მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 658 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ბედნიერ მდგომარეობაში ჩავარდა ყმაწვილი მოსე ფარაონის სასახლეში, რასაც კი გული ინატრებდა, იმის ხელქვეით იყო, რადგან ისე ჰყავდა ყველას მიჩნეული, როგორც ნამდვილი შვილი მეფისა.

ამისთანა მდგომარეობაში სხვა უიმისო მიეცემოდა განცხრომით ცხოვრებასა, შეიქმნებოდა გულგრილი და ზურგს შეაქცევდა თავის ხალხს.

მაგრამ მოსე სრულიად არ მოიქცა ასე იმას დედის ძუძუსთანავე ჰქონდა ჩანერგილი გულში სიყვარული თავისი ხალხისა, მისი ტანჯვა მას თავის ტანჯვად მიაჩნდა, მისი გული კვდებოდა, როცა ებრაელების ჩაგვრას ხედავდა, ან ესმოდა მათი წვალება.

თავისი ხალხის გამოხსნა და განთავისუფლება იყო უმთავრესი, პირველი საგანი მოსეს ფიქრისა. მან კარგად იცოდა, რომ უსწავლელი კაცი ბევრს ვერაფერს არგებს თავის ხალხს, თუნდაც ძალიან გულითაც უნდოდეს მისი ბედნიერება.

ამიტომ მოსე ძალიან ბეჯითი იყო სწავლაში. რაც კი მაშინდელმა ეგვიპტელებმა იცოდნენ მეცნიერებისა, ყველაფერი მშვენივრად ისწავლა და მტკიცედ შეითვისა.

იგი საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი თავისი მოქმედებისათვის. აგერ მოსემ დაასრულა სწავლა და შეიქმნა ვაჟკაცი. მის წინ იდო ორი გზა: თუ იგი ეგვიპტელებს მიემხრობოდა და უღალატებდა თავის თანამემამულეებს, მას მოელოდა პატივი, დიდი ადგილი, სიმდიდრე, განცხრომით ცხოვრება, ერთი სიტყვით, ბედნიერება.

ხოლო თუ კი იგი შეიქმნებოდა თავისი ხალხის ერთგული მფარველი და მოსარჩლე, მაშინ იმას არ ასცდებოდა წვალება, ტანჯვა, სიღარიბე და, იქნებ ებრაელების ხელით სიკვდილიც კი.

მოსემ ეს კარგად იცოდა, მაგრამ თავის ხალხთან ერთად მას ათასჯერ ერჩივნა ტანჯვა, ვიდრე სიამოვნება ეგვიპტელებთან, თავისი ხალხის გულისათვის სიკვდილს იგი ათასჯერ ამჯობინებდა ბედნიერ სიცოცხლეს ეგვიპტელების სამსახურში.

მოსე შეიქმნა ერთგული მოსარჩლე თავისი ხალხისა, რომელსაც მეტად სჩაგრავდნენ ეგვიპტეში.

იგი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ შვება მიეცა ისრაელთათვის: მალიმალ დასტოვებდა ხოლმე სასახლესა; დადიოდა ისრაელთა ქოხებში, ნუგეშსა სცემდა დაჩაგრულებსა, გულს უკეთებდა დაცემულებსა, ზოგს ფულითა შველოდა, ზოგს რჩევითა, ყველას ამხნევებდა, უქადაგებდა, რომ ერთი პირი ჰქონოდათ, ერთმანერთისათვის ზურგი მაგრად მიეცათ, ერთიმეორისათვის ეშველნათ, ჰყვარებოდათ ჭეშმარიტი ღმერთი, სძულებოდათ კერპები და ამ გზით მოემზადებინათ თავისი თავი გამოხსნისათვის.

ბევრჯერ ამ დროს თავისი თვალით ხედავდა, როგორ ურჯულოდ ექცეოდნენ ეგვიპტელები ებრაელებს, როგორ უწყალოდ სცემდნენ მათ უმიზეზოდ და მიწასთან ასწორებდნენ, გული ვერ უთმენდა მოსეს და ეგვიპტელებს სამაგიეროს უხდიდა.

ბოლოს ფარაონმა შეიტყო, რომ მოსეს ძალიან უყვარს ებრაელები, რომელთა ამოწყვეტასაც ის ცდილობდა. ესარჩლება მათ, უმართავს ხელსა, სძულს ეგვიპტელები, როგორც მჩაგვრელნი და ყოველთვის ისრაელთა მხარე უჭირავს.

შეიტყო ეს და მოინდომა მოსეს დასჯა სიკვდილითა. მოსემ რომ გაიგო, ადგა და გაიქცა ეგვიპტიდან უცხო ქვეყანაში. ამ დროს იგი იყო ორმოცი წლისა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ