მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 815 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აქამდის ისრაელთ არ ჰქონდათ არც საყდარი, სადაც სალოცავად ერთად შეიკრიბებოდნენ და არც მღვდლები ჰყავდათ წირვა-ლოცვის შესასრულებლად.

წირვა-ლოცვას ასრულებდნენ ყოველ სახლში უხუცესნი. ახლა კი უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მას მოეწყო საზოგადო საყდარი, სადაც უნდა შეკრებილიყო მთელე ხალხი სალოცავად.

მოსეს უნდა დაენიშნა ცალკეულნი პირნი წირვა-ლოცვის შესასრულებლად. საყდრის ასაშენებლად მოსემ მოსთხოვა ებრაელებს შესაწევარი.

მათ დიდი სიხარულით მიიტანეს მრავალი ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და ძვირფასი ქვები საყდრის მოსაწყობად და მოსართავად.

მოსემ პირველად გააკეთებინა მოძრავი საყდარი, რომელიც ისეთნაირად მოაწყობინა, რომ როცა სურდათ, დაშლიდნენ და თან ადვილად წაიღებდნენ და როცა სურდათ, ისევ დასდგამდნენ ერთს ადგილს.

ამ საყდარს ერქვა კარავი კრებულისა. იგი ფარდით გაყოფილი იყო ორად: ფარდის ერთ განყოფილებას ერქვა “წმინდა წმინდათა”, მეორეს - “საწმინდაო”.

წმინდა წმინდათაში იდგა ოთხკუთხედი სკივრი, რომელშიაც იდვა ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით წარწერილნი. ამ სკივრს ერქვა კიდობანი სჯულისა. როცა კარავი კრებულისა სრულიად დამზადდა, მოსემ აკურთხა იგი. მაშინ ღრუბლის სვეტი ჩამოვიდა მასზედ და შემოერტყა გარსა, ეს იყო იმის ნიშანი, რომ თვით უფალმა დასახა იგი წმინდა ადგილად და თავის სახლად.

ამის შემდეგ ეს სვეტი ღრუბლისა მუდამ ადგა თავზედ კარავსა, მანამ ისრაელნი აღთქმის ქვეყანაში შევიდოდნენ.

როცა ეს სვეტი დაიძვრებოდა და მაღლა ავიდოდა, ისრაელნი აიშლებოდნენ და გაუდგებოდნენ გზასა; როცა იგი გაჩერდებოდა და კარავზედ ჩამოეშვებოდა, ისინი დადგებოდნენ და დროებით ბინავდებოდნენ წირვა-ლოცვისთვის.

მოსემ დანიშნა მთელი შთამომავლობა იაკობის ერთი შვილისა, სახელად ლევისა, საყდრის მსახურად. თვითონ მოსე და აჰრონიც მისივე შთამომავალნი იყვნენ.

მოსემ თავისი ძმა აჰრონი დანიშნა მღვდელმთავრად. მღვდლებად დააყენა მისი შვილები; ხოლო მომსახურეობა საყდარში, კარვის დაშლა-გამართვა, მისი გადატან-გადმოტანა, ჩააბარა დანარჩენ ლევიტელთ. ეს თანამდებობანი მათ საშვილიშვილოდ დაუმკვიდრა.

აჰრონის შთამომავლობაში უფროსი შვილი მღვდელმთავარი იყო ხოლმე, სხვანი იყვნენ მღვდლები, მოსმსახურობა საყდრისა ლევიტელთ დაუკვიდრათ სამუდამოდ.

მარტო მღვდელმთავარი და მღვდლები შედიოდნენ “საწმინდაოში”. ხალხს კი იქ შესვლის ნება სრულიად არ ჰქონდა: იგი ისმენდა წირვა-ლოცვას ფართო ეზოში, რომელიც გარს ერტყა კარავსა. “წმინდა წმინდათა” კი შეუვალი იყო ყველასათვის.

მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა უფლება წელიწადში ერთხელ შესულიყო შიგა მაშინ, როდესაც შესწირავდა ხოლმე მსხვერპლსა მთელი ხალხის შეცოდებათა მიტევებისთვის.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ