მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 812 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სამი თვის შემდეგ ისრაელნი მიადგნენ უფლისაგან დანიშნულ მთას, ამ მთას ჰქონდა ორი მწვერვალი. უფრო დაბალ მწვერვალს ერქვა ქორები, სადაც მოსეს ღმერთი გამოეცხადა, და უფრო მაღალს სინა ეწოდებოდა.

თანახმად ღვთის ნებისა, ისრაელნი ჩამოხდნენ და დასცეს კარვები სინას მთის ძირს. მოსე უფალმა მაშინვე ზევით, თავისთან, მოიხმო. იქ მას უბრძანა ციურმა ხმამა: მოამზადე ხალხი, ვინაიდან მესამე დღეს სინას მთაზედ ჩამოვა თვით უფალი ღმერთი, ხალხი გარს შემოარტყი მთასა და ყველას კი აუკრძალე, რომ მთაზედ ფეხი არავინ არ შესდგას და არ შეეხოს მას, რადგანაც ვინც მას შეეხება, უთუოდ მოკვდება.

მოსემ აასრულა ღვთის ნება, მოამზადა ხალხი და ჩააცმევინა სადღესასწაულო ტანისამოსი. მესამე დღე რომ დადგა, სინას მთა შეიმოსა შავი ღრუბელითა, გაჩნდა ჭექა-ქუხილი, იწყო საშინელი ელვა და მოისმა საყვირის ხმა.

მოსე ამ დროს იდგა მთაზედ წინაშე ღვთისა, მორთული ხალხი კი მთას გარს ერტყა და შიშით კანკალებდა. შემდეგ ყველაფერი დაიბინდა, დადგა სიმყუდროვე და ჩამოვარდა სიჩუმე.

ამ დროს მთიდან მკაფიო და გარკვეული ხმით მოისმა: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე! და უფალმა ამ სახით თავისი პირით წარმოსთქვა ისრაელთა წინაშე ათი მცნება.

მთელი ხალხი კრძალვით გაკავებული ისმენდა ღვთის სიტყვას. ჭექით და ელვით უფლის გამოცხადებამ მეტად შეაშინა ხალხი, ამიტომ მათ სთხოვეს მოსეს: უფალს მარტო შენ ელაპარაკე, ჩვენ ნუღარ გველაპარაკება პირდაპირ, თორემ შიშით დავიხოცებით; და რასაც შენ უფალი გეტყვის, ჩვენ ყველას ავასრულებთ.

მოსემ უპასუხა: არ დაიხოცებით, უფალი ეხლა იმიტომ გამოგეცხადათ ამ მრისხანე სახით, რომ გქონდეთ მისი შიში და არ გაბედოთ დარღვევა მისი ნებისა და ბრძანებისა.

შემდგომ მოსე ავიდა სინას მწვერვალზე, და შევიდა შიგ ღრუბელში.

აქ უფალმა მის წინ გამოთქვა სხვადასხვა კანონი სჯულისა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ღმერთი ისრაელთ, როგორ უნდა თაყვანს სცემდნენ მას, რომელი საქმენი არიან მათთვის საამონი და რომელი საწყინონი, როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანერთი, როგორი სასამართლოები უნდა დაწესდეს ისრაელთა შორის და სხვანი.

მთიდან რომ ჩამოვიდა, მოსემ ეს ყველაფერი გამოუცხადა ხალხს, გააგებინა, აუხსნა, ჩასწერა ცალკე წიგნში და ისრაელთ ფიცი ჩამოართვა, რომ ისინი იქნებიან ერთგულნი აღმასრულებელნი ღვთისაგან მოცემული სჯულისა და კანონებისა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ