მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1209 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ერთხელ იაკობმა გაგზავნა იოსები მინდორში თავის ძმებთან, რომელთაც საქონელი შორს წაესხათ და რამდენიმე დღე მამამ მათი არა იცოდა რა.

იოსები წავიდა, ბევრი ეძება და ბოლოს მიაგნო თავის ძმებს. ძმებმა რომ შორიდან დაინახეს იოსები, ერთმანერთს უთხრეს: აგერ, ჩვენი სიზმრად მნახველი მოდის; მოდით, მოვკლათ იგი და მამას ვუთხრათ, მხეცს გაეგლიჯა და შეეჭამა-თქო; მაშინ ვნახოთ, როგორ ასრულდება მისი სიზმრები.

მარტო ყველაზედ უფროსი ძმა, რუბენი, არ იყო თანახმა და სხვას ურჩევდა ძმებსა: ისა სჯობიან, რომ ძმის სისხლში ხელი არ გავისვაროთ და ჩავაგდოთ ღრმა ხაროში. მას განზრახვა ჰქონდა, მერე ჩუმად ამოეყვანა იოსები ორმოდან და გაეპარებინა მამასთან.

გაუგონეს უფროს ძმასა, გახადეს იოსებს ტანისამოსი და ჩააგდეს ღრმა ხაროში. შემდეგ დასხდნენ და სადილს დაუწყეს ჭამა.

ამ დროს გამოჩნდნენ მათკენ მომავალი უცხო ქვეყნის ვაჭრები, რომლებიც დატვირთული აქლემებით ეგვიპტეში მიდიოდნენ და ერთმანერთში რჩევა დაიწყეს: რა სარფას მოვიგებთ ძმის მოკვლით, უფრო სჯობია, მივყიდოთ ამ ვაჭრებსა, მინამ მისი მკვლელები შევიქმნეთ; რაც უნდა იყოს, მაინც ჩვენი ძმაა.

სთქვეს და აასრულეს კიდეცა. ამოიყვანეს იოსები ხაროდან და მიჰყიდეს უცხო ვაჭრებსა ოც ვერცხლად.

ამ დროს უფროსი რუბენი სხვაგან იყო წასული და არ იცოდა, რა უყვეს ძმებმა იოსებს. როდესაც მობრუნდა უკანა და ხარო ცარიელი დახვდა, გულს ელდა ეცა და დიდის სიმწუხარით უთხრა ძმებსა: ბავშვი აქ აღარ არის, ახლა რაღა მეშველება?! როგორც უფროს შვილს, იაკობი მას მოჰკითხავდა თავის უმცროსი შვილის დაკარგვასა და ამიტომ სწუხდა რუბენი.

მოხუცებული მამა რომ მოეტყუებინათ, ძმებმა დაჰკლეს თიკანი, მის სისხლში გასვარეს იოსების ტანისამოსი, მოუტანეს მამასა და ჰკითხეს: ეს შენი შვილის ტანისამოსი ხომ არ არის, ჩვენ მინდორში ვიპოვნეთო?

იაკობმა იცნო თავისი საყვარელი შვილის ტანისამოსი, იფიქრა, უთუოდ შეუბრალებელმა ნადირმა გამიგლიჯა გზაზედაო და მორთო მწარე ტირილი და გოდება.

შვილები ცდილობდნენ, ნუგეში ეცათ, მაგრამ იაკობი საშინლად წუხდა, მათ ნუგეშს არც კი ისმენდა და ამბობდა: სამწუხაროთა ჩემითა ჩავალ საფლავსაო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ