მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 886 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

უფალმა აბრამს და სარას დღეგრძელი ცხოვრება მიანიჭა. სარამ იცოცხლა ასოცდაშვიდი წელიწადი და მოკვდა ღრმა მოხუცებულებაში.

აბრამმა რომ გამოიტირა თავისი ერთგული ცოლი, დაასაფლავა ერთ გამოქვაბულ კლდეში, მახლობლად იმ ადგილისა, სადაც იმან სტუმრად მიიღო უფალი სამი მოგზაური ანგელოზის სახით.

ეს გამოქვაბული გარშემო ადგილებით ეკუთვნოდა ახლო ქალაქის, ქებრონის, ერთ მცხოვრებელს.

აბრამმა ეს ადგილი თავის სასაკუთროდ იყიდა პატრონისაგან და მონიშნა საოჯახო სასაფლაოდ.

სარას სიკვდილის შემდეგ აბრამმა დააჩქარა ისაკის ცოლის შერთვა, რადგან ქანაანელნი იყვნენ წარმართნი, ამიტომ მათგან ქალის თხოვნა არ ინდომა. მოუწოდა თავის ერთგულ მონას ელიეზერს და გაგზავნა იგი შუამდინარეთში, სადაც ცხოვრობდნენ შვილნი და შვილისშვილნი აბრამის ძმისა, და უბრძანა, რომ ამ გვარეულობაში ამოერჩია ისაკისთვის საცოლე.

მონამ აასრულა თავისი ბატონის ბრძანება, შეკაზმა აქლემები და გაუდგა გზას. კარგა ხნის მოგზაურობის შემდეგ იგი მიუახლოვდა საღამო ჟამზედ ნაქორის ქალაქს, სადაც ცხოვრობდა აბრაამის ნათესაობა.

ქალაქის გარეთ ელიეზერმა ნახა ჭა, სადაც წყლისთვის საღამოზედ ქალაქის ქალები გამოდიოდნენ, ჩამოხტა ამ ჭასთან და თავის გულში ღმერთს შეევედრა ამ ლოცვითა: უფალო, ღმერთო, გამოიხედე მოწყალე თვალით ჩემს ბატონზედ, მიჩვენე მე ის ქალი, რომელიც ისაკისთვის საცოლედ დაგინიშნია ამ სახით: მე ვთხოვო მას, რომ წყალი დამალევინოს და მან ასე მიპასუხოს: შენც დალიე და შენს აქლემსაც ასვი.

გაათავა თუ არა ეს ლოცვა, ჭას მიუახლოვდა ერთი ახალგაზრდა ქალი და წყლის ამოღება დაიწყო. ელიეზერი მივიდა მასთან და სთხოვა: შვილო, დამალევინე მე წყალი დოქით. ამაზედ ქალმა მიუგო: შენც მიირთვი, ბატონო ჩემო, და შენს აქლემსაც დავალევინებ.

ელიეზერი განცვიფრებაში მოვიდა, რა სწრაფად აუსრულა უფალმა თხოვნა. მან ქალს საჩუქრად მისცა ოქროს საყურები და ძვირფასი სამკაულები და ჰკითხა: ვისი ქალი ხარ? ქალმა უპასუხა: მე ვარ ასული ბათოელისა ნაქორის შვილისა. ხოლო ნაქორი იყო აბრამის ძმა.

ელიეზერმაც უთხრა ქალს თავისი ვინაობა. მხურვალე მადლობა შესწირა ღმერთს ელიეზერმა, რომ მან პირდაპირ მოიყვანა აბრამის ნათესავებთან და ცხადად უჩვენა ისაკის საცოლე.

რებეკა გაიქცა შინ გახარებული და დედას უთხრა, აბრამის მონა ვნახე და ეს საჩუქრები მომცაო. მაშინვე ელიეზერს გაეგება რებეკას მამა და მიიწვია სახლში.

ელიეზერმა დაწვრილებით უამბო, თუ რისთვის არის გამოგზავნილი და როგორ უჩვენა უფალმა რებეკა, როგორც მისგან არცეული საცოლე ისაკისათვის; ბოლოს ჰკითხა: თანახმანი ხართ, გამოუშვათ ჩემთა რებეკა, რათა გახდეს ისაკის ცოლი?

დედ-მამა მაშინვე დათანხმდა, თვითონ რებეკამაც გამოაცხადა ამაზედ თავისი თანხმობა.

ამის შემდეგ დედ-მამამ დალოცა, აკურთხა თავისი შვილი რებეკა და გაისტუმრრა შორ გზაზე. როცა ქანაანის ქვეყანაში მივიდნენ, რებეკა გახდა ცოლი ისაკისა.

ამის შემდეგ აბრაამმა ცოტა ხანიღა იცოცხლა და გარდაიცვალა ასსამოცდათხუთმეტი წლისა, იგი დამარხა ისაკმა იმავე გამოქვაბულში, სადაც განისვენებდა სარას გვამი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ