მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 961 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იაკობს რთი მხრით მიუხაროდა ქანაანის ქვეყანაში, მეორე მხრით კი ეშინოდა; მას ეგონა, რომ ესავს ისევ ბოროტი გული ექნება ჩემზედაო, მაგრამ უფალმა ერთის მოვლინებით ცხადად აჩვენა იაკობს, რომ მას შიში არაფრისა არ უნდა ჰქონოდა.

იაკობმა გზაზედ ნახა გუნდად ანგელოზები, რომლებიც მზად იყვნენ, დაეცვათ იგი ყოველივე ბოროტისაგან. იმედმოცემულმა იაკობმა გააგზავნა ძმასთან რამდენიმე თავისი მონა, რომ შეეტყობინებინათ: შენი ძმა დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაშიო.

გაგზავნილნი მობრუნდნენ უკან და ვერაფერი სასიამოვნო ამბავი მოუტანეს იაკობსა, მათ უთხრეს: შენი ძმა, ესავი, თვითონ მოდის შენთან შესახვედრად, მრავალი შეიარაღებული კაცითაო.

იაკობი ძალიან შეშინდა და შესთხოვა ღმერთს შემწეობა შემდეგი ლოცვით: უფალო, თუმცა ღირსი არა ვარ ამდენს შენს მოწყალებასა და სიკეთესა, მაგრამ მაინც გევედრები, დამიხსნა მე ჩემი ძმის ხელიდანა. მე მეშინია, რომ მან მეც არ მომკლას და ცოლ-შვილიც არ გამიწყვიტოს.

თავის მხრივ იაკობმა მოისაზრა, ეჩვენებინა თავისი ძმისათვის თავისი პატივისცემა და სიყვარული და ამითი მოეგო მისი გული. თავის საქონელში აარჩია საუკეთესო ძვირფასი პირუტყვი და გაუგზავნა ესავს ძღვნადა ანუ საჩუქრადა. მაგრამ იაკობი მაინც კიდევ იჭვნეულობდა ძმაზედა და ამიტომ ყველაფერი მოამზადა გასაქცევად, იმ შემთხვევისთვის, თუ ძმა მტრულად დაუხვდებოდა მას.

ამ თადარიგის დაჭერის შემდეგ იაკობმა დუწყო ლოდინი ძმის შეხვედრასა დიდის მღელვარებითა და შფოთით. უფალმა ახლაც ნუგეში სცა მას და გაამხნევა გასაოცარი გამოცხადებითა: ღამე იყო. იაკობი თავის ბინას გაშორდა და მინდორში გავიდა მარტო. უცებ გამოცხადდა მასთან ერთი ვინმე და დაუწყო ჭიდაობა.

ბრძოლა გაგრძელდა გათენებამდის. როცა განთიადმა მოატანა, უცნაურმა მოჭიდავემ უთხრა იაკობს: ახლა გამიშვი. კმარაო. იაკობმა უპასუხა: არ გაგიშვებ, მინამ არ მაკურთხებ. მაშინ მოჭიდავემ ჰკითხა იაკობს სახელი და უთხრა: ამის შემდეგ შენი სახელი უნდა იქნას ისრაელი, იმიტომ, რომ შენ ამ ღამეს იჭიდავე ღმერთთან, და მაშასადამე, ყოველ კაცს დასძლევ.

ბოლოს აკურთხა იაკობი და გაუჩინარდა. იაკობმა კარგად შეიტყო, ვინც იყო მისი მოჭიდავე და იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ღმერთმა უთხრა, შიში სრულიად გაუქრა მას და ძმისგან აღარ მოელოდა რაიმე ბოროტსა და ვნებას.

ამის შემდეგ იაკობს დაერქვა ისრაელი და მის შთამომავლობას ეწოდებოდა და ეწოდება აქამდე ისრაელი ხალხი.

სახსოვრად ამ ბრძოლისა იაკობს მთავარი ძარღვი თეძოსი დაუშავდა და მთელი სიცოცხლე ცოტათი კოჭლობდა.

მეორე დღეს იაკობმა დაინახა თავისი ძმა ესავი, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა მრავალი კაცით. იაკობი რომ მიუახლოვდა, ნიშნად პატივისცემისა, შვიდჯერ დაუკრა ძმას თავი მიწამდის.

ესავი გაექანა იაკობისაკენ, ძმურის სიყვარულით მოეხვია ყელზედ, ჰკოცნიდა და თან ტიროდა მეტის სიხარულით, რომ მშვიდობით ეღირსა ძმის ნახვას. ტიროდა აგრეთვე თვით იაკობიც.

მერე ესავი ალერსიანად მიესალმა იაკობის ცოლ-შვილსა და დიდით პატარამდის სიყვარულით მოიკითხა.

უწინდელი უკმაყოფილების ხსენებაც არსად იყო. საჩუქრების მიღებაზედ, რომლებიც იაკობმა წინდაწინ გაუგზავნა, ესავი უარზედ იდგა და ეუბნებოდა; ძმაო, ჩემი დოვლათიც ბევრი მაქვს, ღვთის მოწყალებით; დაიბრუნე ისევ უკან ჩემთვის გამოგზავნილი, მაგრამ იაკობმა ძალიან გულით სთხოვა, რომ ესავს მიეღო საჩუქრები და ამით ეჩვენებინა მისთვის თავისი სიყვარული და ძმური მეგობრობა.

მაშინ ესავი დაჰყვა მის ნებასა. როცა დრო მოვიდა წასვლისა, ესავი ძმურად გამოეთხოვა იაკობს და შინისაკენ წავიდა. იგი კაი ხანი განშორებული იყო მამისაგან და ცხოვრობდა სხვა ადგილასა. იაკობი კი გაეშურა თავის მოხუცებული მამისაკენ. გზაზედ მან გადახედა იმ ადგილს, სადაც კიბე ნახა სიზმარში და შესწირა უფალსა სამადლობელი მსხვერპლი მშვიდობით დაბრუნებისათვის.

აქ ერთხელ კიდევ გამოეცხადა მას უფალი და გაუმეორა თავისი კურთხევა და აღთქმანი. მოხუცებული ისაკი სიხარულით ცას ეწია, როცა ოცი წლის წასული იაკობი ნახა მშვიდობით დაბრუნებული, გამდიდრებული და ცოლ-შვილით გაბედნიერებული.

იაკობი დასახლდა თავის მამასთან და მის სიკვდილამდე არ მოშორებია. როცა ისაკი გარდაიცვალა, იაკობმა და ესავმა დამარხეს მამა იმ ადგილას, სადაც ემარხნენ აბრამი და სარა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ