მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1192 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იაკობსა ჰყავდა თორმეტი შვილი. სხვაზედ მომეტებულად მას უყვარდა უმცროსი შვილი, სახელად იოსები. ეს იმიტომ, რომ იოსები იყო მეტად კეთილი ბავშვი, მართლისმთქმელი, გულწრფელი და თავის მამას არაფერს არ უმალავდა.

მამაც მას უფრო ალერსიანად ექცეოდა და ჭრელ ტანისამოსს აცმევდა. ძმებმა ამიტომ ძვირი გული ჩაიდვეს იოსებზედა, შურის თვალით უცქეროდნენ მას და შეიძულეს სრულიად.

მათი სიძულვილი იქამდის მივიდა, რომ თავის უმცროს ძმასთან ლაპარაკსაც კი ერიდებოდნენ. მაგრამ თვითონ იოსებს კი ძვირი გული არ ჰქონდა ძმებზედ, უყვარდა ისინი და გულწრფელად ექცეოდა.

რადგან გულში მას ეშმაკობა სრულიად არ ედო, ამიტომ ძმებს არ დაუმალა თავისი სიზმრები, რომელნიც მოასწავებდნენ, რომ იგი გახდება მომეტებული თავის ძმებზედ.

აი, რა სიზმრები იყო: მე მესიზმრა, - ეუბნება იოსები ძმებს, - ვითომ ჩვენ ყველანი ყანაში ვიყავით და ვკრავდით ძნებს, უცებ ჩემი ძნა შუაში დადგა, თქვენი ძნები კი გარს შემოერტყნენ და თავის დაკვრა დაუწყეს, ჩვენზედ მეფობა ხომ არ მოგდომია? - უთხრეს გაჯავრებით ძმებმა, როცა ეს სიზმარი მოისმინეს.

შემდგომ იოსებმა მეორე სიზმარი უთხრა: მე მესიზმრა, თითქოს შუაში ვიდექი და გარს მეხვივნენ მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი და თავს მიკრავდნენ...

როცა იოსებმა ეს სიზმარი სთქვა, მამაც კი გაუჯავრდა: ნუთუ მეცა, დედაშენიცა და შენი ძმებიცა შენ უნდა გიკრავდეთ თავს?! თუმცა კი იაკობი გაუჯავრდა იოსებს, მაგრამ ეს სიზმრები კი ღრმად ჩაირჩინა გულში, რადგანაც იფიქრა, უთუოდ მომავალს მოასწავებენო.

ძმებმა ამის შემდეგ უფრო მომეტებულად შეიძულეს იოსები, მისი დაღუპვა მოინდომეს და კიდეც შეასრულეს თავიანთი ბოროტი განზრახვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ