მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 735 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იოსები ჯერ კიდევ არ გაუტყდა თავის ძმებს, იმიტომ, რომ უნდოდა, ჯერ გაეგო, შური ჰქონდათ თუ არა უმცროსი ძმისა, რომელიც იოსების შემდეგ მამას მომეტებულად უყვარდა, მზად იყვნენ თუ არა გამოსარჩლებოდნენ მას და ებრალებოდათ თუ არა მოხუცებული მამა.

ამიტომ ამ განზრახვით იოსებმა თავის მსახურთ უბრძანა, ბენიამენის ტომარაში ჩუმად ჩაეტანებინათ იოსების ვერცხლის აზარფეშა.

როცა ძმები წავიდნენ თავის გზაზედ, იოსებმა გამოუყენა უკან თავისი სახლის გამგებელი; როდესაც დაეწია, და გააჩერა გზაზედ, ძმები სახტად დარჩნენ, ერთმანერთს დაუწყეს ცქერა და არ იცოდნენ, რას ეუბნებოდა ის კაცი.

რად მოიპარეთ აზარფეშა ჩემი ბატონისა, ის აზარფეშა, რომლითაც იგი ღვინოსა სვამს? რას ბრძანებთ, ბატონო? - მიუგეს შეძრწუნებულმა და შეშინებულმა ძმებმა, - ჩვენ ამისთანა ხალხი როდი ვართ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინოთ. თუ ჩვენგანს ვისმეს ის აზრფეშა უპოვნოთ, სიკვდილით დასაჯეთ და ჩვენც ყველანი შენი ბატონის მონებად გვაქციეთ.

კარგი, აგრე იყოს, ვისაც ვუპოვნით აზარფეშას, ის უნდა ჩვენი მონა გახდეს. ეს რომ თქვა, დაუწყო გახსნა ყველა ტომარასა და გაუჩხრიკა ყველს, უფროსიდან დაწყებული უმცროსამდის.

აზარფეშა აღმოჩნდა ბენიამენის ტომარაში. საშინელი თავზარი დაეცათ ძმებსა, სიმწრით ტანისამოსი გაიგლიჯეს და სახედრებს უკან აქნევინეს პირი. როცა ისინი წარსდგნენ იოსების წინაშე, მან მიიღო ძმები სასატიკი საყვედურით.

მაშინ იუდა წარსდგა წინა და მოახსენა: რაღა გვეთქმის, ბატონო, და რითიღა გავიმართლებთ თავს? ღმერთი უწინდელი შეცოდებისათვის გვსჯის ჩვენა. აი, ეხლა ჩვენ ყველანი შენს მონებად ვრჩებით. არა, - მიუგო იოსებმა, - მე მაგას არა ვიქმ. ჩემს მონად უნდა დარჩეს მარტო ის, ვისაც ტომარაში უპოვეს აზარფეშა, თქვენ კი ყველას შეგიძლიათ მშვიდობით დაბრუნდეთ მამასთან.

მაშინ იუდამ დაუწყო ხვეწნა და ვედრება, რომ ეს არ ექნა მათთვის. მოხუცებულ მამაჩვენს ერთი დღის სიცოცხლე არ შეუძლიან უბენიამენოდ. თუ იგი მაგას დაჰკარგავს, ჯავრით მოკვდება. როგორღა უნდა ვეჩვენოთ მოხუცებულ მამასა? რა უნდა ვუთხრათ, როგორ უნდა ვუცქიროთ მის საცოდაობას? არა, დამარჩინე ამ ყმაწვილის მაგივრად შენს მონად და მას კი ნება მიეცი, წავიდეს შინ თავის ძმებთან.

მაშინ იოსებმა ვეღარ შეიმაგრა თავი და ვეღარ დამალა თავისი ვინაობა. დაითხოვა გარეთ თავისი მსახურნი და როცა ძმებთან მარტო დარჩა, წასკდა მდუღარე ცრემლები და დაიძახა. მე იოსები ვარ, ცოცხალია კიდევ მამაჩემი?; ძმებს გონება სრულიად დაეკარგათ საშინელი განცვიფრებისაგან, მათ ერთი სიტყვაც ვერ მიუგეს, ისე შეეშინდათ.

სირცხვილმა და შიშმა მოიცვა ისინი და იდგნენ მის წინაშე გაქვავებულნი.

მაშინ იოსებმა უთხრა: ახლო მოდით ჩემთან. მივიდნენ, მაგრამ ჯერ სიტყვა ვერ ამოიღეს: მე იოსები ვარ, თქვენი ძმა, სწორედ ის, რომელიც თქვენ გაჰყიდეთ. მაგრამ ნუ სწუხხართ, თვით უფალმა მომიყვანა აქ თქვენი სიცოცხლის გადარჩენისათვის. გაეჩქარენით მამაჩემისაკენ და ახარეთ ჩემი დიდება ეგვიპტეში. უთხარით ყველაფერი, რაც აქ ნახეთ და ჩქარა მომგვარეთ აქ.

მერე გაექანა, მოეხვია ყელზედ ბენიამენსა, ჰკოცნიდა და სიხარულით ორივე სტიროდა. მერე დაჰკოცნა თვალცრემლიანმა ყველა სხვა ძმებიც, რომლებიც აგრეთვე სტიროდნენ და მათი ცრემლები ერთმანერთში ერეოდა. მხოლოდ ახლა აეხსნა მათ ენა და დაუწყეს იოსებს ლაპარაკი.

ფარაონმა რომ შეიტყო თავისი საყვარელი იოსების სიხარული, თვითონაც გაიხარა და ბრძანა, რომ მისი სახელითაც მიეწვიათ იაკობი ეგვიპტეში. იოსებმა გაისტუმრა თავისი ძმები მრავლის საჩუქრით და გაატანა მამის გადმოსაყვანად მდიდრული ეტლები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ