მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 754 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ბოლოს ეგვიპტელებს მიადგათ საშინელი სასჯელი: როგორც ისინი უხოცავდნენ ისრაელებს ახალნაშობ ვაჟიშვილებს, ისე ახლა იმათ დაჰკარგეს უფროსი ვაჟიშვილები.

ერთ ღამეს სიყრმის ვაჟიშვილი მოკვდა ყოველი ეგვიპტელის სახლში: ფარაონიდან დაწყებული უკანასკნელ გლეხამდის. ხოლო ისრაელებს აგრეთვე ჰქონდათ ნათქვამი ღვთისაგან მოსეს პირით, რომ ამ ღამეს ისინი სრულიად ყოფილიყვნენ მომზადებულნი ეგვიპტიდან გასასვლელად, ჩაცმულნი, დახურულნი, სარტყელშემოკრულნი და აბარგულნი.

ამასთან უფალმა უბრძანა მათ, აღესრულებინათ შემდეგი წესი: ყოველ სახლობას უნდა დაეკლა ბატკანი, რომელიც ერთ წელზე მომეტებული არ უნდა უნდა ყოფილიყო და არც რაიმე წუნი ჰქონოდა, მისი სისხლი ჯვარედინად უნდა წაესვათ კარების თავზე გარედან, ხორცი შეეწვათ და იმ ღამესვე შეეჭამათ; ბატკნის ძვლები არც უნდა დაეხლიჩათ და არც დაემტვრიათ და რაც კი შეუჭმელი დარჩებოდათ, უნდა ცეცხლში დაეწვათ როგორც წმინდა რამე.

ამ წესის შესრულებას დაერქვა “პასექი უფლისა” შემდეგი მიზეზის გამო; როცა იმ ღამეს სიკვდილის ანგელოზმა ჩამოიარა ეგვიპტელების უფროსი ვაჟების დასახოცად, მშვიდად გაიარა იმ სახლების წინ, რომლების კარებსაც ეცხო სისხლი ბატკნისა და არაფერი დაუშავა იქ მცხოვრებ ისრაელის სახლობათა.

სიტყვა "პასექი" ნიშნავს: გვერდით ჩაგვიარა, ანუ გამოგვიხსნა. ამიტომ, ბატკანი, რომელიც მოამზადეს ებრაელებმა და ჭამეს ღვთისაგან ნაბრძანები წესით, წოდებულ იქნა "პასექის ბატკნად".

ებრაელებმა სწორედ ისე შეასრულეს ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა. იმავე ღამეს, სწორედ შუაღამისას, მთელ ეგვიპტეში ატყდა საშინელი ტირილი და ვაება. ყველა სახლში უცებ მოკვდა უფროსი ვაჟიშვილი.

შეშინებულმა ფარაონმა იმავ ღამეს დაუძახა მოსეს და აჰრონს და ნება მისცა ეგვიპტიდან გასვლისა მთელი ებრაელი ერითა. ეგვიპტელები თავის მხრივ აჩქარებდნენ ებრაელებს და ეუბნებოდნენ: გაგვეცალენით ჩქარა, თორემ თქვენი გულისათვის სულ ამოვიჟლიტებით.

ებრაელები გაუდგნენ გზასა. მათ თან მიჰქონდათ ყველაფერი თავისი ნივთეულობა, სარჩო და სიმდიდრე. თან მიჰყავდათ საქონელი. იმათ გასწიეს ჩრდილოეთისაკენ, რადგანაც აღთქმის, ანუ ქანაანის ქვეყანა, სადაც მათი წინაპარნი ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთისაკენ იყო.

მათ თან წაიღეს იოსების ძვლებიცა, თანახმად მისი ანდერძისა, ერი ისეთი მრავალი იყო, რომ მარტო სრული ხნის ვაჟკაცების რიცხვი შეადგენდა ექვსას ათასს.

მოსე წინ მიუძღოდა, ხოლო გზას უჩვენებდა თვით უფალი: იმათ წინ, მაღლა ცაში, მიდიოდა ღრუბლით ანგელოზი უფლისა; დღისით ეს ღრუბელი უჩრდილებდა მათ და იფარავდა უდაბნოს სიცხისაგან, ხოლო ღამე ცეცხლის სვეტად იქცეოდა და გზას უნათებდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ