მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 960 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ორი წელიწადი კიდევ გავიდა და იოსები ისევ საპყრობილეში ეწვალებოდა. ამ დროს ფარაონმა ნახა ორი სიზმარი, რომლებიც უბრალო სიზმრებისაგან ცხადად განირჩეოდნენ და თითქოს, რაღაც დიდ უბედურებას მოასწავებდნენ.

ფარაონმა ამიტომ დიდი ყურადღება მიაქცია ამ სიზმრებს და შეჰყარა მთელი ეგვიპტის მეცნიერნი მათ ასახსნელად. მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო, თუ რას მოასწავებდნენ ისინი.

მაშინ მეღვინეს მოაგონდა იოსები, წარსდგა ფარაონის წინაშე და მოახსენა: საპყრობილეში გახლავთ ერთი ყმაწვილი კაცი, რომელმაც ორი წლის წინათ მე და მეპურეს საკვირველად სწორედ აგვიხსნა სიზმრები: რაც გვითხრა, ყველაფერი ისე მოხდა. თქვენი სიზმრების ახსნა იმის მეტს არავის შეუძლიან.

მაშინვე გაგზავნეს კაცები საპყრობილეში და წარმოადგინეს იოსები ფარაონის წინაშე.

ფარაონმა უთხრა იოსებსა: მე ვნახე სიზმრები და მათი ახსნა ვერავინ შეძლო. მე მითხრეს, რომ შენ გაიგონებ თუ არა სიზმარსა, მაშინვე ახსნი, თუ რას მოასწავებსო.

იოსებმა მიუგო: უღვთოდ ფარაონის პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ არის ღმერთი ცაში, რომელიც თავის ერთგულთ უცხადებს საიდუმლოთა.

მაშინ ფარაონმა უთხრა იოსებს თავისი სიზმრები: მე ვნახე, ვითომც მდინარის პირას ვიდექი, უცებ წყლიდან გამოვიდა შვიდი მშვენიერი და მსუქანი ძროხა და მიდიოდა ბალახის საძოვნელად, მათ უკან მოჰყვა შვიდი გამხდარი და ისეთი მჭლე ძროხა, რომ მთელს ჩემს სახელმწიფოში მათი მსგავსი არ მინახავს; ამ გამხდარმა ძროხებმა მთლად დაჭამეს მსუქანი ძროხები და მაინც ამის შემდეგ დარჩნენისეთივე გამხდრები, როგორნიც იყვნენ.

აქ მე გამომეღვიძა. მერმე რომ ისევ დავიძინე, სხვა სიზმარი ვნახე. მესიზმრა, ვითომც ერთი პურის ღეროზედ ამოვიდა შვიდი სრული და მსხვილი თავთავი, მერე ამათ მოჰყვა შვიდი ფშუტე და ხმელი თავთავი; და ამ შვიდმა ფშუტა თავთავმა ჩაყლაპა შვიდი სრული თავთავი და არაფერი კი მოიმატა.

იოსებმა მოახსენა ფარაონსა: ორივე სიზმარი ერთსა და იმავე რამეს მოასწავებს. ამ სიზმრებით უფალი ატყობინებს ფარაონს მომავალსა. შვიდი მსუქანი ძროხა და შვიდი სრული თავთავი ნიშნავს შვიდ მოსავლიან წელიწადსა, ხოლო შვიდი გამხდარი ძროხა და შვიდი ფშუტე თავთავი მოასწავებს შვიდ შიმშილობის წელიწადსა.

აი დადგება ახლა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და გაივსება ეგვიპტე დოვლათითა, მაგრამ ამ დალოცვილ დროს მოჰყვება შვიდი საშინელი შიმშილის წელიწადი. ეს რომ უთუოდ აცხადდება და არ დაიგვიანებს, იქიდან ჩანს, რომ ერთსა და იგივე ფარაონს უნახავს ორჯერ. ამიტომ, - გააგრძელა იოსებმა, - ფარაონმა უნდა ინებოს ბრძენი და საზრიანი კაცის პოვნა და დაადგინოს იგი მთელი ეგვიპტის მზრუნველად. ამ მზრუნველმა უნდა შვიდი წლის განმავლობაში აკრიფოს მთელ სახელმწიფოში მეხუთედი ნაწილი ყოველგვარი მოსავლისა და შეინახოს დიდ ბეღლებში, რომ შემდგომ მშიერ წელიწადებში მთელი ქვეყანა შიმშილით არ დაიღუპოს.

ფარაონს მეტად ჭკუაში მოუვიდა სიზმრების ახსნა და ძალიან მოეწონა იოსების წინადადება. ამიტომ სთქვა: სად ვპოვებთ იმისთანა გონიერ და საზრიან კაცსა, როგორიც შენა ყოფილხარ? შენით ლაპარაკობს თვით უფალი, და შენვე დაგადგენ მთელი ეგვიპტის ქვეყნის უფროსადა. ყველა შენ სიტყვას დაემორჩილება და უშენოდ არაფერი არ გაკეთდება ჩემ საბრძანებელში. მარტო მე ვიქნები შენზედ უფროსი.

ეს რომ სთქვა ფარაონმა, გამოიძრო ბეჭედი ხელიდან და გაუკეთა იოსებს. აგრეთვე ჩამოჰკიდა კისერზედ ოქროს ძეწკვი და ბრძანა, ჩაეცმიათ ძვირფასი ტანისამოსი, ჩაესვათ მდიდრულ ეტლში, ეტარებინათ და თავი ყველას დაეკრა მისთვის, იოსები ამის შემდეგ გახდა მეორე კაცი მთელ ეგვიპტეში და მართავდა მთელ სახელმწიფოს.

როგორც იოსებმა სთქვა, ყველაფერი სწორედ ისე ასრულდა. შემდგომი წლიდან დაიწყო მშვენიერი მოსავალი და მთელ ეგვიპტეში და მთელი შვიდი წლის განმავლობაში არ შემცირებულა. ამ დროს იოსებმა მოწეული დიდძალი პური და ყველა ჭირნახული შეკრიბა ბეღლებში.

შემდეგ დადგა მტკნარად მშიერი, სრულიად უმოსავლო დრო და გასტანა მთელი შვიდი წელიწადი. გარეშემო ქვეყნებში პირველსავე შიმშილობის წელიწადს შემოაკლდა ხალხს პური და რომ შეიტყვეს, ეგვიპტეში ბევრი ჭირნახულია შეგროვებულიო, იწყეს აქეთკენ დენა პურის სასყიდლად.

იოსები უარს არავის ეუბნებოდა, რადგან ჭირნახული იმდენი ჰქონდა მოგროვილი, რომ ეყოფოდა ეგვიპტესაც და სხვა ქვეყნებსაცა.

ასე გადაარჩინა იოსებმა ეგვიპტე შიმშილისგან დაღუპვას და მასთან გაამდიდრა ფარაონის ხაზინა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ