მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1770 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ისაკი იყო ისეთივე კეთილმსახური კაცი, როგორც აბრამი. ღმერთს იგი თავის მფარველობის ქვეშ ჰყავდა და უმეორებდა იმ აღთქმებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მისცა აბრამს, მაგრამ ისაკიც, თავის მამასავით, დიდხანს დარჩა უშვილოდ.

ორმოცდასამი წლისა იყო, როცა მან რებეკა შეირთო, და მამა მხოლოდ მაშინ შეიქმნა, როდესაც სამოცი წლისა გახდა.

ამ დროს რებეკას მიეცა ტყუპი ვაჟი. რომელიც პირველად იშვა, იმას ესავი დაარქვეს, მეორედ ნაშობს კი უწოდეს იაკობი.

ესავი როცა მოიზარდა, მონადირეობა არჩია ხელობად, იაკობმა კი არ დააგდო კვალი მამა-პაპისა და გახდა მწყემსი.

ესავი იყო გულსწრაფი, გულჩქარი და უზრუნველი თვისებებისა, ხოლო იაკობს ჰქონდა მშვიდი, ხათრიანი და უწყინარი ხასიათი.

პირველი შვილი მამას მომეტებულად უყვარდა, რადგანაც ნადირის ხორცით ხშირად ასიამოვნებდა ხოლმე, მეორე კი - დედას უფრო უყვარდა.

ერთხელ ესავი, დიდი ხნის ნადირობის შემდეგ, მოვიდა შინ საშინლად დაღლილი და მშიერი. ამ დროს იაკობს წინ ედგა სავსე ჯამი ოსპის შეჭამანდისა.

მოიტა, გამაძღე ერთი მაგ შენი შეჭამანდითა, უთხრა ესავმა იაკობს.

შენი პირველობა ახლავე მე დამითმე და ბატონი ბრძანდები, უპასუხა იაკობმა. რა თავში ვიხლი პირველობას, როდესაც შიმშილითა ვკვდები, მოუფიქრებლად მიუგო ესვმა.

ასე წინდაუხედავად დაუთმო ესავმა პირველობა თავის უმცროს ძმასა და შეჰფიცა კიდეც, რომ მასში თავის დღეშიაც არ შეეცილება.

ესავს, როგორც დაუდეგარ კაცს, მალე დაავიწყდა ეს შემთხვევა და მოინდომა საპირველო კურთხევა. მაგრამ ეს კურთხევა ერგო მასზედ უფრო ღირსეულს - იაკობს.

საქმე იაკობს გაურიგა რებეკამ, რომელსაც იგი თავიდანვე უყვარდა უფროს შვილზედ მომეტებულად.

რებეკამ შეიტყო, რომ ისაკი აპირებდა ესავის დალოცვას, ადგა და გააგზავნა იაკობი მამასთან კურთხევის მისაღებად, მაშინ, როდესაც ესავი სანადიროდ გაიგულა.

ისაკი ამ დროს ძალიან მოხუცებული იყო და ვერაფერსა ხედავდა. როცა იაკობი შევიდა დალოცვის მისაღებად, ისაკს ეგონა, ესავიაო, აკურთხა იგი და დაულოცა უფროსობა ძმაზედ.

ესავი მალე დაბრუნდა ნადირობიდან და რომ შეიტყო მამისაგან ძმის ოინი, საშინელი ყვირილი და ტირილი მორთო და დაუწყო ხვეწნა მამას, რომ მას თავისი ლოცვა-კურთხევა მისთვის მიეცა. მაგრამ ისაკმა დალოცვის შეცვლა აღარ ინდომა, რადგანაც იფიქრა: უთუოდ ღმერთს ნებავდა, რომ იაკობს მისცემოდა უფროსობაო.

ამიტომ ესავი საშინლად გაცეცხლდა და იმუქრებოდა, მოკვდება თუ არა ისაკი, იაკობს ერთ დღესაც არ ვაცოცხლებო.

რებეკამ გაიგონა ეს მუქარა, შეეშინდა საყვარელი ძის მოკვლის და უბრძანა იაკობს, რომ იგი გაქცეულიყო მის ძმასთან, ლაბანთან, შუამდინარეთს და იქ ეცხოვრა ბიძასთან, სანამ ესავი გულს მოიბრუნებდა ძმაზე.

იაკობი დათანხმდა. როცა მოხუცებული მამა კვდებოდა, უბრძანა იაკობს, რომ მას ცოლი შუამდინარეთიდან მოეყვანა და ბოლოს უთხრა: და მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა ღმერთმა შენ და შენთა შთამომავალთ ის ლოცვა-კურთხევა, რომელიც მისცა აბრამს, მამასა ჩემსა.

იაკობმა ახსენა ღმერთი და გაუდგა გზას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ