მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 837 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იოსები ისევ ცოცხალია და უფლობს მთელს ეგვიპტეზედ! - ეს სიტყვები ახარეს იაკობს მისმა შვილებმა, როდესაც შინ დაბრუნდნენ ეგვიპტიდან და მამას ყელზედ ეხვეოდნენ.

მოხუცებული მამის გული ძლიერ შეჩვეული იყო მწუხარებას საყვარელი შვილის დაკარგვით და ამიტომ იაკობი არ ერწმუნებოდა მათ სიტყვას. მაგრამ როცა შვილებმა იოსების ყველა სიტყვა უთხრეს, დაწვრილებით უამბეს ყველაფერი და აჩვენეს იოსებისგან გამოგზავნილი ეტლები.

იაკობი გაცოცხლდა სულითა და სთქვა: ოჰ, ბედნიერებავ! ნუთუ იოსები კიდევ ცოცხალია? ახ! წამიყვანეთ და მაღირსეთ მისი ნახვა, მინამ სიკვდილს არ უსწვრია ჩემთვის!

იაკობი საჩქაროდ მოემზადა ეგვიპტეში წასასვლელად. ჩააბარგა მთელი თავისი ქონება, განძეულობა და შვილებით და შვილიშვილებით გაუდგა გზას.

იოსებმა რომ გაიგო მამის მოახლოვება, ჩაჯდა ეტლში და გამოეგება გზაზედ. დაინახა თუ არა მამა, გაექანა, მოეხვია ყელზედ და დიდხანს სტიროდა გულში ჩაკრული.

ახლა კი მშვიდად მოვკვდები, შვილო, - ეუბნებოდა მამა, - ვინაიდან ვნახე სახე შენი და დავრწმუნდი, რომ ისევ ცოცხალი ხარ.

იოსებმა თავისი მამა წარუდგინა ფარაონსა. რამდენი წლისა ხარ? ჰკითხა იაკობს ხელმწიფემ. ასოცდაათი წელია, რაც მე ქვეყანაზედ სტუმრადა ვარ, - მიუგო იაკობმა, - მცირე და მოკლენი არიან დღენი ხნისა ჩემისანი და ბევრით ძირს ჩამოუვლენ დღეგრძელობასა ჩემი მამა-პაპისას.

ფარაონმა მისცა იაკობს საცხოვრებლად ერთი, ყველაზედ უკეთესი კუთხე ეგვიპტისა, სადაც იაკობი დაბინავდა მთელი თავისი სახლობით.

ეგვიპტეში იაკობმა ჩვიდმეტი წელიწადი კიდევ იცოცხლა. სიკვდილის წინ იოსების ორი შვილი აკურთხა და შერაცხა ისინი მემკვიდრეობის უფლებით, მერე დაიბარა თავისი შვილები, დალოცა ისინი და აკურთხა. ამასთან, ერთ იმათგანს, იუდას, უწინასწარმეტყველა, რომ შენს შთამომავლობაში არ გამოილევიან თავადნი და მეფენი, მანამ არ მოვა ქვეყანაზედ მაცხოვარი, რომელიც იქნება შენივე შთამომავლობისაო.

ამის შემდეგ იაკობმა სთხოვა თავის შვილებსა, რომ მათ მისი გვამი წაეღოთ ქანაანის ქვეყანაში და დაესაფლავებინათ პაპასთან და მამასთან, ბოლოს შეევედრა ღმერთსა და მშვიდობით განუტევა სული ას ორმოცდაშვიდი წლისამ.

იოსებმა და სხვა შვილებმა მამის ანდერძი აასრულეს და დაასაფლავეს იგი აბრამთან და ისაკთან.

როცა დასაფლავების შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნდნენ, იოსების ძმები შეფიქრიანდნენ, ვაითუ ჩვენმა ძმამ ახლა სამაგიერო გადაგვიხადოს იმ ბოროტისათვის, რომელიც ჩვენ მას დავმართეთო. მივიდნენ ერთად იოსებთანა, მდაბლად დაუკრეს თავი და მოახსენეს: გვაპატიე ჩვენი შეცოდება შენს წინაშე, ჩვენ ეხლა შენი მონანი ვართ.

იოსებმა დაამშვიდა ისინი: ნუ გეშინიათ, რაც თქვენ მე მიყავით, ღმერთმა კეთილად გადამიქცია. მე არამც თუ ცუდი არა მსურს თქვენთვის, არამედ ვიქნები თქვენი მზრუნველი და მფარველი ჩემ სიკვდილამდე.

დამშვიდებული ძმები დაბრუნდნენ თავის ბინაზედ და კეთილად ცხოვრობდნენ იოსების მფარველობის ქვეშა.

როცა იოსები კვდებოდა, თავის ძმებს ანდერძად დაუგდო, როცა თქვენ უფალმა გაგიყვანოთ აქედან ქანაანის ქვეყანაში, ჩემი ძვლები ამოიღეთ საფლავიდან, წაიღეთ თანა და დამარხეთ ჩემს მამა-პაპასთანაო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ