მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 857 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ბოლოს აღსრულდა უფლის აღთქმა. სარას, აბრამის ცოლს, მიეცა ძე, რომელსაც თანახმად ღვთის ნებისა, დაარქვეს სახელად ისაკი.

ეს მოხდა სწორედ უფლისგან დანიშნულ დროს, მაშინ აბრამი იყო სრული ასი წლისა, სარა - ოთხმოცდაათისა.

გამოუთქმელ სიხარულს მისცა დედ-მამა ღვთის ამ მოწყალებამა. ისინი ახალშობილ ძეს შეჰხაროდნენ, როგორც უძვირფასეს საუნჯეს, ზრდიდნენ დიდი სიფრთხილით და ასწავლიდნენ კეთილმსახურებას, ღვთის მორჩილებას, კაცთმოყვარეობას და დედ-მამის პატივისცემას.

თვით ისაკიც იყო მეტად საყვარელი ბავშვი: წყნარი, ხათრიანი, მორჩილი, უწყინარი და მეცადინე.

მაგრამ ერთხელ უფალი გამოეცხადა აბრამს და გამოსაცდელად მოსთხოვა ამისთანა მსხვერპლი: აბრამ, წაიყვანე ძე შენი საყვარელი, დედისერთა ისაკი, ადი ერთ მთაზედ, რომელსაც მე შენ გიჩვენებ, და იქ შემომწირე მე იგი მსხვერპლად.

აბრამს ისე მტკიცედ უყვარდა ღმერთი, რომ ერთ წუთსაც არ შეყოყმანებულა ამ მოულოდნელი ბრძანების აღსასრულებლად. მეორე დილითვე ადგა, შეკაზმა სახედარი, გაიყოლა თან ორი თავისი მონა, წაიყვანა ისაკი და გაუდგა გზას.

მესამე დღეს მივიდნენ მთასთან, რომელიც უფალმა უჩვენა აბრამს. თავისი ორი მონა, სახედრით, მთის ძირში დატოვა, ისაკს კი აჰკიდა ზურგზე მსხვერპლის დასაწვავი შეშა, თვითონ აიღო ხელში დანა და ცეცხლი და შეუდგა მთას.

გზაზედ ისაკმა ჰკითხა: მამილო, ეს მარტო ცეცხლი და დანა რომ მიგვაქვს მსხვერპლის შესაწირავადა, ბატკანი სადღაა?

ღმერთი თვითონ გვიჩვენებს შესაწირავ ბატკანს, შვილო, - უთხრა მამამ.

ბოლოს ავიდნენ მთის წვერზე. აბრამმა ააშენა სამსხვერპლო, დააწყო ზედ შეშა, მერე შეჰკრა ისაკი და დასდო შეშაზე. მშვიდი კრავივით ისაკი მამას ყველაფრის ნებას აძლევდა.

აბრამმა აიღო ხელში დანა და უნდა დაეცა შვილისათვის. ამ დროს ზეციდან მოისმა ანგელოზის ხმა: აბრამ, ნუ შეახებ ხელს მაგ ყრმას, ნურას დაუშავებ მას... ეხლა ცხადად გამოჩნდა, რამდენად გიყვარს შენ ღმერთი, რადგანაც არ დაიშურე მისთვის ერთადერთი საყვარელი ძე შენი.

აბრამი სიხარულით ცას ეწია და მაშინვე ახსნა ისაკი. მიიხედ-მოიხედა აბრამმა და დაინახა იქვე ახლოს ცხვარი, რომელიც რქებით გახლართულიყო ჯაგებში, აიყვანა ეს ცხვარი აბრამმა და შესწირა მსხვერპლად უფალს ისაკის მაგივრად, და მასთან გადაუხადა მხურვალე მადლობა უფალს, რომელმაც ისაკის დაბრუნებით დიდი მოწყალება უჩვენა მას.

როგორც დიდი იყო სარწმუნოება და სიყვარული აბრამისა ღვთისადმი, ისეც დიდ ჯილდოს ეღირსა იგი ღვთისგან.

აი, რა ხმა მოესმა ზეციდან აბრამს მსხვერპლის შეწირვის შემდეგ: რადგანაც შენ არ დაიშურე ჩემთვის შვილი შენი საყვარელი, ამიტომ გაკურთხებ შენ დიდი კურთხევით და ისე გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც მრავალნი არიან ვარსკვლავნი ცისანი და ქვიშანი ზღვისანი.

და ერთი შენი შთამომავლის მეოხებით მიიღებენ უფლის კურთხევას ყოველნი ერნი ქვეყანისანი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ