მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 785 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იაკობმა გასწია ჩრდილოეთისაკენ, რადგან შუამდინარეთი ამ მხარეს იყო ქანაანის ქვეყნიდან. კარგა გზა გაიარა პირველსავე დღეს. ღამემ ტრიალ მინდორზე მოუსწრო. დაღალულმა იაკობმა დაიდო ქვა და დაიძინა მინდორში.

ძილში ნახა საკვირველი სიზმარი. ვითომ ამართულიყო დედამიწაზედ მაღალი, თვალუწვდენელი კიბე და თავი მიბჯენილი ჰქონდა ცაზე. ამ კიბეზე მრავალნი ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მაღლა, კიბის თავზე კი იდგა თვით უფალი და ეუბნებოდა იაკობს: მე ვარ ღმერთი აბრამისა და ისაკისა, ნუ გეშინიან, მაგ ქვეყანას, სადაც ეხლა შენ სწევხარ, დაგიმკვიდრებ შენ და შენთა შთამომავალთა, რომელთაც გავამრავლებ, როგორც ქვიშასა ზღვისას.

ერთი შენი შთამომავლის შუამავლობით ვაკურთხებ მე ყოველთა მცხოვრებთა ქვეყანისათა. არასოდეს თავს არ დაგანებებ, დაგიცავ ყველგან, სადაც უნდა წახვიდე და მშვიდობით დაგაბრუნებ ამავე ქვეყანაში.

იაკობმა რომ გამოიღვიძა, სთქვა: საშიში არს ადგილი ესე; აქ არის სახლი უფლისა; აქ არის კარები ცისა, გადაუხადა უფალს მადლობა და გასწია თავის გზაზედ.

კაი ხნის მოგზაურობის შემდეგ იაკობი მივიდა ხარანში თავის დედის ძმასთან, ლაბანთან. ნათესავები სიხარულით მიეგებნენ და დააბინავეს თავისთან.

რადგანაც ლაბანს ბევრი საქონელი ჰყავდა და იაკობმაც მშვენივრად იცოდა მწყემსობა, ამიტომ ბიძამ თავისი დისწული მეცხვარედ დაიყენა.

გასამრჯელოს ლაბანი ფულის მაგივრად ცხვრებით იხდიდა. მოეწონა აქ ყოფნა იაკობს და ცოლიც აქ შეირთო, თანახმად ისაკის სურვილისა. იაკობი ძალიან გამდიდრდა თავისი წილი ცხვარით.

უფალმა აკურთხა მისი შრომა და მოთმინება და ხელი მოუმართა. თავისი საკუთარი ცხვარი საკვირვლად გაუმრავლდა მას და შეადგინა მრავალი ფარა. ამიტომ ლაბანმა და მისმა შვილებმა შურის თვალით დაუწყეს ყურება იაკობის სიმდიდრეს.

იაკობმა ეს რომ შენიშნა, სთქვა: მე აქ აღარ მედგომება, დროა, პირი შინისაკენ ვქნაო. ადგა და წავიდა მთელი თავისი სახლობით, მრავალი მონით და საქონლით ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც მოვიდა ბიძასთან, ოცი წლის წინ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ