მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 845 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ვაჭრებმა მიიყვანეს იოსები ეგვიპტეში და მიჰყიდეს მონად ერთ დიდკაცსა, რომელსაც სახელად ერქვა პეტერფე, იოსები ამ დროს იყო ჩვიდმეტი წლის.

ღმერთმა თავის მოწყალება არ მოაკლო აქ იოსებს. რასაც საქმეს კი ჩააბარებდნენ, იოსები აკეთებდა სწრაფად, მოხერხებით და სინდისიანად. ყოველ საქმეში მას ღმერთი ხელს უმართავდა და სხვებში ისე ერჩეოდა, როგორც დღე ერჩევა ღამიდან.

პეტეფრე რომ დარწმუნდა იოსების მხნეობაში და პატიოსნებაში, მოუწოდა მას თავისთან და ჩააბარა მოურაობა მთელი თავისი სახლისა და ქონებისა.

ამის შემდეგ ღმერთმა კეთილად წარმართა ყოველი საქმე პეტეფრესი. მაგრამ, საუბედუროდ, პეტეფრეს ჰყავდა ცოლი მეტად ცუდი, ბოროტი და ღვარძლიანი დედაკაცი. ყველა ცუდ ადამიანს სძულს კეთილი, სინდისიანი ადამიანი, ამიტომ რომ, როცა თავის თავს მასთან ადარებს, იგი საძაგლობას უფრო ცხადად გრძნობს.

პეტეფრეს ცოლმაც შეიძულა უმანკო იოსები და მოინდომა იმისი გაძევება თავის სახლიდანა. დასწამა რაღაც ცილი იოსებს თავის ქმრის წინაშე და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში. მაგრამ მართალმა და უმანკო იოსებმა თავისი მშვენიერი ყოფა-ქცევით საპყრობილეშიაც მალე მოიპოვა ნდობა და პატივისცემა თავისი უფროსისა, რომელმაც დააყენა იგი პყრობილთა ზედამხედველად.

ამ პყრობილთა შორის ერია ორი კაცი, რომლებიც უწინ იყვნენ დაახლოვებულნი მსახურნი ეგვიპტის მეფისა. ერთი იყო მეპურე, მეორე მეღვინე.

ერთხელ იოსებმა ნახა, რომ ორივენი ძალიან დაღონებულნი იყვნენ და ჰკითხა. რადა ხართ ადრე მწარედ დაღონებულნიო?; იმათ მიუგეს: ჩვენ ორივემ სიზმრები ვნახეთ და არ ვიცით, რას მოასწავებენო. ხოლო იოსებს ღვთისგან ჰქონდა მიცემული იმისთანა ნიჭი, რომ შეეძლო გაეგო ღვთისგან იყო სიზმარი, თუ არა. და თუ ღვთისგან იყო, რას მოასწავებდა.

იოსებმა სთხოვა ეთქვათ სიზმრები. მეღვინემ უთხრა: მე ვნახე სიზმრად, ვითომც წინ ვიდექი, ხელში მეჭირა სამი მტევანი ყურძნისა, ვწურავდი მათგან წვენსა ჯამში და ვასმევდი ხელმწიფესა. მეპურემ უთხრა: მე მეჩვენა, ვითომც თავზე სამი კალათა მედგა - ერთი ერთმანეთზედ, მაღლა კალათაში ეწყო სხვადასხვა საჭმელი, ფრინველები ასხდებოდნენ და ჰკენკავდნენ.

როცა იოსებმა მოისმინა ეს სიზმრები, მეღვინეს უთხრა: შენი სიზმარი კაი რამეს მოასწავებს: შენ მეფე ისევ დაგაბრუნებს სასახლეში, და უწინდელსავე თანამდებობას ჩაგაბარებს.

მეპურეს უთხრა: სამწუხაროდ, შენი სიზმარი დიდ უბედურებას ნიშნავს: სამი დღის განმავლობაში შენ მეფის ბრძანებით გაგიყვანენ აქედან, ჩამოგახრჩობენ და ფრინველნი დაუწყებენ შენს სხეულს გლეჯას.

როცა სიზმრების ახსნა დაამთავრა, იოსები მიუბრუნდა მეღვინეს და სთხოვა: იმდენი სიკეთე მიყავ, რომ გამიხსენე, როცა მეფემ ისევ დაგიახლოვოს, შეაბრალე მას ჩემი თავი და დამიხსენ აქედან. მე აქ სრულიად უდანაშაულოდ ვარ დამწყვდეული.

რაც იოსებმა უწინასწარმეტყველათ, ყველაფერი ისე ასრულდა: მეპურე სიკვდილით დასაჯეს, მეღვინეს კი დანაშაული აპატიეს და უწინდელი ადგილი ისევ დაუბრუნეს.

როცა მეღვინე ბედნიერებაში ჩავარდა, იოსები სრულიად დაივიწყა და აღარ ახსოვდა მისი თხოვნა, მაგრამ უფალი არასდროს დაივიწყებს მართალ ადამიანს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ