტევება მათი შეცოდებისა და ხელმეორედ დააფიცა ხალხი, რომ იგი მტკიცედ იდგება უფლის რჯულზედ და არასდროს აღარ უღალატებს მას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ