მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 856 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ნაყიდი პური დაიხარჯა და შიმშილობა კი გრძელდებოდა. შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, იაკობის შვილები ხელმეორედ უნდა წასულიყვნენ ეგვიპტეში პურის საყიდლად.

მოხუცებული იაკობისთვის დიდი სამძიმო საქმე იყო ბენიამენის მოშორება, მაგრამ უიმისოდ მის შვილებს არ შეეძლოთ ეგვიპტის უფროსს სჩვენებოდნენ.

ბოლოს, როგორც იყო, შვილებმა დაიყოლიეს თავიანთი მამა ბენიამენის გატაცებაზედ. იაკობმა გაამზადა ყველა თავისი შვილი სამგზავროდ. დაულოცა მათ გზა მშვიდობისა, ტირილით გამოესალმა და გაისტუმრა.

იოსებმა მეორედ თავისი ძმები ძალიან ალერსიანად მიიღო. როცა იმათი მოსვლა მოახსენეს, თავის მოსამსახურეთ უბრძანა, მის საკუთარ სახლში დაებინავებინათ, მიეყვანათ მათთან ის ძმა, რომელიც საპყრობილეში იყო და კარგად გამასპინძლებოდნენ.

შემდეგ იოსებიც გამოვიდა მათთან და მეგობრულად დაუწყო გამოკითხვა: მამათქვენი ხომ კარგად არის? თქვენ თქვით, მოხუცებულიაო, ხომ ისევ ცოცხალია? ეს არის თქვენი პატარა ძმა? ნუ მოგაკლოს, შვილო, ღმერთმა თავისი მოწყალება.

სთქვა თუ არა ეს სიტყვები, საჩქაროდ გაბრუნდა და გავიდა მეორე ოთახში. მას ძალიან უყვარდა ბენიამენი, სიხარულისგან გული ამოუჯდა, თავი ვეღარ შემაგრა და დაიწყო ტირილი.

მერე, პირი რომ დაიბანა და გული გაიმაგრა, ისევ შევიდა თავის ძმებთან, მიიპატიჟა სუფრაზედ და უბრძანა, საჭმელი მიერთმიათ. თვითონაც მათთან დაჯდა და სთავაზობდა საჭმელსა, მეტადრე ბენიამენს.

ამასთან ერთმა გარემოებამ ძალიან გააკვირვა იოსების ძმები: მან ისინი დასხა წლოვანების რიგზედ, თითქოს იცისო, რომელი უფროსია და რომელი უმცროსიო.

სადილზედ იოსების ძმები ძალიან გამხიარულდნენ, რადგან სრულიად არ მოელოდნენ მეგობრულ მოქცევასა და ალერსს.

სადილის შემდეგ იოსებმა უბრძანა, მიეცათ პური და ყველანი შინ გაისტუმრა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ