მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 983 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იმ დროს, როდესაც ფარაონის ბრძანებით ისრაელთ უხოცავდნენ ახალდაბადებულ ვაჟიშვილებს, ერთ ისრაელის დედაკაცს დაებადა ვაჟი, რომელსაც იგი სამი თვის განმავლობაში მალავდა.

ბოლოს ცხადად დაინახა, რომ მეტი დამალვა ყმაწვილისა აღარ შეიძლებოდა, დღეს თუ ხვალ ეგვიპტელები შეიტყობდნენ, წაართმევდნენ და წყალში გადაუგდებდნენ ბავშვს დასახრჩობად.

დაწნა იმ ქალმა ლერწმის კალათა. კარგა ღონივრად გაფისა გარშემო, რომ წყალი არ შესულიყო, ჩააწვინა მძინარე ბავშვი შიგ, დილა-ღამიანად ჩაიტანა დიდი მდინარის პირას და ლერწმებში ჩადგა.

ამასთან თავის ქალს, მარიამს, უთხრა, რომ ახლომახლო დამალულიყო და თვალი ჩუმად ედევნებინა, რა მოუვიდოდა ყმაწვილს.

დილით მდინარეზე ჩამოვიდა საბანაოდ თვით ფარაონის ქალიშვილი, თავისი მოახლეებით. ფარაონის ასულმა ლერწმებში თვალი მოჰკრა კალათას, და ერთს თავის მოახლეს უბრძანა გამოეტანა.

როცა მოახლემ კალათა მოუტანა და ახადა, შიგ ხელმწიფის ქალმა ნახა მშვენიერი ყმაწვილი, რომელსაც ის იყო გამოღვიძებოდა და ტიროდა: ახ, ეს უთუოდ ისრაელთა ბავშვია, - სთქვა შებრალებით ფარაონის ქალიშვილმა.

მაშინ ამ ბავშვის დამ, რომელიც მოფარებით იქვე ახლოს იდგა და ამ სცენას უთვალთვალებდა, მოირბინა, ვითომც უცხო ვინმემ და ხელმწიფის ქალიშვილს მოახსენა, ხომ არ გნებავთ, რომ მე მოგგვაროთ ძიძა მაგ ბავშვისათვის ებრაელთაგანო?;

კარგი, მოიყვანე, - უთხრა ფარაონის ასულმა.

მარიამი გაიქცა და საჩქაროდ მოიყვანა თავისი დედა, რომელსაც ხელმწიფის ქალმა გასაზრდელად ჩააბარა ნაპოვნი ყმაწვილი.

ასე გახდა ღვიძლი დედა ამ ბავშვისა მისივე ძიძა. როცა ბავშვი მოიზარდა, ფარაონის ქალიშვილმა იშვილა იგი, დაარქვა მოსე და წაიყვანა მეფის სასახლეში გასაზრდელად.

აქ მოსეს ინახავდნენ და ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ მეფის შვილსა და ასწავლეს მთელი სიბრძნე ეგვიპტელებისა, რომელნიც მაშინდელ დროში განათლებით ყველაზე წინ იდგნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ