მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 979 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მოსე და მისი ძმა აარონი წარსდგნენ ფარაონის წინაშე და მოახსენეს: ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ჩვენი: გაუშვი ერი ჩემი, რათა მან უდაბნოში გადიხადოს წირვა და შემომწიროს მსხვერპლი.

ფარაონმა ამაყად მიუგო: ვინ არის ეგ ღმერთი თქვენი? მე იმას არ ვიცნობ, არც არას გავუგონებ და არც ისრაელის ერს გავუშვებ აქედან.

მარტო ამას არ დასჯერდა ფარაონი: ეტყობა, ისრაელის ერს საქმე არა აქვს, რომ მაგისთანა რამეებზედ ფიქრობს, - სთქვა ფარაონმა, - მოუმატეთ მას სამუშაო!

ამის შემდეგ აღარ მისცეთ ბზე ალიზის გასაკეთებლად. თვითონვე აგროვონ ბზე და ალიზიც იმდენივე აკეთონ, რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ.

ხელმწიფის ბრძანების თანახმად ზედამხედველები აღარ აძლევდნენ ბზეს, ალიზს კი იმდენსავე ითხოვდნენ იმათგან, რამდენსაც წინათ, რადგანაც ებრაელები ვერ ასწრებდნენ ალიზის დაწესებული რაოდენობის გაკეთებას, ამიტომ ზედამხედველები უდიერად სცემდნენ.

აუტანელ ტანჯვაში ჩავარდნენ ებრაელები და დაუწყეს ყვედრება მოსეს და აჰრონსა: ღმერთმა მოგკითხოთ თქვენა, რომ გახდით მიზეზი ჩვენი წვალების მომატების.

მაშინ მოსემ მიმართა ღმერთს ლოცვითა: უფალო, რად გამომგზავნე ტყუილად ფარაონთანა? მე იმას ვუთხარი, რაც შენ ბრძანე და იმან უფრო უარესი გვიყო.

მაშინ უფალმა უბრძანა მოსეს, რომ იგი ახლად წასულიყო აჰრონითურთ ფარაონთანა და მეორედ მოეთხოვა ისრაელი ერის გაშვება. თუ ფარაონმა გითხრათ, აბა დამიმტკიცე რითიმე, რომ შენ სწორედ ღმერთმა გამოგგზავნაო, უბრძანე აჰრონს ფარაონის წინაშე დააგდოს თავისი კვერთხი (ჯოხი) და იგი გველად გადაიქცევა.

მოსე სწორედ ასე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუგონა. ეს იმიტომ, რომ გრძნეულმა ეგვიპტელებმა, რომელთაც ფარაონმა მოუხმო თვალთმაქცობით იგივე გააკეთეს, რაც მოსემ.

ამის გამო ფარაონმა არ დაიჯერა მოსე და აჰრონი ღვთისგან იყვნენ გამოგზავნილნი და მისი ძალით მოახდინეს სასწაული.

ამის შემდეგ განრისხებულმა უფალმა ეგვიპტეს მიაყენა მრავალი სასჯელი. აი, ეს სასჯელნიც: წყალი მდინარეებში, ტბებში, წყაროებში, ჭებში ყველგან იქცა სისხლად და ეგვიპტელები უწყლოდ იხოცებოდნენ.

მერე გაჩნდნენ უთვალავი, საძაგელი მიწის ბაყაყები, რომელთაც აავსეს მთელი ქვეყანა, სახლები, სადგომები და დაუკარგეს ეგვიპტელებს მოსვენება.

შემდეგ დაეცა მთელ ეგვიპტეს უთვალავი კოღო, რომელიც არავის მოსვენებას არ აძლევდა; გაჩნდა აუარებელი შხამიანი ბუზი და მთელი ქვეყანა მოჰფინა.

ამის შემდეგ საქონელი დაავადდა ჭირითა და მთლად გაწყდა. ადამიანებს მუწუკმა გამოაყარა და ხოცავდა მათ.

მოვიდა საშინელი სეტყვა და გაანადგურა მთელი ეგვიპტე. სეტყას მოჰყვა კალია, რომელმაც მოსვლიპა ყველაფერი, რაც კი გადარჩენილი იყო.

სამი დღე იდგა საშინელი სიბნელე ეგვიპტეში და იყო წყვდიადი ღამე. ყველა ეს სასჯელი დაწყებოდა ხოლმე მოსეს სიტყვითა და მისივე სიტყვით თავდებოდა, მაგრამ არც ერთი სასჯელი არ შეხებია იმ კუთხეს ეგვიპტისას, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები.

ამიტომ ფარაონი და ეგვიპტელები ცხადად გრძნობდნენ, რომ ამ სასჯელით მათ სჯიდა ებრაელთა უფალი იმ ტანჯვისათვის, რომელიც მათ მიაყენეს მის ერს.

როცა სასჯელი ძალიან შეაწუხებდა ხოლმე ეგვიპტელებსა, ფარაონი იბარებდა ხოლმე მოსეს და ეუბნებოდა: მოგვაშორე თავიდან ეს უბედურება და გავუშვებ შენ ერს ეგვიპტიდანო. მაგრამ რაწამს სასჯელი მოშორდებოდა, ფარაონი თავის აღთქმას აღარ ასრულებდა, ჯიქობდა, არ უშვებდა ებრაელებს და სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა თავს.

ბოლოს მრისხანებით უთხრა მოსესა: აღარ დამენახო თვალითა, თუ კიდევ მოხვალ ჩემთანა, იცოდე, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩები!

მოსემ მიუგო: როგორც ბრძანე, ისე იქნება. მე შენ ვეღარა მნახავ, თვით შენი ეგვიპტელი მონები მოვლენ ჩემთან და შემომევედრებიან, რომ გავიდე ეგვიპტიდან და გავიყვანო მთელი ებრაელი ერი, ვინაიდან თქვენი ჯიუტობით განრისხებულია ღმერთი, იგი საშინელებას მოგაყენებთ და მთელს ეგვიპტეში ატყდება საშინელი კვნესა და ტირილი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ